სვანაძის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ჯერ მეტოქის კარი ოთარ მამაგეიშვილმა დალაშქრა, ცოტა ხანში კი ახალწვეულმა, „პაოკის“ თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა. შემდეგ ტემპი დაეცა, საქართველოს ნაკრები ძალდაუტანებლად თამაშობდა, მეტოქეს სჯაბნიდა, მომენტებს ქმნიდა და ვერ იყენებდა. ყველაზე რეალური შანსი შეცვლაზე შესულ იობაშვილს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და საბოლოოდ ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდა.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 სექტემბერს გასვლაზე მოლდოვასთან ჩაატარებს.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო - გიბრალტარი 2:0
გოლები: ო. მამაგეიშვილი (10), 2:0 გორდეზიანი (17)
საქართველო: მაქაცარია, რუხაძე, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე (მორჩილაძე 71), ოდიშარია (ოგბაიძე 72), ო. მამაგეიშვილი, გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (აბუაშვილი 86), მაისურაძე, სიგუა (ცხოვრებაშვილი 46)
ბევრს შერცხვება მაშინ საკუთარი სულმოკლეობისა.
წინ,ჩვენო საქართველო,ყველგან და ყველაფერში!!!
იქნებ კონკრეტული გვარები გვითხრა?
23-ვე ფეხბურთელი გამოძახებულია და ვინ გყავს მხედველობაში?