5 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა წინა საფესტივალო პრესკონფერენცია და ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის წარდგენა.

დამწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ოლიმპიური დელეგაციის წევრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: „ამ ფესტივალისთვის, ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით, აშენდა და მოეწყო არაერთი საერთაშორისო სპორტული სარბიელი, რომელიც მომავალ წლებში მოემსახურება ზამთრის სპორტის წარმომადგენლებს. ევროპული ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი მულტისპორტული კონტინენტური შეჯიბრება, შესაბამისად ფესტივალში მონაწილეობა მეტად საპასუხისმგებლოა თითოეული ჩვენი სპორტსმენისთვის. მჯერა, რომ მაქსიმალური მობილიზებით და შემართებით იასპარეზეთ, რათა საუკეთესო შედეგები აჩვენოთ და ასახელოთ ჩვენი ქვეყანა.“

საქართველოს ნაკრები გუნდი წარადგინა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

2025 წლის 9-16 თებერვალს საქართველო, კერძოდ ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი ) მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი.

საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი ) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.

სამთო თხილამურობასა და ბიათლონში შეჯიბრებები ჩატარდება ბაკურიანში, ფიგურულ ციგურაობაში - ბათუმში. ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 9 თებერვალს და დაიხურება 16 თებერვალს. გახსნის და დახურვის ცერემონიები გაიმართება ბაკურიანში.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტსმენთა სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო-მოთხილამურეები - გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (ბაკურიანი, 2025 წელი, 9-16 თებერვალი ) მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა

სპორტსმენთა სოფელი

სამთო თხილამურობა

1. იასონ ვეზდენი - სპორტსმენი

2. გიორგი ჯაფარიძე - სპორტსმენი

3. ირაკლი ხერგიანი - სპორტსმენი

4. გოგა გულედანი - სპორტსმენი

5. ანასტასია მირიანაშვილი - სპორტსმენი

6. ნელი უსტიმენკო - სპორტსმენი

7. სოსო ჯაფარიძე - მწვრთნელი

8. ალექსი ბენიაიძე - მწვრთნელი

ფიგურული ციგურაობა

9. ინგა გურგენიძე - სპორტსმენი

10. ლუდმილა გაფაროვა - მწვრთნელი

ბიათლონი

11. შიო ქუჩუკიანი - სპორტსმენი

12. ალექსანდრე ბუძიშვილი - მწვრთნელი

ადმინისტრაცია

13. ივანე მეკრავიშვილი - მისიის ხელმძღვანელი

14. მიხეილ სიხარულიძე - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (ბათუმის სპორტსმენთა სოფელში)

15. თეონა ომანაძე - პრესატაშე

16. გიორგი კერესელიძე - ადმინისტრაციული პერსონალი

სპორტსმენთა სოფლის გარეთ

17. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი ( დელეგაციის ხელმძღვანელი)

18. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე - პრეზიდენტი

19. ნინო სალუქვაძე - სეოკ-ის ვიცე - პრეზიდენტი

20. ანზორ ჩუბინიძე - სეოკ-ის ვიცე - პრეზიდენტი

21. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი

22. სალომე ჩიგოგიძე - მსაჯი (ფიგურული ციგურაობა)

23. მარიამ ალავიძე - ახალგაზრდა ამბასადორი

წყარო: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი

ბაგრატიონი
8 სპორტსმენი, 4 მწვრთნელი, 11 "უფროსი"? - ყოჩაღ!
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა