საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, თურქეთის 17-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და მეორე ამხანაგურ მატჩში მეტოქეს 2:1 სძლია.
გიორგი ჩიტაურის გუნდი მეათე წუთიდან მატჩს მინიმალური სხვაობით აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ნიკოლოზ ჩიქოვანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიგი გლუნჩაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
მეორე გოლი მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე, თავად ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაიტანა, რომელმაც რეზი დანელიას პასის შემდეგ, საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და 17-წლამდელთა ნაკრები დააწინაურა - 2:1.

nakrebi.ge