U21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

AutoSharing Option
შაბათს, 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებები ნახევარფინალისტს გაარკვევენ. ემოციები ცოტათი დაცხრა და ახლა კიდევ უფრო სასიამოვნოა იმის გააზრება, ქართველმა 21-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი რომ დაძლიეს. რამაზ სვანაძის გუნდი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად გადატვირთულია, თუმცა, ამავდროულად, მათ ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილი აქვთ, დასახული მინიმალური მიზანი შეასრულეს, ეს კი ზოგჯერ წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამ გზაზე პირველი მეტოქე ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებია. პლეი-ოფის ეტაპზე არც მათ ელოდნენ და ამ მხრივ, სიტუაცია მსგავსია. გაი ლუზონის ფეხბურთელებმა მოქმედ ჩემპიონ გერმანიის კრიზისით კარგად
ისარგებლეს. "უმცროსმა ჯვაროსნებმა" წარმატებას, ძირითადად, მეტოქისთვის ინიციატივის დათმობითა და მეორე ნომრად თამაშით მიაღწიეს. მათ დაპირისპირება ფავორიტებთან უწევდათ, ისრაელის ნაკრები კი თავადაა უპირველესად დაცვის გაძლიერებაზე მოფიქრალი გუნდი, თამაშობს 5 უკანახაზელით და მეტოქის შეცდომებს ელოდება. ჩვენ მომავალ მოწინააღმდეგეებს ჩეხებთან აუცილებლად მოსაგები რომ ჰქონდათ, გარისკეს, შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს. შეგვიძლია ქართველების ბელგიასთან დაპირისპირების მეორე ტაიმზეც ვთქვათ, სადაც ჩვენმა გუნდმა წარმატებას იერიშებშიც მიაღწია. ამაში ემოციური მუხტისა და გულშემატკივრების როლიც დიდი იყო. მწვრთნელთა გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება, რომელი ეცდება ნაცად გზას გადაუხვიოს, ინიციატივას დაეუფლოს და იქნებ ამით გამარჯვებისკენ წავიდეს, ანაც მეტოქემ ისარგებლოს. იმ მატჩებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვაჩვენეთ, პლეი-ოფის ჩატარება იქნებ სხვა სტილის გუნდთან უფრო სასურველი იყო. შესაძლოა, ნიდერლანდები ან პორტუგალია უფრო ჟღერადია, თუმცა ისრაელის 20-წლამდელთა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია დაამარცხა. ბრაზილიელთა კარში გოლის ავტორი, 18 წლის ანან ხალაილი, ახლა 21-წლამდელთა ნაკრებშია.

Sportall.Ge

ევროპირველობის მატჩებთან ერთად, რამაზ სვანაძეს მეტოქისთვის მოსამზადებლად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული მატჩიც აქვს, როცა ჩვენი გუნდი მათთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:2) დამარცხდა. ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებმა დროის მოკლე მონაკვეთში 2 სტანდარტული მდგომარეობა გოლად აქციეს და გვაფიქრებინებს, ამ კომპონენტში ახლაც ძლიერი უნდა იყვნენ, რადგან შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა. ხსენებულ შეხვედრაში გიორგი გულიაშვილმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ბოლოს კი გაბრიელ სიგუა მოედნიდან გააძევეს. ჩვენგან ერთადერთი გოლი ნიკა ხორხელმა გაიტანა, რომელიც ახლაც გუნდშია, თუმცა ჯერ არ უთამაშია.

Sportall.Ge

სასტარტო შემადგენლობაზე რადიკალური საუბარი გაგვიჭირდება. ყველაზე უკეთ სამწვრთნელო შტაბმა იცის, ვინ რა ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და ვინ არაა მზად, 90 წუთი ითამაშოს. მაინც ვივარაუდებთ, რომ საბა ხვადაგიანი მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდება, გიორგი გოჩოლეიშვილი კი შეტევაში ითამაშებს. სასტარტოში ლუკა გაგნიძეც უნდა ვნახოთ. გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამიდან უფრო აქტიური ჩანს. გიორგი გაგუამ წინა მატჩებში ბევრი იბრძოლა, არაერთი დუელი მოიგო, გიორგი გულიაშვილის მის ნაცვლად ფორვარდად მოაზრება და შეტევის ახლებურად წარმართვა იქნებ ის მოულოდნელი ნაბიჯი იყოს, რომელიც გაამართლებს. როცა გაგუა ნიდერლანდელებთან ბურთს იღებდა, მასთან ახლოს თანაგუნდელები არ ჩნდებოდნენ, რადგან ჩვენი გუნდი საკმაოდ უკან იყო დაწეული. ახლა განსხვავებული სიტუაცია უნდა იყოს, ისე წარმატების მიღწევა რთული იქნება. ზემოთ ხსენებული ხორხელისა და მესამე მეკარე ყალიჩავას გარდა, კიდევ ორი ფეხბურთელია, რომელთაც ჩემპიონატზე ჯერ ერთი წუთიც არ უასპარეზიათ - "საბურთალოს" მცველები, ცოტნე კაპანაძე და ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა.

ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებს გორში გამარჯვების შემდეგ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც ჩეხეთთან შეწყდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი მოწინააღმდეგის მონაწილეობით არცერთ მატჩში ერთ გუნდს 3 გოლი არ გაუტანია, რაც მათ სათამაშო ფილოსოფიაზე ბევრს გვეუბნება. დაცვით ფაზაში სვანაძის გუნდიც გამორჩეულია, აუგს ვერავისზე იტყვი, ხოლო რაც შეეხება ბურთის კონტროლს, შეტევებში მრავალფეროვნებასა და გოლების უფრო გუნდური მექანიზმით გატანას, ვნახოთ, ეს ახლა როგორ გამოგვივა. ზურიკო დავითაშვილის შედევრი თვალებიდან ისევ არ ამოგვდის, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესო გოლადაც დასახელდეს.

Sportall.Ge

ფორმატის შესახებაც გეტყვით. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩვენი მეტოქე შესაძლია, ისევ პორტუგალიის ნაკრები იყოს, ანაც ინგლისის. რაც შეეხება ბადის მეორე (რუმინეთის) მხარეს, თუ აქეთ გერმანელები დაგვემშვიდობნენ, იქ ჯგუფური ეტაპი იტალიელებმა ვერ გადალახეს. ესპანეთი - შვეიცარიასთან, საფრანგეთი კი უკრაინასთან ფავორიტად ითვლება, თუმცა, დაველოდოთ. თუკი ნახევარფინალში როგორც ინგლისელები, ასევე ფრანგები გავლენ, 2024 წლის ოლიმპიადის მესამე საგზური საუკეთესო მეოთხედფინალისტებს შორის გათამაშდება; თუ ფინალში გადასასვლელ მატჩში ვერცერთს ვიხილავთ, მაშინ ოლიმპიადის საგზურისთვის ნახევარფინალში დამარცხებულები იბრძოლებენ.

მოგეხსენებათ, დიდი ინტერესის გამო ისრაელთან დაპირისპირება "დინამო არენაზე" ჩატარდება, გულშემატკივრები კი უკვე იმაზე მსჯელობენ, ნახევარფინალსა და ფინალში "ბათუმი არენის" ტევადობა რამდენად საკმარისი იქნება. ეს კი ნდობას და რწმენას ნიშნავს იმის, რომ ჩვენი ნაკრები უკვე ჩემპიონიც კი წარმოგვიდგენია.

მიდით, ბიჭებო!..

altU21. ჩვენი მეტოქე ისრაელი - გავიხსენოთ გორში წაგებული მატჩი [VIDEO]

alt"დრამა, სირცხვილი და დავითაშვილის განსაკუთრებული გოლი" - ნიდერლანდური მედია და მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე

altრამაზ სვანაძე: შედეგი ისტორიულია - ვეცდებით, მეოთხედფინალისთვის ძალები აღვიდგინოთ

მკითხველის კომენტარები / 45 /
მოდით რა წინასწარ ჰოპლას ძახილს თავი დავანებოთ როგორც ამბობენ ჯერ უნდა გადახტე.
niko
01 ივლისი 2023 13:33
0
მოდით რა წინასწარ ჰოპლას ძახილს თავი დავანებოთ როგორც ამბობენ ჯერ უნდა გადახტე.
niko
01 ივლისი 2023 13:32
0
ისრაელია (მიუხედავად დიდი პატივისცემისა) უნდა მოუგოთ, მორჩა და დამთავრდა !!! გილოცავთ ნახევარ ფინალში გასვლას!!!
საქარტველო
30 ივნისი 2023 21:56
2
ალბათ როგორ ნანობს ხვიჩა... შეეყვანათ მაინც განაცხადში-ორი კაცი მაინც არის ისეთი ვისაც მაინც არ ათამაშებენ მთელი ტურნირის განმავლობაში-სამაგიეროდ შანსი გვექნებოდა ხვიჩას და მიქაუტაძეს ეთამაშათ
inviz9
30 ივნისი 2023 20:16
11
აქაური არმენები რომ შემოდიან ამ საიტზე და რა ცუდი წაიკითხონ ან თავად დაწერონ საქართველოს ნაკრებზე ერთი სული აქვთ.
!
30 ივნისი 2023 12:39
11
შენ კიდევ დაბოღმილი აზერივით ნუ ლაპარაკობ.
odala
30 ივნისი 2023 14:14
4
თუკი ობიექტურად შევაფასებთ ისრაელის ნაკრებს მაშინ გავიმარჯვებთ. მიდით ბიჭებო!
ნიკო
30 ივნისი 2023 10:45
1
ბიჭებო 11მეტრიანების შესრულებაში ივარჯიშეთ, გული მიგრძნობს იქნება
მიხო
30 ივნისი 2023 10:40
5
პენლებში წავაგებთ... იმათი მეკარე პენლებში მაგარია...გერმანიასთან 2 პენალი აიღო....მამარდა კი პენლებში სუსტია
mirosan
01 ივლისი 2023 00:51
0
არ უნდა მოვიყვანოთ მანდამდე.პენალტები სუფთა ლატარეიაა,ამიტომ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა ძირითად დროში.
დათო
30 ივნისი 2023 16:27
0
ყველა გამოხმაურება
პროგნოზის გაკეთება ჩემი საქმე არ არის.
ზოგადად ქართული ფეხბურთი, გერმანულ ფეხბურთთან მარცხდებოდა და ბრიტანულს უგებდა. ბრიტანელები თავის შექმნილს უბრთხილდებოდნენ, (მარადონას გოლის შემდეგ, როგორც ჩემამდე მოვიდა, ინგლისელთა მწვრთნელმა ბიჭებს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ფეხბურთს ეს შედევრი შეუნახეს და არ წააქციეს).
გერმანელები შეტევას არ გაცლინ, ცენტრამდე ჯარიმას იღებენ, როცა საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგე.
ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ 81-ში გვერჩივნა ,,ბენფიკა,, შეგვხვედროდა, წაგება და მოგებაც, მეტნაკლებად მისაღები იქნებოდა ვიდრე, ,,კარლ-ცაისთან,,. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა (პირველი გოლი) ბეჭებზე დავდეთ გერმანული გუნდი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ ბიჭებმა, თუ მოედანზე ყველაფერი დადეს, ჩვენ გავიმარჯვებთ.
100%
30 ივნისი 2023 08:30
5
Nedved მექვაბიშვილი ძალიან ჭკვიანი ბიჭია,მაგრა მეც არ მომწონს რეგბისტივით სულ გვერდზე და უკან პასები-ეროვნულში გიბრალტარის წინააღმდეგ 5მეტრი არ გაუწევია წინ ბურთით და ეგ დიდი მინუსია,მეშინია ახალ კვეკვედ არ ჩამოყალიბდეს,მაგას თუ დახვეწას სხვა ყველაფერი კარგი აქვს.
ისე კიდე გაგნიძეები ორივე ჯობია ცენტრში,ლომინაძეც კაი ბიჭი ყოფილა
Levani
30 ივნისი 2023 04:48
1
მექვაბიშვილი რატოა ამ გუნდის კაპიტანი ვერ გავიგე მე პირადად, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ცენტრში მისი ფიზიკის გამო მაგრად იჩაგრება
nedved
29 ივნისი 2023 20:02
21

სიახლეები პოპულარული