U21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი მეოთხედფინალში დავასრულეთ. რა შეიძლებოდა უკეთ, ამაზე სხვა წერილებში დავწერთ, ახლა კი ყურადღების გამახვილება ერთ ფაქტზე გვსურს, რომელიც პენალტების სერიის დასრულებისთანავე მოხდა. ამის განმარტების მიზანი ისაა, გარკვეული ნეგატიური საინფორმაციო ველი არ შეიქმნას, თითქოს მოწინააღმდეგის გამარჯვების მიღება ღირსეულად არ შეგვიძლია.

პრესლოჟაში მყოფმა ისრაელის ნაკრების გულშემატკივარმა, რომელსაც იქ ყოფნისთვის აუცილებელი დამადასტურებელი ცნობა არ ჰქონდა, წყლის ბოთლს თავი მოხადა და წყალი ქართველი გულშემატკივრების მიმართულებით გამიზნულად ისე გადააქცია, მაქსიმალურად დიდი ეფექტი მიეღო. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, რაც ისრაელის
ნაკრების გულშემატკივრებმა ვიდეოებზე ასახეს და ყველაფრის ისე გამოყვანა სცადეს, თითქოს მათი გამარჯვება სათანადოდ ვერ მივიღეთ. არადა, ამ ორ ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს.

მათმა ჟურნალისტმა დაგვიდასტურა, რომ ინციდენტში მონაწილე მედიის წარმომადგენელი არ ყოფილა და მისი საქციელი არასწორი იყო. მოგვიანებით, იმ უცნობი პირის მხრიდან ბოდიშიც მივიღეთ, თუმცა მანამდე არაერთი პირდაპირი ეთერი გავიდა თითქოს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქართველები მარცხმა გააბრაზა. არადა, სამწუხაროდ, ჩრდ. მაკედონიელთა შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახეთ მეტოქეების ზეიმი, მაგრამ ამაში მათი "ბრალეულობა" ნაკლებია...

სამწუხარო დღე იყო, მაგრამ ის მუხტი და შემართება, რაც ამ დღეებში არსებობდა, ფუჭად არ ჩაივლის!..
მკითხველის კომენტარები / 70 /
გაიხარეთ, თქვენ თქვენი ჟურნალისტური საქმე პირნათლად შეგისრულებიათ. ეს არის ის შავი სამუშაო, რომელიც ხშირად არ ჩანს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ქვეყნის სახელს!
ირაკლი
01:50 02-07-2023
3
ხვიჩა საერთოდ არ უფრთხილდება თავს. ასე არ შეიძლება, ზღვაზე გადის შუადღეზე საათობით და ქუდსაც კი არ იფარებს და რომ დაისიცხოს რა ეშველება ნეაპოლელებს ?
ჯოვანი ელბერი
02:32 02-07-2023
95

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული