U21. საქართველოს ნაკრებმა გიბრალტართან 2:0 იკმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 2:0 დაამარცხა.

სვანაძის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ჯერ მეტოქის კარი ოთარ მამაგეიშვილმა დალაშქრა, ცოტა ხანში კი ახალწვეულმა, „პაოკის“ თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა. შემდეგ ტემპი დაეცა, საქართველოს ნაკრები ძალდაუტანებლად თამაშობდა, მეტოქეს სჯაბნიდა, მომენტებს ქმნიდა და ვერ იყენებდა. ყველაზე რეალური შანსი შეცვლაზე შესულ იობაშვილს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და საბოლოოდ ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 სექტემბერს გასვლაზე მოლდოვასთან ჩაატარებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო - გიბრალტარი 2:0
გოლები: ო.
მამაგეიშვილი (10), 2:0 გორდეზიანი (17)

საქართველო: მაქაცარია, რუხაძე, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე (მორჩილაძე 71), ოდიშარია (ოგბაიძე 72), ო. მამაგეიშვილი, გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (აბუაშვილი 86), მაისურაძე, სიგუა (ცხოვრებაშვილი 46)

მკითხველის კომენტარები / 20 /
ამ მინდორს რაუქენით ერთ თვეში ყანას რო გავს თქვე ფეხბურთის მტრებო
ბაჯო
15:57 07-09-2023
0
მოგება კარგია, მაგრამ ამ თამაშმა უფრო მეტი საფიქრალი და ნაკლოვანებები გამოაჩინა, ეკვე მერამდენედ, დაიწყებენ უსაფუძლო მიზეზების ჩამოთვლას, მისახვედრია ალბათ. 2:0 გიბრალტართან, კარგი ვთქვად რაღაც ჩანაფიქრები აქვთ სამწვრთნელო გუნდს, მაგრამ პირისპირ ამდენჯერ რომ მოხვდები, რაც თავისთავად კარგია( ეს გიბბრალტართან...) და რაგბის გარდასახვასავით დაარტყავ რაზე უნდა ქონდეს პრეტენზია?.....
გუსანი
15:18 07-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული