"რეალმა" შეიძლება კურტუა გაყიდოს

AutoSharing Option
ბელგიური Voetbal-ის ცნობით, 32 წლის მეკარემ, ტიბო კურტუამ შეიძლება "რეალი" დატოვოს.

კურტუას სამსახურით საუდის არაბეთის "ალ აჰლი დაინტერესდა, რომელიც მზადაა "რეალს" ტრანსფერში საკმაო თანხა, თავად ფეხბურთელს კი კარგი ჯამაგირი შესთავაზოს.

გასულ წელს "ალ აჰლიმ" "სამეფო კლუბს" კურტუას შესაძენად წინადადებით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო, ხოლო ახლა, არაა გამორიცხული, მხარეები შეთანხმდნენ.

საქმე ისაა, რომ კურტუა ხშირად ტრავმირებულია, თანაც კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რეალს" მისი გაყიდვა აწყობს. Transfermarkt-ის მიხედვით ტიბოს ფასი 25 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუნინი,მსოფლიოს მესამე მეკარედ დაასახელეს,ფრანს ფუტბოლში!ახალი მეკარის ძებნა არ დასჭირდებათ და შესაძლოა მართლაც შეელიონ,კურტუას.
სოსო
20:26 03-11-2024
4
ეყიდათ მამარდა შარშან და კასილასივით მეკარე ეყოლებოდათ მინიმუმ 10 წელი.
lomi
20:04 03-11-2024
0

სიახლეები პოპულარული