მზადება შესარჩევისთვის - 19-წლამდელთა ნაკრები ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ნაკრები 12 და 14 აგვისტოს სტუმრად სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის 19-წლამდელთა გუნდს შეხვდება, რომლის წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

აგვისტო | ამხანაგური მატჩები

12 აგვისტო | ჩრდ. მაკედონია - საქართველო
14 აგვისტო | ჩრდ. მაკედონია - საქართველო

ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე 19-წლამდელები - კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

ნოემბერი | საკვალიფიკაციო რაუნდი

15 ნოემბერი | საქართველო - კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო -
მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო - ესპანეთი

2024 წლის უეფა-ს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, 15 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, ჩრდილოეთი ირლანდია უმასპინძლებს. ტურნირის ფინალი ქვეყნის მთავარ სტადიონზე, ბელფასტში - "უინძორ პარკზე" გაიმართება.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა).

მცველები: დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიორგი კაკულია (საბურთალო), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (სიონი ბოლნისი), დავით ფაღავა (დინამო ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (საბურთალო).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კანტიძე (საბურთალო), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ყველაშვილი (საბურთალო), ათული მაშავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (ლოკომოტივი თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო).

თავდამსხმელები: სანდრო ავალიანი (საბურთალო), დანიელ ქვარცხავა (საბურთალო), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს!!!!!!!!!!!!
Bidzu
12:20 04-08-2023
0

სიახლეები პოპულარული