საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში მოლდოვა 2:1 დაამარცხა და ელიტრაუნდის საგზურის მოპოვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მასპინძლები დებიუტში ბერელიძის მოპოვებული პენალტით შეროზიამ დააწინაურა, 35-ე წუთზე ბოცანმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. 65-ე წუთზე კი შეროზიამ დუბლი შეასრულა და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ორი ტურის შემდეგ მაისურაძის გუნდს 6 ქულა აქვს და 21 ნოემბერს ესპანეთს დაუპირისპირდება.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
საქართველო - მოლდოვა 2:1
გოლები: 1:0 შეროზია (8, პენ), 1:1 ბოცანი (35), 2:1 შეროზია (65)
გაძევება: იაჩკო (90+6)
საქართველო: კურტანიძე, სადღობელაშვილი, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ჩიქოვანი, ცეცხლაძე, ბერელიძე (მაშავა 78), ფეიქრიშვილი (გეგუჩაძე 61), ლორთქიფანიძე, სამუშია (ბასილაძე 75), შეროზია
არ ჰყოფნით 2 მოგება?
მე-2 ადგილოსანი ხომ გადადის ელიტ-რაინდში.
პს
მე ის მიკვირს ესპანეთი რანაირად აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში.