ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U19. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა კვიპროსს (2:0) და მოლდოვას (2:1) სძლია, ელიტრაუნდის საგზური ვადამდე მოიპოვა, დღეს კი უნდა გარკვეულიყო, რომელი გუნდი დაიკავებდა ჯგუფში პირველ და რომელი მეორე ადგილს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი მეტოქემ ჩვენი გუნდი დაჯაბნა და გაიმარჯვა.

ელიტრაუნდი გაზაფხულზე ჩატარდება - 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები გავლენ.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
საქართველო - ესპანეთი 0:4
გოლები: 0:1 როდრიგესი (53), 0:2 გასიროვსკი (57), 0:3 კარვალიო (75), 0:4 სენჰაჯი (86)

საქართველო: ბედიაშვილი,
ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, სადღობელაშვილი, გეგუჩაძე (ბერელიძე 73), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (ცეცხლაძე 46), ბასილაძე (მაშავა 65), გოგსაძე (სამუშია 65), ავალიანი (შეროზია 46)