დიდი მატჩის დღე! ერთ ნაბიჯში ნახევარფინალსა და ოლიმპიადასთან - გადაჭედილი "დინამოს" ძალა...

AutoSharing Option
ზუსტად ერთი თვის წინ, 1-ელ ივნისს, წერილი შემოგთავაზეთ, სადაც იმაზე ვსაუბრობდით, რომ ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე დადგა. მაშინ რთულად წარმოვიდგენდით, რომ ეს პროცესი ივლისშიც გაგრძელდებოდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდოდა. დღეს დიდი მატჩია - ნახევარფინალი და ოლიმპიადის საგზური ასე ახლოსაა. ჩვენი ფეხბურთელების დამატებით დაძაბვას არ ვაპირებთ, მათ მიღწეულისთვის მადლობა ეკუთვნით, პასუხისმგებლობის ნაკლებობას კი ნამდვილად არ განიცდიან; გვესმის მათი ფიზიკურ-ემოციური მდგომარეობის ამბავიც. ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებს 20:00 საათზე, სავსე (45 ათასი ბილეთი იყიდება) "დინამო არენაზე"
ვუმასპინძლებთ, რაც დიდი ძალაა!..

Sportall.Ge

შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე, ვინმეს საქართველოს ნაკრების სტილი და მეტოქის სათამაშო უპირატესობები არ მოსწონდა, თუმცა ფაქტია ის, რომ რამაზ სვანაძემ ზუსტად გათვალა ჩვენი შესაძლებლობები, მოწინააღმდეგეთა ძლიერი მხარეები, ძალები სწორად გადაანაწილა, იღბალმაც არ მიგვატოვა და "უმცროსი ჯვაროსნები" იქ არიან, სადაც ნაკლებად ელოდნენ. ახლა სულ სხვა გამოწვევა გვაქვს. ერთი შეხედვით, ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრები საუკეთესო ვარიანტია, ვინც ამ ეტაპზე შეიძლება დაგვპირისპირებოდა, თუმცა მაშინ ანალოგიურად ვიტყოდით მათი გადმოსახედიდანაც. გარდა ამისა, თუ აქამდე ჩვენი მთავარი მიზანი მაინც მეტოქეების ძლიერი მხარეების ნეიტრალიზება იყო, ახლა თავად მოგვიწევს მეტი ფიქრი ინიციატივის აღებასა და შეტევაზე. ვნახოთ, ეს როგორ გამოგვივა. წინა შეხვედრებში ასე არ ჩანდა, თუმცა მსგავსი უნარების მქონე ფეხბურთელები გუნდში ნამდვილად გვყავს.

Sportall.Ge

შემადგენლობა საინტერესო იქნება. როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, გუნდმა ძალების აღდგენა მოახერხა. საინტერესოა, დაცვის ხაზში ისევ 4 ამპლუით ცენტრალური მცველი გადანაწილდება, უფრო აქტიურ ფლანგებს ვნახათ თუ 3-მცველიან ტატქიკას. მწვრთნელს უნდა შევუქოთ, რომ ის შეხვედრის გამმავლობაში გუნდის გადაწყობას უნარიანად ახერხებს. ველოდებით, რომ ჩვენი ნახევარმცველები ბურთს მეტად გააკონტროლებენ, რაც შეტევაში მრავალფეროვნებით შექმნილ მეტ შანსს უნდა ნიშნავდეს.

Sportall.Ge

შეხვედრას ნორვეგიელი ძალიან გამოცდილი არბიტრი, ესპენ ესკასი განსჯის, ის 2022 წლის 12 ივნისს "დინამო არენაზე" საქართველო - ბულგარეთის (0:0) მთავარი მსაჯი იყო. ხსენებული არბიტრი მიმდინარე ტურნირზე ჩვენ პირველ მატჩს უძღვებოდა - პორტუგალიის წინააღმდეგ (2:0). საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბარათებით გადატვირთულია და კარგია, რომ ამ მხვრივ 35 წლის რეფერი საკმაოდ ლმობიერია. პირველ ტურში მან გაგუა და ხვადაგიანი გააფრთხილა, პორტუგალიელი არაუჯო კი გააძევა.

სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე - მექვაბიშვილი (C), გაგნიძე - დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი - გაგუა.

altU21. 1/4-ფინალის წინ - სვანაძე: "ძალები აღვიდგინეთ, შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს"

altU21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარაცხელია უნდა დაისაჯოს!
დათო
01 ივლისი 2023 23:09
3
პენლებამდე არ უნდა მივიყვანოთ,არაა ძლიერი მხარე მამარდასი ეგ.იმათმა მეკარემ ორი აუღო გერმანელებს..
gio
01 ივლისი 2023 17:40
0
ამიტომ დავწერე პენალტებზე. მაგარი მეკარე ჰყავთ ებრაელებს. ჩეხებთანაც მაგრად ითამაშა
დავით 67
01 ივლისი 2023 17:58
0
წარმატებები ჩვენ ბიჭებს მწვრთნელმა ჩვენზე უკეთ იცის თუ როგორ უნდა ვითამაშოთ და მჯერა გავალთ ნახევარფინალში
გოგიტა გაბუნია
01 ივლისი 2023 17:22
1
ისრაელის ნაკრები იმ გუნდთა კატეგორიაში გადის რომ ამბობენ მაგარი "ძაღლი" გუნდიაო. არც თვითონ ქმნის უხვად მომენტებს და არც მეტოქეს აკეთებიებს იგივეს. თვითონ კი მონადირესავით აუღელვებლადაა ჩასაფრებულია კონტრ იერიშებზე და სარგებელს უმთავრესად აქედან ელის. ბუნებრივია ამის კარგად მკეთებელ გუნდს დისციპლინა და ორგანიზებაც უმაღლეს დონეზე აქვს. ალბათ ისინი დაგვითმობენ ბურთს და პირველ ნომრობას ჩვენ გადმოგვილოცავენ ამიტომ ასეთ ვითარებაში კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ცენტრში უპირატესობის შექმნა მოწინააღმდეგეზე, უპრიანი იქნება ამ მატჩზე თუ სამი ნომინალური ნახევარმცველით გავალთ 1 საყრდენით და 2 უფრო კრეატიული ბურთის "ამომტანით" , და თუ ცენტრში ეს უპირატესობა მოვიპოვეთ ბურთს მოკლე პასებითაც გადავიტანთ შეტევაში სწრაფი ვინგერებით და მაქსიმალურად ცოტა სივრცეებს დავუტოვებთ ებრაელთა პოტენციურ კონტრიერიშებსაც. თან ამ პოზიციაზე ეროვნულისგან განსხვავებით ამ ნაკრებს უფრო ღრმა რესურსი აქვს. მე მჯერა ჩვენი ნაკრების და ასეთი "ბეტონი" გუნდები ერთობლიობაში ვერ შეაჩერებს უფრო კრეატიულ უფრო ინდივიდუალურ და თან მკვეთრად დისციპლინებულ საქართველოს ნაკრებს.
Charley
01 ივლისი 2023 16:50
0
ყველა მოგებაზე ლაპარაკობს და შეიძლება ეს მატჩი ფრედ დამთავრდეს,ასევე დამატებითი დრო. ამიტომ პენალტებზე თუ იმუშავეს? ესეც ერთერთი მთავარი კომპონენტია. რაც ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც გამოხატავს. არ გამოვრიცხავ რომ პენალტებამდე მივიდეს საქმე. ზუსტად არ ვიცი მაგრამ ვინმეს გახსოვთ მამარდაშვილის აღებული პენალტი? ამიტომ მეორე მეკარე მგონია სჯობს დადგეს პენალტებზე.
დავით 67
01 ივლისი 2023 16:17
0
ისრაელი დაცვითი გუნდია,მანდ გაჭირდება სწორედ.
ვარლამი,პოლონეთიდან
01 ივლისი 2023 15:39
0
ეეჰ დარჩენილიყვნენ ხვიჩა და მიქაუტაძე განაცხადში.ხო კარგად დაისვენებდნენ და დღეიდან ჩაბმულიყვნენ.ან მიქაუტაძე მაინც დარჩენილიყო.ძალიან გამოადგებოდნენ ნაკრებს ახლა.
გულშემატკივარი
01 ივლისი 2023 15:31
2
კი მაგრამ ნავარჯიშევი არ არიან და რად გინდა? ვერ ვხვდები რატომ ჰგონია ბევრს, რომ თუ არ ივარჯიშე წინა დღეებში, გამოხვალ მოედანზე და ყველაფერი გამოგივა
დავით
01 ივლისი 2023 18:04
1
ვაღიაროთ, რომ ჩვენი საყრდენი ზონა შედარებით სუსტია და ეს მარტო ამ ნაკრების პრობლემა არაა, იგივე მდგომარეობაა პირველ ნაკრებშიც. სამწუხაროდ, ჩვენთან ყოველთვის იყო ამის პრობლემა. თითქოს, ჩვენი საყრდენები მარტო იმას სწავლობენ, როგორ გადაკეტონ ზონა და როგორ მისცენ უკან პასი. არც გოლი, არც საგოლე პასი, არც დაყენებული დარტყმა. ერთადერთი კანკავა მახსენდება გოლები გაიტანოს, ისიც თითებზე ჩამოსათვლელი. და მაინც მჯერა ამ სისუსტეს გადაფარავს რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელის მაღალი კლასი,თავდადება, სუპერმოტივაცია და სავსე სტადიონის ეფექტი. მე მჯერა გამარჯვების...
merabi-1960
01 ივლისი 2023 14:45
1
ვინმემ თუ იცით იტალია როგორ აღმოჩნდა მესამე ადგილზე ? ბურთების შეფარდებქ უკეთესი აქ ვიდრე შვეიცარიას თან თვითონქც ზეიმობდნე რომ დამთქვრდა თამქში
ნიკა
01 ივლისი 2023 14:28
2
როცა 3 გუნდი აგროვებს ერთნაირი რაოდენობის ქულებს, ითვლება ერთმანეთში დაფიქსირებული ბურთების სხვაობა, თუ ეგეც თანაბარია, მაშინ ერთმანეთში მეტი გატანილი
დათო
01 ივლისი 2023 16:54
0
მანდ შედარებული იყო სამი გუნდის ურთიერთშეხვედრების გოლები
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
01 ივლისი 2023 16:16
0
ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ, 55 ათასიანი სტადიონი თქვენი უნიათობით რომ ვერ ვავსებთ თუ ხვდებით ამას, დასწრების მსურველთა არმიის მიუხედავად...(43-ათასი გულშემატკივარი რანაირადაა სავსე სტადიონი) რატომ ვერ აბამთ თავს იმას რომ სტადიონი მართლა შეივსოს?
დანტე
01 ივლისი 2023 13:23
2
მატჩში მონაწილე ორივე ნაკრებს ეძლევათ ადგილების კვოტა,სადაც მათი გუნდის გულშემატკივრების დაჯდომაა შესაძლებელი.დარჩენილი ადგილები,სავარაუდოდ ისრაელის ნაკრების კვოტაა.
სოსო
01 ივლისი 2023 18:04
0
სწორი შეკითხვაა, ცარიელი ადგილებიც ბევრი ჩანს.განსაკუთრებით ლოჟაში! ტიპებს ბილეთებს ურიგებენ და არ მიდიან
დავითი
01 ივლისი 2023 14:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული