19-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდს კვიპროსთან მატჩით დაიწყებს

AutoSharing Option
19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს კვიპროსთან მატჩით დაიწყებს. თბილისში გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ასევე მოლდოვის და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩებს 15, 18 და 21 ნოემბერს "მიხეილ მესხი 2"-ზე გამართავს.

მატჩისწინა ვარჯიში ვასილ მაისურაძის გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის "ბასას" მოედანზე გამართა, სადაც ტურნირისთვის 10 ნოემბრიდან ემზადება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.

საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩების განრიგი

15 ნოემბერი | საქართველო - კვიპროსი | მესხი 2 | 15:00
15 ნოემბერი | ესპანეთი V მოლდოვა | მესხი 1 |
17:00
18 ნოემბერი | საქართველო - მოლდოვა | მესხი 2 | 15:00
18 ნოემბერი | ესპანეთი V კვიპროსი | მესხი 1 | 17:00
21 ნოემბერი | საქართველო - ესპანეთი | მესხი 2 | 15:00
21 ნოემბერი | მოლდოვა V კვიპროსი | მესხი 1 | 15:00

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა), რეზი კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), თენგიზ გობეშია (დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (ფროზინონე, იტალია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (სიონი ბოლნისი), დავით ფაღავა (დინამო ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (საბურთალო).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (ლოკომოტივი თბილისი).

თავდამსხმელები: ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო ავალიანი (საბურთალო), საბა სამუშია (ანორთოსის ფამაგუსტა, კვიპროსი), ლუკა შეროზია (დინამო თბილისი).

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმ ხალხს ვგულისხმობ თავისთავად ვინც პატარა ფეხის გადაბრუნებაზე კლავიატურის ლომები ხდებიან
kesha
16:45 15-11-2023
0
მალადეც ბიჭები, როცა ვიგებთ კარგს კი არავინ დაწერს კომენტარებში:( რა იყოთ რამ დაგაბოღმად ამ ცხოვრებამ.»....
kesha
16:44 15-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული