19-წლამდე ნაკრები ლიეტუვას უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 8 და 10 სექტემბერს ლიეტუვის ასაკობრივ გუნდს უმასპინძლებს. 8 სექტემბრის მატჩი 17:30 საათზე, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე; ხოლო 10 სექტემბრის მატჩს, 18:00 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

19-წლამდელებმა, ბოლო შეკრება ჩრდ. მაკედონიაში ჩაატარეს, სადაც მასპინძლებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართეს. ლიეტუვასთან მატჩებისთვის გუნდის მთავარ მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა).

მცველები: დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო),
დავით ფაღავა (დინამო ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (საბურთალო), გიგი გოგია (ქუინს პარკ რეინჯერსი, ინგლისი), გიორგი ქარსელაძე (რიუ ავე, პორტუგალია), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კანტიძე (საბურთალო), ნიკოლოზ ყველაშვილი (საბურთალო), ათული მაშავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (ლოკომოტივი თბილისი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია).

თავდამსხმელები: სანდრო ავალიანი (საბურთალო), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა სამუშია (ანორთოსისი, კვიპროსი).

ვასილ მაისურაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე, 19-წლამდელები - კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან, 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

საკვალიფიკაციო რაუნდი

15 ნოემბერი | საქართველო - კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო - მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო - ესპანეთი

2024 წლის უეფა-ს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს, 15 ივლისიდან, 28 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს. ტურნირის ფინალი ქვეყნის მთავარ სტადიონზე, ბელფასტში - "უინძორ პარკზე" გაიმართება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული