U21. ხარატიშვილის გმირობა - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას ორი მატჩის ჯამში სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა.

პირველი შეხვედრა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც საყრდენ ზონაში ბურთი გაგნიძეს აართვეს და პირისპირ გასულმა ბელიომ ხარატიშვილის კარი დალაშქრა. სტუმრებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ, თუმცა პირველივე სახიფათო შეტევისას გაგნიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

63-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის დარტყმული ბურთი ო. მამაგეიშვილს ხელზე მოხვდა და ბელიომ
პენალტით ხორვატები ისევ წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ჩვენს გუნდზე ზეწოლა გააძლიერეს, შეცვლაზე შესული სტოიკოვიჩის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან უგრეხელიძემ გამოიტანა. მერე საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა, აზაროვმა საჯარიმოდან ლომინაძეს პასი გაუკეთა და მან თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში კვერნაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა. ხორვატებმა კი კომპენსირებულ დროში გაგვიტანეს და ძირითადი დრო 3:2 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 7:6.

რიეკა. „სტადიონ HNK“

ხორვატია - საქართველო 3:2 (პენ 6:7)
გოლები: 1:0 ბელიო (10), 1:1 გაგნიძე (28), 2:1 ბელიო (63, პენ), 2:2 ლომინაძე (78), 3:2 სოტიჩეკი (90+2)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე, ოდიშარია (გორდეზიანი, 71, აბუაშვილი 120)), გაგნიძე (გ. მამაგეიშვილი 71), მამაცაშვილი (სიგუა 57), ო. მამაგეიშვილი (მაისურაძე 88), კვერნაძე

altU21 | ხორვატია V საქართველო - 18 ნოემბრის განრიგი

მკითხველის კომენტარები / 18 /
გილოცავთ,კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი ყავს 21 წლამდელებს.განსაკუთრებით ყველა მომწონს,რაღაც სხვანაირი ჟილკით თამაშობენ ბიჭები. ხარატიშვილს მალადეც,მთელი სერია პირდებოდა და მაინც გამოუძრო. ხორვატია ძლიერი გუნდია,ტექნიკური გინდა თუ ფიზიკური თვასაზრისით,120 წუთი ამ ხალხს დაუდგე არ არის პატარა ამბავი. მით უფრო ჩვენი ელიგის დონეს თუ გავითვალისწინებთ. მთავარია,პროგრესი არ შეწყვიტონ და ეგ პროგრესი ეროვნულ ნაკრებში უნდა გაგრძელდეს.
იასონას უდარი
07:32 20-11-2024
0
კარგი ამბავია პირდაპირ შესარჩევიდან, რო გავედით, ევროპაზე თამაშიც ყველა გუნდის წარმომადგენელი იქნება და იქნებ ჩვენი რამოდენიმე ფეხბურთელი კარგ ევროპულ გუნდში აღმოჩნდეს, მაგალითად ლომინაძე ოდიშარია და არიან კიდევ რამოდენიმე საინტერესო ახალფაზრდები
გოგა
03:04 20-11-2024
0

სიახლეები პოპულარული