"რომა" და "ემპოლი" ვერ შეთანხმდნენ - გოგლიჩიძის ტრანსფერი ჩაიშალა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ემპოლის" მცველმა საბა გოგლიჩიძემ "რომასთან" პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და კლუბების მორიგების შემთხვევაში ქართველი კარიერას "ჯალოროსიში" გააგრძელებდა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "რომა" ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს "გალათასარაის" მცველთან ვიქტორ ნელსონთან აწარმოებს, რადგან "ემპოლისთან" მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

საქმე იმაშია, რომ "მგლები" "ემპოლის" არა ტრანსფერს, არამედ იჯარით წაყვანას სთავაზობდნენ, რაზეც "ემპოლიმ" უარი განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაცია "რომას" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმაც დაადასტურა.

altგოგლიჩიძე დღეს "რომას" ფეხბურთელი გახდება - კლუბები ყველაფერზე შეთანხმდნენ?

მკითხველის კომენტარები / 7 /
არაუშავს. გააგრძელოს პროგრესი და კარგ გუნდში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია
რაბუ
11:58 03-02-2025
0
მჭედლიძე, შეიძლება კარგი პიროვნებაა მაგრამ, აგენტობამდე ბევრი უკლია. ამხელა ტრანსფერს, ცოდნა უნდა. ყველაზე კარგი დრო იყო ეხლა, როცა იუვე და მილანი კრიზისშია, იუვეს საერთოდ, ჰაერივით სჭირდება ეხლა ახალი მცველები. იუვეში, მხოლოდ ათი თამაშიც რო ეთამაშა, კარიერა გაკეთებული იქნებოდა. გრანდი რო ვერ გაექაჩა, რომა და ლაციო ყოველთვის წაიყვანდა. ვნახოთ, იმედია გამოვა რამე ზაფხულში.
საგა
11:33 03-02-2025
1

სიახლეები პოპულარული