ახალგაზრდული ბათუმში ნიდერლანდებს და შვედეთს დაუპირისპირდება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი

AutoSharing Option
. საქართველო - ნიდერლანდები | 12 ოქტომბერი | 18:00

. საქართველო - შვედეთი | 17 ოქტომბერი | 19:00

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 და 17 ოქტომბერს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ნიდერლანდების და შვედეთის 21-წლამდელთა გუნდების წინააღმდეგ გამართავს.

შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებს ჩვენი ახალგაზრდული 12 სექტემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე დაუპირისპირდება; ხოლო შვედეთს 17 ოქტომბერს, იმავე სტადიონზე, 19:00 საათზე ვუმასპინძლებთ.

ბათუმში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა
რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 6 სექტემბერს, რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარს ქუთაისში - 2:0 აჯობა, ხოლო 12 სექტემბერს, კიშინიოვში მინიმალური სხვაობით (0:1) მოლდოვა დაამარცხა.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
შანსი რომ აქვთ ევროპაზე გასვლის, მაგიტომაც არ უთმობენ ნაკრების ფეხბურთელებს. რას ვერ ხვდებით? დაგავიწყდათ რატომ ვერ მოვუგეთ მაკედონიას? ან ოლიმპიადაზე რატომ ვერ ვითამაშებთ? სულ ასე იქნება. დასკვნები ანაკლიის პორტიდანაც შეიძლება გაკეთდეს. გარეჯი საქართველოა? თუ ომი გინდათ კაცო?)))
ყველაფერი მარტივადაა, რუსეთს ასე აწყობს
16:51 06-10-2023
4
თავდამსხმელები საერთოდ მკვლელები გვყავს- ვერაფერს იტყვი,არც იობაშვილი,არც გორდეზიანი და განსაკუთრებით კვერნაძე თავიანთი კლუბების ღრმა ზაპასში არიან და იშვიათად უწეთ თამაში, გოლების გატანაზე ხომ ლაპარაკიც არ არის, მ/სეზონიში ერთი გოლიც კი არ გაუტანიათ სამივეს ერთად. ეს კვერნაძე ხომ ცალკე საოცრებაა- ბათუმის დინამოში და ფროზინონეში გოლიც კი არ გაუტანია ისე როგორც საქართველოს ახალგაზრდულში, მაგრამ მაინც ნაკრებში იძახებენ აპრიორი, არ მესმის სათამაშო პრაქტიკის არ მქონე ფეხბურთელი რატომ არის პირველი არჩევანი ნაკრებისთვის.
leqso
15:15 06-10-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული