20:54 15-11-2024
U21. საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას 1:0 მოუგო - ყველაფერი რიეკაში გადაწყდება [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და დებიუშივე შეძლეს დაწინაურება, როდესაც კვერნაძის მარჯვენა ფლანგზე გარღვევას მამაცაშვილის დარტყმა, მეკარის მოგერიება მოჰყვა და გ.მამაგეიშვილთან ბრძოლაში ბურთს საკუთარ კარში ადგილი მცველმა სოლდომ მიუჩინა. აქედან მოყოლებული სტუმრები ინიციატივას დაეუფლენ და მომენტები შექმნეს: ზვონარეკი საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და ჩვენი გუნდი ხარიხამ იხსნა, შემდეგ სოლდოს გატანა მეკარე ხარატიშვილმა არ დაანება, ფრიგანმა კი შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა მეტოქის მწვავე შეტევები მოიგერია, ხოლო 61-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას პირისპირ გასული გ. მამაგეიშვილი მეკარე ჩავლინამ საჯარიმოს გარეთ წააქცია და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. კაცნაკლული ხორვატები იძულებულები გახდნენ დაცვაში ჩამდგარიყვნენ, შეცვლაზე შესულმა მეკარე კოლიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში ჩატარდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ხორვატია 1:0
გოლი: სოლდო (4, საკ. კარში)
გაძევება: ჩავლინა (61, ხორვატია)
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი (მორჩილაძე 90+1), უგრეხელიძე, ლაცაბიძე, მაისურაძე, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი (სიგუა 67), ო. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 76), მამაცაშვილი (აბუაშვილი 67), ოდიშარია, კვერნაძე
მკითხველის კომენტარები / 30 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რაებს წერთ სვანაძის ნაირი წარმატებული ახალგაზრდა მწვრთნელი საქართველოს ჯერ არ ყოლია აეკრძალოს ქართველს მწვრთნელობაო ახალკაცი და ჟორდანია მსოფლიო დონის მწვრთნელები იყვნენ მომავალს როგორ ხედავთ თუ ახალგაზრდა მწვრთნელებმა პრაქტიკა არ მიიღეს სადაც შეცდომებიც იქნება დაინახავენ გაანალიზებენ რაც შემდგომში წარმატების საწინდარი იქნება.
17
2
მგონი საქართველოს ყველა ჭორიკანა დედაბერი ამ საიტზეა))
12
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული