რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც მეოთხე კალათაში იყო, C ჯგუფში პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან მოხვდა.
ფინალური ტურნირი ივნისში სლოვაკეთში ოთხ ჯგუფში ჩატარდება და თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფში ხორვატია დაამარცხა და ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპირველობაზე.
სხვა ჯგუფები
A ჯგუფი: სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი
B ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, სლოვენია
D ჯგუფი: ფინეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, დანია