ხვალ იტალიაში ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. "ნაპოლი" ლიდერია და "ინტერს" ერთი ქულით აღემატება. პირველ წრეში ამ საქმეში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდი იყო. კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც "კვარას" შესახებ რამდენიმე თვის წინ გამოვაქვეყნეთ.

ბევრ ვარსკვლავს შეუძლია, მოწინააღმდეგისთვის სახიფათო მინდვრის ნებისმიერ წერტილში იყოს? - კვარაცხელიას კი შეუძლია;

თანამედროვეობის რამდენი დიდი ფეხბურთელი იქნება თანახმა, თამაშის წარმართვა მოედნის ნებისმიერი მონაკვეთიდან შეეძლოს, რა პოზიციაზეც არ უნდა დააყენონ და პროცესში ადგილი შეუცვალონ? - ხვიჩას ეს შეუძლია!..

ნამდვილად ყველა "სთარი" შეძლებს, მეტოქეები ამ სიხშირითა და ასეთ განსხვავებულ სიტუაციებში "გააყვითლოს"? - კვარას კი შეუძლია;

მაღალი კლასის ყველა შემტევი გამოირჩევა პასის ასეთი დახვეწილი კულტურით? - მას ეს შეუძლია და ამ საქმეში გამორჩეულია;

ბევრი ვარსკვლავი გინახავთ, პასს აშკარად საჭირო დროს რომ არ აძლევენ, თუმცა ამის გამო გუნდში გარემოს არ აფუჭებს და ყველასთან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს? - ქართველ გარემარბს ეს შეუძლია, დააკვირდით, როგორ გარემოს ქმნის, როცა ნაკრებშია;

აქამდე ჩამოთვლილი უფრო ბოლო მატჩის ირგვლივაა, ხოლო რაც მანამდე იყო, ყველას არც ის შეგვიძლია. ხვიჩა კვარაცხელიაზე ყოველთვის დიდი წნეხია, რომ მან უნდა თქვას, სამოქალაქო პოზიცია დააფიქსიროს და ამ ამბავში მეორე ისაა, მის ნებისმიერ ნათქვამს ყველა საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს, მაინც უკმაყოფილონი არიან, ზოგს მეტის მოსმენა სურს, ზოგს - ნაკლების. გვახსოვს, ეს ამბები "კვარას" იტალიაში გადასვლისთანავე დაიწყო. ყველას არ შეუძლია, ასეთი რეჟიმის პირობებში არ დაიძაბოს, ისევ ლაღი იყოს,

ამ ბიჭს კი შეუძლია!..

ბევრ ქვეყანაში, ჟურნალისტებს ამა თუ იმ ვარსკვლავთან ურთიერთობა უჭირთ, ნაკლებად უყვართ, თავს არასასურველად გრძნობენ. კვარაცხელიასთან აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, მისი წარმატება იმატებს, მაგრამ ის ისევ გულწრფელ და თავმდაბალ ბიჭად რჩება, მას ეს შეუძლია, მან ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის ცნობადობა სულ სხვა დონეზე აიყვანა!..

არა მარტო სპორტში, ყველა სფეროში, ბევრს არ შეუძლია საკუთარ თავზე ასე იმუშაოს, სხვისი თვალით და კრიტიკილად შეხედოს, როგორაც ეს ხვიჩას შეუძლია. მისი განვლილი გზაზე და თუნდაც მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შესრულებასთან დაკავშირებული ამბავი კარგი მაგალითია;

თქვენ შეგიძლიათ, ირგვლივ ამდენი გაქებდეთ, ბევრიც გაკრიტიკებდეთ, მაგრამ თქვენი საქმე ისე გააგრძელოთ, თითქოს გარემოებები არც არსებობდნენო - "კვარას" ეს შეუძლია!..

განა ყველას შეუძლია, "ნაპოლის" კალიბრის გუნდში ამდენი ხანი დაჰყოს, ისევ საუკეთესო იყოს და მასზე ამხელა სატრანსფერო თუ მედია ინტერესი არსებობდეს? "კვარადონას" ეს შეუძლია;

დაბოლოს, რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, ხვიჩა კვარაცხელიაზე ქება უარყოფითად არ იმოქმედებს, წერილებში მისი თამაშის ობიექტურად გაანალიზებას რომ არ ვცდილობდეთ და "კვარას" მხრიდან სრულყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებში დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, სხვანაირად მოვიქცეოდით - ხვიჩას ეს შეუძლია!..

არაფერი გეშველება
შენ მამლუქი სკოლაში კარგად ვერ გაგიქზრებია ბიძიკო
zura222
nika იმედი მაქვს რომ სხვებივით დაზომბირებული მედასავლეთე არ ხარ და ამიტომ გეტყვი--თქვენ მედასავლეთებს მარტო რუსეთი გგონიათ ბოროტების ბუდედ (რაც მართალია) მაგრამ რატომღაც"ვერ იგებთ" რომ სხვა იმპერიებიც ბოროტების ბუდეები არიან იქნება გვიბრძანოთ რა ესაქმებოდა ამერიკას კორეაში ლაოსში ვიეტნამში ერაყში ლიბანში ან ირანში რა უნდა ეხლა ? მე არ ჩამოვთვალე ამერიკის კონტინენტის ქვეყნები სადაც 1-2 ქვეყანა თუ იქნება სადაც ამერიკამ ცხვირი არ ჩაყო ან რა უნდოდა ბრიტანეთს ინდოეთში ავსტრალიაში ახალ ზელანდიაში აფრიკაში იგივე ამერიკაში ? ფოლკლენდის კუნძულებზე გაგიგია რამე ? რომელიც არგენტინის ტერიტორია იყო ან საფრანგეთს რა უნდოდა ან ესპანეთს და ასე შემდეგ ? ან რატომ არ ეკითხებით თქვენ თავს რატომ "გვეხმარება" ის დასავლეთი ასე გამწარებული? რაა თოვლის ბაბუები არიან თუ ჩვენი ლამაზი თვალებისთვის "გვეხმარებიან" ? რით ვერ შეიგნეთ რომ ასეთ "დახმარებებს" მერე ცხვირში ძმრად ამოგვადენენ როგორც ამოადინეს ჩილის გრენადას კილუმბიას სალვადორს და სხვებს რატომ არ ეკითხებით თქვენ თავს რატომ აწყობენ "ფერად რევოლუციებს" ? "პრაძვინუწი" ბრიყვი მედასავლეთეები იტყვიან რომ ამას "დემოკრატიისთვის აკეთებენ" შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ სინამდვილეში ცდილობენ რომ ჩვენნაირი ქვეყნები გააღარიბონ გაამათხოვრონ რომ მერე ხმელი პურის გადმოგდებით ის გაგვაკეთებინონ რაც უნდათ ანუ ისევ გამოგვიყენონ რუსეთის მახათად @ ეს ერთი მიზეზია და მეორეც რათქმა უნდა საქართველოს ტერიტორიის თავის ნამდვილ კოლონიად ქცევა უნდათ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დერეფანს რომ თავი დავანებოთ მარტო ჩვენი წყლის რესურსები ეღირება მალე ტრილიონები ! კიდევ ბევრი მიზეზია მაგრამ ეხლა რუსეთზე ვიტყვი--წარმოიდგინეთ რომ რუსეთის მეთაურები ხართ რას იზამდით როცა მთელ პერიმეტრზე საზღვრებთან ახლოს ვიღაცა ცდილობს თავიანთი რაკეტები განალაგოს ? და თანაც ფეთქებადი რეგიონის მეზობლად ! "ცხელი ძაღლი" გაქვს ნანახი ? იქ ზახარიჩი რომ ეუბნება იმ რუს კაგებეშნიკ ქალს--რა გაგვიხურეთ საქმე ჩვენი ნებაა ნატოში შევალთ თუ არაო და იმან უპასუხა რუსების მთავარი თავის ტკივილი--ჩვენთვის სულ ერთი არაა ნატოს რაკეტა მოსკოვამდე 10 წუთში მივა თუ 5 წუთშიო ! აი ესაა მთავარი მიზეზი რატომ გვერჩის რუსეთი ! 1980-ან წლებში რომ დარბოდნენ პლაკატებით ნატოს ჯარები უნდა შემოვიდნენ საქართველოშიო და ლიდერებიც კვერს უკრავდნენ რუსეთმა იფიქრა რატომ უნდა დავხარჯოთ მილიარდები ახალი კავკასიური ატომური ფარისთვისო თურქეთის ფარზე რომ დავხარჯეთ მილიარდები არ ჯობია საქართველოში ბუნტები მოვაწყოთო ? ეს ჩემი სიტყვები არაა იაკობ კედმი გაგიგია ? ისრაელის სპეცსამსახურების ყოფილი უფროსი დაჩვენი დიდი მეგობარია ! იმის სიტყვებია ეს და ჭკვიანი ხალხის თუ არ გჯერათ მცოდნე და გამოცდილ ხალხს მაინც დაუჯერეთ კედმიმ იმდენი რამე იცის მთელი საქართველოს პოლიტიკოსებმა არ იციან იმის ნახევარიც კი ! ხოდა მოაწყვეს კიდევაც ჩვენთან ბუნტები @ და რატომ მოაწყო დასავლეთმა 2003 წელს "ვარდების რევოლუცია" და რატომ დააწყებინა სააკაშვილს 2008 წლის ომი ?(სააკაშვილი კია დებილი მაგრამ ისეთიც არაა თავისით რომ დაეწყო ის ომი) ეს ცალკე თემაა ისედაც ამდენი დავწერე ! და მე გეტყვი რა მოხდება მომავალში--თუ ასე გაგრძელდება დასავლეთი მაინც შეცვლის აქ მთავრობას და მოიყვანს ისევ თავის ყურმოჭრილ მონებს და ვეყოლებით მუდმივ მახათად რუსეთის წინააღმდეგ @ ეს უკეთეს შემთხვევაში და უარესში კი რუსეთს მობეზრდება იმ მახათის ჩხვლეტები და ერთხელ და სამუდამოდ მოინდომებს იმ მახათის განადგურებას და დააჭერს თითს იმ ღილაკებს @ და ამის გაკეთებას კიდევ გავიმეორებ არც ჭკუა დაუშლის და არც სინდისი @ ასე რომ ცოტა ჭკუას მოუხმეთ ამ "მედასვლეთეებმა" და ცოტა საკუთარ სამშობლოზეც იფიქრეთ!
nika
და რატომ ითხოვდა ეგ დამპალი ქვეყანა ყირიმის ბაზის არენდებს, ვინმე ემუქრება მაგ ტალახით გამოტენილ ჩამორჩენილებს? ვინმე შეჭრილა რუსეთში მსოფლიო ომიდან მოყოლებული? ვინმე დამუქრებია? და თან აქეთ უნდა ვიყოთ მადლობლები, რომ უკრაინაში მხოლოდ ბავშვებს ხოცავს და მთლიან ქვეყანას ატომურს არ აყრის? პასუხი მარტივია — არენდა კი არა, სისხლი უნდოდათ, სისხლი, მაგ ბანძი აზროვნების ერს, ნაცვლად განვითარებისა, ახალგაზრდობის წინსვლის, ცხოვრების მდგომარეობის გაუმჯობესების — და როგორც კი ხედავენ, რომ უკრაინა იქნება თუ საქართველო, ჭაობიდან ასვლას ცდილობს, მაშინვე უკან მიგვათრევენ, რომ მათზე ზემოთ არასდროს აღმოვჩნდეთ — მაგას არენდის მიცემა არ შველის, მხოლოდ ჭაობში ჩაფლობით იქნებიან კმაყოფილი, ეგ კი ყველა ერს და ხალხს არ უნდა. ომი უნდა დაიწყოთო, მაგას დასავლეთი კი არა, ბიძინა გეუბნებოდათ თავისი ჩამპალი მთავრობის გადასარჩენად და „დიადი მისიის“ მისანიჭებლად, თორემ სინამდვილეში ბიძო დეგნანს კი არა, თქვენ გისრულებით, აქ რომ კლავიატურა გაქვთ გადატყავებული და თვითონ თავის ოჯახიანად იმ დასავლეთში შექმნილი, განვითარებული და მოპოვებული მიღწევებით რომ ნებივრობს. ომის სურვილი აწყობილ ქვეყნებს არ აქვთ, მხოლოდ იმ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, მისი ჯარისკაცები უნიტაზებ ჩახუტებულები რომ დარბიან და ნაფლეთებად როცა იქცევიან, მათ მშობლებს საკომპენსაციოდ ხორცის საკეპით რომ აჯილდოებენ. ის, რომ დასავლეთი, რომელიც მილიარდებს ახარჯავს ქვეყანას და ითხოვს, იქნებ სასამართლო მაინც განავითაროთო, თქვენთვისო, ჩუმად გეგმავს, რომ ყველაფერი წყალში ჩაყაროს და 30 ათი ათასი ქართველის ომში ჩართვით რუსეთს ფრონტი გაუხსნას, რომ ორი ფრონტით დააქციოს — არის ყველაზე დაბალი დონის მაჩმახული ზღაპარი, რომელიც რუსეთში გამდიდრებულის ტვინში თუ მოვიდოდა მხოლოდ, მაგრამ როგორც ჩანს, ბრძენ ერს ჰყოფნის „შესასრულებლად“.
პატრიოტი
რა კომენტატორი და ყოვლისმცოდნე იკარგება ფეხბურთის საიტზე ზურა-222-ის სახით, შენ იმედში მისაწვევი კაცი ხარ, რომ ამ ჯიუტ ახალგახრდებს ჭკუა ასწავლო, მაგრამ კარგად მოგიფიქრებია, სპორტული ტრიბუნიდან არიგებ ჭკუას, იმედს ხომ ისინი არ უყურებენ, რა საინტერესოა შენი ბიოგრაფია, ყოფილი კომკავშირის ან ცეკას ინსტრუქტორი ხომ არ ხარ, იქნებ გაგვეცნო, რომ უფრო დაგიჯეროთ, წარმატებები ... კი არა, ხვიჩას და მომავალ თაობას წარმატებები
tngh
მე ხვიჩას ყველაზე მეტად სლავას შევადარებდი!!!
tngh
ხვალ ხვიჩა იტალიის ჩემპიონიც გახდება... დაუსწრებლად!!!
zura222
სოსო-ს სწორად და გამართულად კი ჩამოუყალიბე მაგრამ მაინც მგონია რომ ტყუილად გაისარჯე!შენ კი არა ილია ჭავჭავაძე რომ წამოდგეს ისიც ვერაფერს ვერ შეაგნებინებს!დაზომბირებულები არიან და ეხლაც კი ჯიუტად იმეორებენ უკრაინა იგებს ამ ომსო !!! რუსების ერთი მოთხოვნა გამოგრჩა --ჯერ კიდევ ყირიმი უკრაინელების იყო როცა სევასტოპოლის ბაზის არენდის დრო იწურებოდა და რუსებს ერთი მოთხოვნა ქონდათ--იმ ბაზის არენდის 2050 წლამდე გაგრძელება. ამაზე უკრაინელმა"პატრიოტებმა" უარი უთხრეს და რაც მოხდა ყველამ იცის ! დანარჩენიც ხელის გულზე დევს--ოთხი ოლქი უკვე დაკარგეს და კიდევ მიდის ლაპარაკი 3 ოლქზე და ოდესის ოლქის განსაკუთრებულ სტატუსზე!იქეთ პოლონეთმა რუმინეთმა უნგრეთმა წამოყვეს თავი და უკვე აშკარად ითხოვენ იმ მიწებს სტალინმა და ლენინმა რომ წაართვეს და უკრაინას გადასცეს საქმე ისემიდის რომ 5-10 წელში უკრაინას დარჩება კიევის ოლქი და შეიძლება კიდევ ჟიტომირის ვინიცის და ჩერნიგოვის ოლქები(გააჩნია როგორ ხასიათზე იქნებიან რუსები და ამერიკელები უკრაინის საზღვრების დადგენის დროს) თუმცა იქეთ ლუკაშენკო იძახის ჩერნიგოვის ოლქი ბელორუსიის იყო და ეს ისტორიული სამართალი უნდა აღდგესო და ვეჭვობ პუტინი უფეშქაშებს ჩერნიგოვს ლუკაშენკოს ერთგულებისთვის! ხომ ყველამ იცის რა იყო უკრაინა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ლენინმა და სტალინმა შეაკოწიწეს "ახალი უკრაინა"!და ეს ჩვენი ლიბერალები კი პირღია შეჰყურებენ დასავლეთს @ იმ დასავლეთს რომელიც გვეუბნებოდა-- ომი უნდა დაიწყოთო მერე რა 1 კვირა გაუძლებთ და მერე პარტიზანულ ბრძოლებზე გადახვალთო და იარაღით ჩვენ მოგამარაგებთ მარტოს არ დაგტოვებთო(!!!) იქნება ესეც ტყუილია ? თუ ტყუილია რატომ არ გამოდიან დეგნანი და ხვები და რატომ არ ამბობენ არ გვითქვამს ეგეთი რამეო და რატომ არ უჩივიან ივანიშვილს "ცილისწამებისთვის" იციან რომ ბიძო არაა არიფი და დამამტკიცებელი საბუთებიც ექნება და იმ ლაპარაკის ჩანაწერიც და რომ არ ჰქონოდა გაბედავდა იმის თქმას ?? აი ასე გვიპირებდა ნაც-ლიბერალების დასავლეთი დაქცევას და დანგრვას @ და რომ დაეჯერებინა ბიძოს და გაგვეხსნა მართლა მეორე ფრონტი რა მოგვივიდდოდა ? რა დარუსეთი არ დაგვიწყებდა ლოლიავს და გამოუშვებდა 10-15 ტოპოლს ისკანდერს ან ის ახალი ჯანდაბა რომ აქვთ არეშნიკია თუ რაღაცა ან ტაქტიკურ ატომურ ბომბებს დაგვაყრიდა @ რაა ჭკუა დაუშლიდათ თუ ნამუსი ? უკრაინაში იმიტომ არ იყენებს მომაკვდინებელ იარაღს რომ მაინც ერთი ხალხია ფაქტუირად და მათი რუსებიც ბლომად ცხოვრობენ უკრაინაში და თავისი სისხლის და ხორცის განადგურება არ უნდათ და ჩვენთან კი ნაღდად გააკეთებენ ! და მერე მშვიდად მოისმენენ დასავლეთის შეშფოთება-აღშფოთებას @ და ნაც ლიბერალები რომლებიც ნაღდად გადარჩებიან ომის შემთხვევაში იმიტომ რომ დაწყებამდე გაიპარებიან დასავლეთში რომ აქვთ გამზადებული ვილები და ფული ობშორებში @ პლიუს მადლიერი პატრონებისგანაც მიიღებენ ცხოვრების კარგ პირობებს კიდევ იტრაბახებენ--აი კიდევ ერთხელ ხომ ვაჩვენეთ რუსების სახე მსოფლიოსო !@@@
საბა
სხვა ქართველ სპორტსმენს აუცილებლად აუვარდებოდა თავში ეს წარმატება და მარიაჟიობას დაიწყებდა,ხვიჩას ჯერ-ჯერობით არ ავარდნია!!
leri
მართლა რერო ყოფილხარ და მეტი ვერა.....

ევროპელი კი არა , წალენჯიხელია , ქართველი. ჩვენ ვართ ერთადერთი და განუმეორებელი ერი, ნათედავი არ გვყავს !
zura222
ძველი სტატია ყოფილა და რა ამბავში ყოფილან ნაც ვირთხები D ყველა ვირთხას უხმეს დილაიქები ბლომად დასვით და სხვადასხვა სახელითაც დაწერეთ კომენტარები რომ ბევრი გამოვჩდეთო DDD
პატრიოტი
ვეთანხმები ავტორს და G.LA -ს, სამწუხარო ისაა,რომ რამდენი რუსეთუმეა თურმე ჩვენს ირგვლივ, ნუ წერთ ანტიევროპულ კომენტარებს, გაიგეთ, თქვენი და ჩვენი საყვარელი ხვიჩა ევროპელი, კაცთმოყვარე ქრრთველია, თუ საჭიროა ლგპტ-ს სამკლავურსაც გაიკეთებს და არ არის თქვენსავით კაცთმოძულე და რუსული აზროვნების, ის ნამდვილი ქართველია და ლამაზი ქართული ოჯახი ჰყავს, რაც შეეხება შედარებებს, მე მას მხოლოდ მესხს შევადარებდი, მაგრამ ხვიჩა უფრო მრავალმხრივია, დაცვასაც ეხმარება, ყველა პოზიცაზე შეუძლია თამაში, მაგრამ მიშა უფრო მაგარი დრიბლიორი იყო, დაელოდებოდა 4-5 კაცს მის წინ თავმოყრილს და ხუთივეს მოატყუებდა, ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ასე, რომ ბევრის მომსწრე ვარ, მაგრამ თქვენსავით გათხოვების არ მეშინია, თქვენ ხომ გეშინიათ?
შავი კაცი
ერთი ფარსმანიდები იყვნენ ქართველები,მერე გორგასალი და მერე ბაგრატიონები როგორც მე ვარ მარსიანელი.. მეგობრებო საქართველოს ისტორიას დღეს იწერება საბედნიეროდ გვყავს კარგი ახალგაზდები ხვიჩას თამადობით და მჯერა გავიბრწყინებთ,, არასდროს არ გაგჩენიათ კითხვა რატომ არ ვიღებთ ჩვენს გამოჩენილ მეფეებზე სერიოზულ დოკ ფილმებს? იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ ვიცით ეგრე საქ ისტორია ანუ ჩვენი სიმართლე გვაქ განსხვავებული თუნდა სომხეთში ჩახვიდე იქ ჩვენს ისტორიას განსხვავებულს წაიკითხავთ... ჩვენი რეალური ისტორია ერეკლედან იწყება დანარჩენი ძაან გაზვიადებულია თუ დავითს და თამარს გამოვრიცხავთ... ქუჩაში გავიხედოთ და იქედან დავიწყოთ ქვეჰნის სიყვარული განსაკუთრებით შუა ასაკის ხალხმა და უფრო ზემო ასაკის რომ ბანანის ტყავები და პიჩოკები ძირს არ უნდა დავაგდოთ.. აი ახალგაზდებს მიბაძეთ უკეთესი იქნება სუფრაზე რო გიყვართ საქართველო და მისი ბუნება.. თურმე რუსეთში მიყავთ საქართველო ან კიდე ევროპაში კაი კაი ის აქ იქნება სილ ასე ამ დღეში ესეთი შეგნებით ერმა მიეჩვია მონობას დნმში გვაქ უკვე ხან რომის კოლონია ვიყავით ხან ბიზანტიის ხან სპარსების ხან მონღოლების და ხან თურქეთის 33 წელია დემოკრატია დავინახეთ ამერიკული ვერსიის და ერთმანეთს ვჭამთ თუნდაც აქ კომენტარებში...დემოკრატია ამერიკული სსნქციებს დაგიწესებს და.მის დაკრულზე უნდა იცეკვო ესააა ევროკავშირი ,შენს სახლში მეზობლიდან რომ გაქ წყალი შემოყვანილი გააბრაზებ გადაგიკეტავვს და ცოლი მახმარიე არ ჩაგირთავო აი ესაა ევროპა დააკვირდით... რუსეთის დდდშშვც ბაზარი არაა ორგანულათ ვერ ვიტან ... მსოფლიოში სამართალს ეძებთ??? დღეს ვინც უკეთ ვაჭრობს ის იგებს და ღებულობს სარგებელს..მაგიდაზე გვიდევს ეცროპულ ამერიკული დემოკრატია რომელიც გვიყენებს,რუსული ანექსია და ძალის დემონსტრირება და აქეთ აზიის რესურსი ჩინეთ ირანის სავაჭრო გზაგამტარი თურქეთუს რუსეთის და რავიცი..ასე რომ ერთადერთი რაც ხელისუფლებაში გვაღიზიანებს სხვაზე დამოკიდებული ალიგარქიული პოლიტიკაა თორე კარგად შეგვიძლია ვივაჭროთ რუსეთი არ გავაღიზიანოთ ევროპა ამერიკის სანქციები დავიკიდოთ ვერაფერს საგვაკლებენ ჩინეთთან სტრატეგიულად ვითანამშრომლოდ და კავკასიაში მოწინავე ლოდერად გავიჩითოთ,გავხსნათ მეტი საინჟინრო და კვანტუ ფიზიკა მათემატიკაზე ორიენტირებული უმაღლესები და 50 წელიწადში შენი ატომირი ცლაპუშკა გაქ ირანის დახმარებით..აი მერე ვისაუბროთ მაგარ ქართველობაზე ძმებო და დებო ეგრე თუ გამოვალთ მსოფლიო არენაზე როცა საბარგულში ყოველი შემთხვრვისთვის ბირთვული იარაღი გიგდია..ვისი იმედი გაქვთ ამერიკის და ევროპის,თუ დედა რუსეთის ვოი თქვენს პატრონს უბედურს...არც კი გვიმჩნევენ ვერ ხედავთ ეს სიამაყის გრძნობა დაგვღუპავს წომრლიც გაბუქებულმა წარსულმა ჩაგვიდო დედას გვიტირებს..გონს მოვეგოდ და ხმას დაუწიოთ კარგი დრო გვაქ ვისარგებლოდ და ეს მსოფლიო არეულობა ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ როგორც ფინანსურად ასევე დროც რომ დავეწიოთ პროგრესს და ჩვენ ჩვენი შევქმნათ..
ნინო
პირველ-მადლობა ასეთი კარგი სტატიისთვის. მეორე-ფაქტია, ხვიჩამ მთელი საქართველო დააავადა ფეხბურთით(დიდი,პატარა,ქალი,კაცი), მესამე-არ დარჩენილა ცნობილი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი, რომ არ გამოეთქვას აზრი მის შესახებ, რასაც მიაღწია დღმდე კი ვიცით ყველამ, ხოდა ჩემო ძვირფასებო, ვიამაყოთ ამ ოქროს ბიჭით, ვუსურვოთ გამარჯვება იმ ბრძოლებში,რომელიც ორიოდე დღეში ელოდება, დავტკბეთ მისი თამაშის ყურებით, ნუ დავჭამთ ერთმანეთს.
T.q-- G.LA_ს
მეგობარო ზისტადაც რომ უფალი დაეხმარა ებრაელ ხალხს მოსეს ხელით და ეგვიპტის მონობისგან გაათავისუფლა. რამდენიც არ იცი იმდენს ნუ ისაუბრებ და სხვას შეცდომაში ნუ შეიყვან
გოგა
გადავხედე კომენტარებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენი იდიოტი ყავს ჩვენ ქვეყანას, ეს დედატირებული ყველა ექსპერტი და პოლიტიკოსები როგორ ხართ, საიდან ამდენი ცოდნა და ამბიცია? თქვენ არც ქართველები ხართ და არც ადამიანები. ხვიჩას წარმატებები, ჩვენ საქართველოს დიდება
სოსო ს
აბსოლიტური სიმართლეა. ნაცი მონათლული შეიძლება იყოს, მორწმუნე ააარ არსებობს, არამარტო მართლმადიდებელი, სხვა რელიგიისაც ვერ იქნება. იმიტომ რომ არის " აღქმოიდი ".
G.LA -ს
თქვენი თავი მეფე გგონიათ ? ამხელა ამბიცია როგორ უნდა ჰქონდეს ადამიანს , რომ შეუძლია განსაზღვროს ქვეყნის ბედი , სამშობლოს სუვერენიტეტი წაართვას და შეათრიოს ლპობად გაერთიანებებში. გინდათ შესვლა ევროკავშირში , აიღეთ ბილეთი და გაფრინდით. მაინც დაფრინავთ .
ქართველი G.LA-ს
პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ამ ბოლო წლებში საზოგადოების ნაწილს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს. პრინციპში შენი კომენტარიდან გამომდინარე კითხვა ისედაც არ უნდა იყოს შენი ძლიერი მხარე. მე არსად მითქვამს ქართველების განსაკუთრებოლობაზე მხოლოდ ჩვენი ერის უნიკალურობას გავუსვი ხაზი და იქვე აღვნიშნე რომ მიუხედავად უნიკალურობისა ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანასწორი უნდა ვიყოთ არც მეტი და არც ნაკლები. რაც შეეხება თამადობას და სადღეგრძელოებს არც ამ სფეროში უნდა იყო მაინცდამაინც გამოცდილი თორემ სადღეგრძელოს და უბრალო კომენტარს კი უნდა არჩევდეს შენი ასაკის ადამიანი. თუ რაიმე ვერ გაიგე მოიწერე არ დაგეზაროს დანარჩენი კიდევ კი მოგწერა თედომ პასუხად.
ზაზა
ქართველობაზე და არამარტო პრობლემა იმათ აქვთ ვისაც თავისი წინაპრების და წარსული ისტორიის რეპუტაციის რცხვენია! ღმერთის დახმარების და რწმენის გარეშე აქამდე ნამდვილად ვერ მოვაღწევდით !! ასე რომ,თუ ვინმეს ქართველობა გეთაკილებათ ეგ თქვენი პრობლემაა !!!
თედო
GLA არა . ბლა-ბლა დაგამშვენებდა მაგ კომენტარში .
silovan DZGERIA
ნიკა, გეოპოლიტიკაში რომ ერკვეოდე , თუნდაც გეოგრაფიაში , მაგ ბანალურ სიბრიყვეს არ დააბრეხვებდი აქ . აღარაფერს ვამბობ მონსტრი ქვეყნების ( მაგ. რუსეთი , ამერიკა )პოლიტიკურ მადასა და ამბიციებზე . შეიძლება ადამიანი ვერ ერკვეოდეს პოლიტიკაში , გეოპოლიტიკაში , ისტორიულ ნიუანსებში და ა.შ. მაგრამ ეს არაა პრობლემა . პრობლემაა , როცა საკუთარი ქვეყნის ბოლო 30 წლის განმავლობაში განვლილ პერიოდს ვერ აანალიზებ , ვერ აღიქვამ და დასკვნებს აკეთებ . პოლიტიკაში არ არსებობს მეგობრები , არც მუდმივი , არც დროებითი . მხოლოდ ინტერესები არსებობს და დღეს რომ მტერია , ხვალ შესაძლებელია ყველაზე საიმედო პარტნიორედ მოგევლინოს . მსოფლიო ისტორიის მაგალითები შორს წამიყვანს და აქვე , ჩვენს სამეზობლოს გაგახსენებ : თურქეთი , ირანი და თუნდაც საბერძნეთი . დღეს ისინი , ჩვენი ყველაზე ახლო სავაჭრო პარტნიორები არიან , მაგრამ ჰგონია ვინმეს , რომ შანსი თუ მიეცემათ ძველებურად არ წამოყოფენ თავს ? ასე რომ , დიპლომატი და პოლიტიკოსი მაშინ ხარ , როცა გაითვასლისწინებ არსებულ სტატუსქვოს და იმოქმედებ შესაბამისად . არა გვაქვს იმის ფუფუნება , რომ თუნდაც ამერიკა , რუსეთი , თურქეთი და ზოგადად , ნებისმიერი მუდმივ პარტნიორად , მით უმეტეს მეგობრად ჩავთვალოთ და კონსტიტუციაში სისულელეები ჩავწეროთ . ახლა , რასაც აქ ვწერ , ფორმატიდან გამომდინარე ზღვა არგუმენტებს არ ვთვლი ( თუნდაც , ეკონომიკურს ) , მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არ გამიჭირდება . ამიტომ , კი ნუ ვცერცეტობთ და ლოზუნგებს გავჰკივით , ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ქვეყნის ბედ-იღბალს !
G.LA
ქართველს და დანარჩენ სუფრის თამადებს. რატო ფანტაზიორობთ ასე დაუღალავად ამდენი ხანი და რატომ აპელირებთ ქრისტიანობით? ყველა ერი თავის ქვეყანას თვლის განსხვავებულს და ზოგი ქრისტიანი, ზოგიც სხვა სარწმუნოების. ქრისტიანობა და არც სხვა სარწმუნოება, ასევე ზოგადად ღმერთი ჯერ არასოდეს არცერთ ერს თავისუფლებისათვის არ დახმარებია. ვერც იესი ქრისტე და ვერც მოჰამედი მფარველობას პირდაპირი გაგებით ვერავის გაუწევენ და ამ აბსტრაქციულ სადღეგრძელოებს მოეშვით. ამ ეტაპზე სანამ დემოკრატიული არაა რუსეთი და არც მგონია მომავალი 50 წ ეს მოხდეს, სულ ჩვენი და სხვა თავის მეზობელი ქვეყნების გაქრობა მიტაცებას შეეცდება. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ეცროკავშირში და ნატოშია. მინდა მოგაგონოთ საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი სადაც ჩვენი ქრისტიანული სიწმინდეებია და ეს ქვეყნები ევროკავშირში არიან. ნუ გადავამეტებ ნურავის ჩვენი სადღეგრძელოებით რომ ჩვენ ღმერთს ყველაზე ძალიან ძალიან უყვარვართ ქართველები და ამიტომ ყველასგან ცალკე უნდა ვიცხოვროთ და თურმე ღმერთი ყველასგან დაგვიცავს. ეს ჯერ არასდროს არ მომხადა ჩვენს ისტორიაში და ყოველთვის სისხლის ფასად გვიწევდა ბრძოლა. ასე რომ ძალიან გთხოვთ ნუ გაქვთ განდიდების მანია რომ ქართველები განუმეორებული ვართ. რაც ვართ ახლა ჩანს როგორ სასტიკად უსწორდებიან ვითომ სამართალდამცავები (ქრისტიანები)დაკავების შემდეგა ავტობუსებში ხალხს.
სოსო
დევკალიონს.საუკუნეზე მეტია,რაც ვაჟა ფშაველამ დაგვიტოვა ასეთი სტრიქონები:"სუყველა მართალს ამბობენ,განა ვინაცა ჰფიციან?!"ნაცების მეთაური,ეკლესიებს რომ ანგრევდა,პატრიარქს რომ უვარდებოდა და მისი ხალხი,შეურაცხყოფას აყენებდა,ეს მისი პარტიის მომხრეებისათვის უცნობია?ანაკლიაში ბავშვებს რომ მოუწოდებდა,აგერ ბუჩქები და მიდით,დრო გაატარეთო,უცნობია?დღესაც ათასნაირ სიბილწეს რომ აბრალებენ,უცნობია?ან ამდენ აგრესიას რომ ანთხევენ და უკვე მერამდენედ,გააფთრებული სიძულვილით ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალებას,უცნობია?რასაც მათი მმართველობის წლებში სჩადიოდნენ,უცნობია?თვითონ ხვიჩას რა ბულინგი დაატეხეს თავს,იმის გამო,რომ ჯერ რუსეთში თამაშობდა და მერე პირჯვარს იწერდა,ბოლოს კი,პატრიარქთან სტუმრობის გამო დაატეხეს ღვარძლის ახალი ტალღა და არც ტაძარში ჯვრისწერის გამო დააკლეს,ლანძღვა გინება,ეს ყველაფერი უცნობია?თუ ეს ყველაფერი იციან და მაინც მათ მხარეზე არიან,რა ქრისტიანობაზე მელაპარაკებით?აგერ,ახლაც ცდილობენ,ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა გაიყვანონ ქუჩაში და მათი ხელით გამაგრძონ ძალადობა.მაგას ქრისტიანი და წესიერი კაცი იკადრებს?ან ის,ვინც ცისარტყელა დროშების ფრიალით იხვეჭს დასავლეთის დაფინანსებას,ან მათ გვერდით დგას,როგორ შეიძლება ქრისტიანი იყოს?პირველივე დღიდან სიცრუესა და ძალადობაზე იყო დამყარებული ნაცმოძრაობა და დღესაც ასეა.ვინც მათ მხარს უჭერს,ისინი კი,ან უცოდინარები არიან,ან უჭკუოები და სხვის ენას აყოლილები,ან კიდევ დაინტერესებულები და სულგაყიდულები.შესაძლებელია არ მოგწონდეს ოცნება,მეც მათ რიცხვში ვარ,მაგრამ უცხოურ ფულს გამოკიდებული, სამშობლოს განადგურებას ცდილობდე,უკვე დანაშაულია.ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები არიან და მათაც თავისი შეხედულება ექნებათ,ეგ ბუნებრივია და ამისი უფლებაც აქვთ,მაგრამ აზრი ერთია და ქვეყნის დანგრევა მეორე.მაგათზეც ბულინგი მიდის,გამოდით ამ მთავრობის წინააღმდეგო ! ისე საშინელ ფორმებს იღებს,რომ იძულებულნი ხდებიან,რაღაცა დაწერონ.აზრთა სხვადასხვაობა ადამიანების დაპირისპირებამდე არ უნდა მივიყვანოთ,თორემ მაშინ მართლა ჩამოგვექცევა ეს ქვეყანა და სწორედ მაგას ცდილობენ,ამ გამოსვლების ორგანიზატორები.როცა ხედავ,რომ რაღაცა არ გესმის,განზე უნდა გადგე და შორიდან დააკვირდე,გაიგო რა რისთვის ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტო,რა გააკეთო.ბავშვებს სწორედ იმიტომ ეძახიან,რომ მათ გაცილებით იოლად მოატყუებ და აიყოლიებ.ახლა უკვე იმასაც ლაპარაკობენ,თუ ვიღაცა არ მოკვდა,რევოლუციას(გადატრიალებას) ვერ მოვახდენთ,რადგან ხალხი არ მოგვდევსო.ასეთი რამე ადრეც გაუკეთებიათ და კვლავაც გააკეთებენ.სწორედ ამიტომ ვამბობ,რომ ნამდვილი მორწმუნე,ნაცი ვერ იქნება.

თუ გესმის მაინც რა დაწერე. ვინ შეიძულა, რა გელანდება, და , რა შუაშია აქ და ვინაა რუსეთის მოყვარული, რა რუსეთს მიაკვეხებთ ხოლმე ყველა თემას
გიას
ვის ძულს საკუთარი ქვეყანა შე ჭკუასუსტო ,ჩვენ მშვიდობა,რომ გვინდა ,თუ შენ და შენნაირებს გასაპიდარასტებლად და რუსული ბომბებისთვის ,რომ გემეტებათ? ჩვენ გვძულს საკუთარი ქვეყანა მისი ტრადიციების და ისტორიის დაცვა და პატივისცემა,რომ გვინდა თუ თქვენ, იმ დასავლეთს,რომ ეტენებით უკანალში,რომელმაც პასპორტიდან მამის სახელი და ეროვნება, ამოგვიშალა?
ნიკა
შენ ეტყობა ძაან ერკვევი გეოპოლიტიკაში, მაგრამ მაინც გაგიბედავ, საქართველო იმყოფება ისტორიული ბოროტების მონსტრის - რუსეთის იმპერიის საზღვარზე, ქართველების მისწრაფება ოდითგანვე არის თავისუფლება, განვითარება, პროგრესი, ხელოვნება, კულტურა, ჰუმანიზმი, ქრისტიანობა ეს ყველაფერი წარმოადგენს ევროპული კულტურის განუყოფელ ნაწილს, რის განვითარებას თავისი ჯოჯოხეთის საზღვრებთან არ დაუშვებს რუსეთი და ყოველთვის ეცდება საქართველო მიიერთოს თავის ჭაობში, ჩვენ 3.5 მილიონიან ქვეყანას არ გვაქ რესურსები პირდაპირი წინააღმდეგობა გავუწიოთ, ამიტომაა აუცილებელი გამოვძებნოთ მოკავშირეები, ისინი ვინც უპირისპირდებიან ჩვენს მტერს, შესაბამისად მოცემულ ეტაპზე სწორედ კავშირებია ჩვენი ერთადერთი გამოსავალი.
გიო
სიძულვილი ლიბერასტებში მოიკითხე. უკვე ბავშვებს რომ აქეზებთ თქვე უჯიშოებო.
დევკალიონი
ანუ ბატონო სოსო თქვენი აზრით არ შეიძლება იყო მორწმუნე და ამავდროულად ნაცი? ამაში ვერ დაგეთანხმებით,ბევრია მორწმუნე და მაცი ,სამწუხაროდ ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ და ჭორებს არ ვეყრდნობი არამედ შიდა წრიდან გამოსული ინფორმაცია მაქვს,ასევე ეროვნულ ნაკრებში არის ორ ბანაკად დაყოფილი ფეხბურთელები გარკვეული ნიშნით ,ესეც ალბათ თქვენთვის წარმოუდგენელია მაგრამ ფაქტია მეგობარო,კვარა , დავითაშვილი წიტა და სხვა ერთი მხარეა მოერე კაშია, მამარდაშვილის, კაკაბა და სხვები ,მთელი ქვეყანაა დაყოფილი მეგობარო და მზად არიან ერთმანეთს გამოუსვან დანა ყელში ,გინებაზე და ფურთხებაზე არაფერს ვამბობ,ეს დაპირისპირება მიგვიყვანს განადგურებამდე ეს ელემენტარულია ბატონო სოსო .ამიტომ ყველამ დროზე სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი და გონივრულად მოიქცეს ასევე თავის საქციელზე აგოს პასუხი.
ქართველი
ყველა ქართველი ვისაც საქართველო რომელიმე კავშირის, რომელიმე სხვა ქვეყნის წევრად წარმოუდგენია არის შეცდომაში შეყვანილი. საქართველო და ქართველები არიან უნიკალური, ყველასგან განსხვავებული და აქვთ ღმერთისგან მინიჭებული სრული უფლება იყვნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებელი და მათთან თანასწორი, არც მეტი და არც ნაკლები. რაც შეეხება ხვიჩას ის პატარა, მინიატურული საქართველოა და ჩემი, როგორც ქართველის მხარდაჭერა მას როგორც წარუმატებლობის ასევე წარმატების დროს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ამაყ საქართველოს, მრავალჟამიერ!
გია
სრულ უმცირესობაში მყოფ რუსეთის მომხრე ეგრეთ წოდებულო "ქართველებო" არც ხვიჩა, არც ჩაკვე, არც ილია თოფურია, არც დვალიშვილი, არც მამარდა და არც სხვა მრავალი წარმატებული ქართველი სპორტსმენი არ იზიარებს თქვენს მოღალატეობრივ იდეებს, თქვენი უბედურება ისაა რომ გუშინ ხვიჩათი აღფრთოვანებულები იყავით, დღეს მისი ერთი განცხადების გამო შეიძულეთ. მაგრამ რაა გასაკვირი თქვენ საკუთარი ქვეყანა გძულთ, მხოლოდ ბოღმა და სიძულვილი გამოძრავებთ, ამავედროს თქვენს ლიდერებსაც არ ანაღვლებთ და ფეხებზე კიდიხართ, მაგრამ თქვენ მონობას აგრძელებთ.
სოსო
სიმართლე აუცილებელია,მაგრამ ადამიანს ხანდახან ჭკუაც სჭირდება!ეს ხვიჩას არ ეხება!ის ერთერთი ყველაზე მართალი ადამიანია საქართველოში და ამავე დროს,ჭკვიანიც.ჭკუა და მეტი ცოდნა იმათ სჭირდებათ,ვისაც მისი ნათქვამიდან აზრი ვერ გამოაქვს.სამწუხაროდ,თქვენც მათ რიცხვში ხართ,ღვთისავარ ანთაძის,ამ სტატიის ავტორისაგან განსხვავებით.მისი კარიერის ისტორია რომ იცოდეთ,თვითონვე შეგრცხვებოდათ,ეს რამ დამაწერინაო.შეისწავლეთ მისი წარსული,ვინ როგორ ეპყრობოდა მას და თუ ჭკუა გაქვთ,მაგრამ უცოდინარობის გამო დაწერეთ,ასეთი პოსტი,დარწმუნებული ვარ,აზრს შეიცვლით.ძალიან მოკლედ მხოლოდ იმას გკითხავთ,ღრმად მორწმუნე კაცი და ამავე დროს ნაცი,როგორ წარმოგიდგენიათ,შესაძლებელია?!იმედი მაქვს,საკუთარ თავთან მართალი იქნებით.
Რერო
რომ აბულინგოთ მერე? ესაა თქვენი ხელწერა.
ირაკლი
გაიხარეთ, ძალიან ზუსტი სტატიაა რომელიც პირველ რიგში ასახავს კვარას დიდ ადამიანობას, ის არის დიდი ადამიანი და ფეხბურთელი. სხვანაირად ამ ვარსკვლავურ წნეხს და ინტრიგებს, ცდუნებებს რომლებიც მრავლადაა, ვერ გაუმკლავდებოდა კაცი. მან მსოფლიოს დაუმტკიცა რომ დიდი ფეხბურთელია, ჩავიდა დინამო ბათუმიდან სერია A-ში, გახდა სეია A-ს ჩემპიონი, გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი. სერია A-ს საუკეთესო გოლის ავტორი. ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორი. მან აღაფრთოვანა მსოფლიო, მასზე საუბრობდნენ ფეხბურთის დიდი მცოდნე გენიოსები, როგორებიცაა არიგო საკი, ფაბიო კაპელო და სხვები. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ თუ რამხელა მოვლენასთან გვაქვს საქმე, წლები დაჭირდება რომ ეს ბედნიერების შოკი გავიაროთ და ბოლომდე გავიაზროთ და კიდე უფრო გავიხაროთ და დავტკბეთ ამ დიდი მოვლენით. გენაცვალე ხვიჩა! წარმატებები! უფალი გფარავდ!
დევკალიონი
ფეხბურთელი ხვიჩა უძლიერესია მაგრამ დიდი ალბათობით ნაცია და ამას კარგად მალავს ,გარდა ამისა აფსოლუტური კრიმინალი და ბანდიტი აგენტი ყავს ჯუღელის სახით ,რომელსაც კარგი კავშირები აქვს ოცნების ზოგიერთ წარმომადგენელთან , ცხოვრება მარტივი არაა და სიმართლე არასდროს არის ლამაზი და სასიამოვნო მაგრამ სიმართლე აუცილებელია .
ბელა
ხვიჩა არაჩვეულებრივი, მისაბაძი, ღვთისნიერი და საამაუო ქართველია, მადლობა სტატიის ავტორს, დამნახავიც არანაკლებ სეირდება ჩვენს ვარსკვლავ ვაჟკაცს. პიროვნული თვისებებით, ცოტა თუ შეედრება... ნაკრებში კარგი ბიჭები არიან, მაგრამ თამაშის პროცესში როცა ეგოიზმს გატყობს გულშემატკივარი, წარმოდგენა გეცვლება. ხვიჩა კი, მაინც ალალ, გულმოყვას ბიჭად რჩება და ოღონდ გუნდმა გაიმარჯვოს, იმ ეგოისტებსაც ხელს უწყობს. გფარავდეს ყველაწმიდა!
სურამელი
დდდ-ის, სურიკ222-ის, იასონას, კორბეტას ვინაობები არავინ იცით? თითოში 100 ლარს ვიხდი.
გიორგი
კარგი სტატიაა.
ადიბას -ს
რამდენსაც უხდიან - იმდენისას თამაშობს! არ შეუძლია, შეუძლია - ეგ საერთოდ სხვა საკითხია! გადავა სხვა გუნდში და ისევ "ივარსკვლავებს"- პირველი წელი!
სოსო
კარგი სტატიაა,ღვთისავარ!კარგად შეაფასე,ხვიჩას თვისებები.ვფიქრობ, კიდევ ერთი კარგი თვისება არ გამოგრჩა,მაგრამ შეგნებულად არ დაასახელე,რამეთუ გესმის,რომ ამ მასას,ნათქვამიდან სწორი აზრის გამოტანა რომ არ შეუძლია,ეს ხვიჩას ბულინგის ახალ ტალღას გამოიწვევს. მგონი ანტირობოტის მხრიდან ბლოკირება დამთავრდა და ამაზეც მადლობა.
747-ს
ცდები, არ ვარ მამაშენი, ღმერთმა დამიფაროს...
ჩესტერფილდის, მოლანდებით,ფანატს,ლაქი სთრაიქის "მოყვარულისგან"
ერთ ერთი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელია ,მაგრამ უვიცმა მლიქვნელებმა დათვური სამსახური გაუწიეს.ხვიჩასავით არავის შეუძლიათ.დრიბლინგშიც ,პასებშიც,დაცვაშიც და საერთოდ მინდვრის ყველა მონაკვეთში,ბადალი არ ჰყავსო,მაგრამ კარში დგომა უშეცდომოდ, რეაქცია ხვიჩასი სუყველაზე უკეთესი დაავიწყდათ სახსენებლად.ეროვნული ნაკრების ერთ ერთი გამორჩეული ლიდერია კვარაცხელია ხვიჩა მაგრამ ოთხი-ხუთი ქართველი მისი თანაგუნდელი არანაკლებ ნიჭიერებია,არავისზე.მაგრამ აგენტები ჰყავთ სუსტი,და იაფად ძუნწნი ერთი მეორეზე....
747
სურიკ, გიცანი!
მანჩესტერიდან - ს
გარინჩა და გუცაევი კიდევ მესმის, მაგრამ სად სულაქველიძე და სად სალამური? მართლა სირცხვვილია მაგის გატოლება ხვიჩასთან, მაჩაიძე რა შუაშია საერთოდ, სულ სხვა ამპლუის ფეხბურთელი იყო, ან მაგის ფლანგიდან გარღვეები სად გინახია? შენს გარდა სხვასაც უყურებია მაგათი თამაშებისთვის და უბრალოდ სასაცილოა ხვიჩასთან შედარება. ბიჭი მსოფლიომ აღიარა და იმის მაგივრად წინსვლა და წარმატებები უსურვო, დგახარ და აკნინებ მის თამაშს. მსოფლიო დონის ექსპერტები და მწრთნელები აღნიშნავენ რომ განსაკუთრებულია, ლამის მარადონას შეადარეს და რით ვერ მოგაწონა თავი? ეს ბიჭი ნებისმიერ დიდ გუნდში სამჯერ თუ არა, ორჯერ მეტად შედეგიანი იქნებოდა. ლამის მარტო მიათრევს მესამე წელია ამ უფანტაზიო ნაპოლის და მეტი რა უნდა ქნას? ვერ ხედავ როგორ განიცდის როცა ცვლიან? როგორი ნაღვლიანი თვალები აქვს ყოველი მარცხიანი თამაშის შემდეგ გუნდში თუ ნაკრებში. ლამაზი პეხბურთვისთვისაა დაბადებული ეს ბიჭი და აქ ზოგიერთი ხან დაცინით და ხან აუფასურებთ მის შრომას. ყველა თამაში პელესაც არ გამოსდიოდა, მაგრამ მსოფლიომ მეფედ აღიარა. შეეშვით მის ოჯახს, მის სოიალურ გვერდებს და უბრალოდ უყურეთ როგორ თამაშობს. ვინმეს გეხებათ ხვიჩა, რომელს შემოგიძვრათ ან ოჯახში, ან ლოგინში? არ მოგწონთ? უყურეთ ძმებ მირანჩუკებს, მხითარიანებს, შოხმურადოვებს ან თუნდაც მესის ან რონალდოს, ვინ დაგიშალათ? მე პირადად ყოველთვის ვუგულშემატკივრებ და წარმატებებსაც ვუსურვებ. თქვენ თქვენი იცოდეთ...
ჩესტერფილდ-ს
ანუ, ვერ გავიგეთ, რისი თქმა გინდათ?
თემო
ერთი დიდი მინუსი უყვარს ტელევიზია და სოც.ქსელები...მაგაზე ყურადღების გადანით მოუკლო ფეხბურთს geo team ის და ნოე სულაბერიძის ნაირმა ჟურნალისტებმა გაუფუჭეს ფსიქოლოგია
კვარადონა=ადიბასი
კარგით რა.. ტიპი აუტზე თამაშობს დრიბლინგი აღარ გამოსდის და კარში დარტყმას უბლოკავენ და შეგნებულათ აუტზე და კუთხურზე მიდის იმაზე რომ არაფერი ვთქვათ კოტრიალობს უაზროდ მაგის ფეხბურთი:ჯარიმა, კუთხური,აუტი.!
დდდ
აბსოლუტურად გასაგებია ( შესაბამისად მისაღებიც) ღვთისავარის განზრახვა - დაიცვას ხვიჩა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე... თუმცა მაინც მგონია, რომ ტყუილად გაიმართა - ყველას მშვენივრად გვახსოვს, ვისგან წამოვიდა მისი ბულინგის კამპანია და ამ სასტავს ახლა ნამდვილად არ სცალია მსგავსი სტატიების საკითხავად, რამეთუ ბევრად უფრო კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ - დედაქალაქის ინფრასტრუქტურა აქვთ ბოლომდე გასანადგურებელი და იქამდე უნდა არყიონ ქვეყანა, სანამ 90-იანი წლების სამოქალაქო ომით გაპარტახებულს არ დაამსგავსებენ...

რა კარგია კარგი ადამიანი, პოზიტიური, აშკარად წიგნიერი, კულტურული, მართლის მთქმელი. ყოჩაღ ღვთისავარ! ხვიჩას ასეთი შეფასება ჯერ არავის გაუკეთებია.

საზოგადოებრივად შეეშალა და თუ ამას არავინ ეტყვის, მისთვისვეა ცუდი. ვისაც ხვიჩა გვიყვარს , არავინ სთხოვს ыфьЫщидщы მხარდაჭერას , იმედია უმაგისოდ დაიცავენ ქვეყანას სამოქალაქო ომისგან და მისი საშინელი შედეგებისგან სამართალდამცავები , რომლებსაც ჩვენს თვალწინ მერამდენე დღეა დასაწვავად ომეტებენ. მაგრამ დიდია მის მიმართ ბულინგი ბარბაროსების მხრიდან . კი არ სთხოვენ , მოითხოვენ. კარგი გაუგორა კოჭი , დაუწერა , იმათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მაინც არაა მათთვის ხვიჩა მორალური ლიდერი. თავისი თავი კი დააზარალა. გადაბუგულ და შეურაცხყოფილ რუსთაველშს ხალხის ნება არ შეიძლება უწოდო. მოკლედ, როგორც სტანისლავსკი იტყოდა " არ მჯერა ". ჩვენს სამშობლოს ქვეყანაზე სამშობლო არ სჯობია. გავუფრთხილდეტ
Ბაში აჩუკი
გენაცვალე კომენტარში,ესაა სინამდვილე.

კვარა არის ფეხბურთის ვარსკვლავი და კარგი ქართველი. კვარას საქებარი სიტყვები შეუძლებელიას გამიგელიოს. ამ დონის მოვლენამ ფეხბურთში თავისი სიტყვით უნდა ულიდეროს ნაკრებს მოედანზე და არა ბარბაროსებს რუსთაველზე. მთავარია, თავის ნათქვამ სიტყვას თავადვე ფასი არ დაუკარგოს. " პირველად იყო სიტყვა !"
მანჩესტერიდან
ანთაძე,მიხედეთ თქვენ საქმეს,ჟურნალისტიკას,ფაქტებს,რამოხდა,რა ხდება რა მოხდება.ღრმა გარჩევა სამოყვარულო დონეზე გამოგდით,ხვიჩა ტოპ ფეხბურთელამდე ახლოსაა ,მაგრამ ვარსკვლავი?ბევრი უკეთესად აკეთებდა-აკეთებს საქართველოშიც და მსოფლიოში,დრიბლინგებსაც,":ყვითლების აკიდვით"-მესხი,გუცაევი,გარინჩა.დავითაშვილი..დაბევრი სხვაც..,კარში დარტყმებსზც,მარტო პაიჭაძე რად ღირდა...ეხლაც მსოფლიოში ბევრია ვარსკვლავური დამრტყმელი,პასებსაც უაღრესად ფილიგრანულს ვარსკვლავურს,ბასადან ,ყიფიანიდან დაწყებული ,ეხლაც ბევრი ჰქონია თამაშში განსხვავებას პასით ან შეუძლიაო,მინდვრის ყველა მონაკვეთში თამაშის და სამაგალითო დაცვით,ვერაა ეგრე, ბევრს შეეძლო და შეუძლიათ და მეტი ყველგან და ეფექტურად დაცვითაც თუნდაც ქართველებიდან-სულაწველიძე,მაჩაიძე...რომ გენახათ,ამ მხრივ გაჩუმდებოდითეხლაც გვყავს ვინგერები და თავდამსხმელები უკეთესად დაცვაში,და მინდორზე ყველგან ,ყვრლა მონაკვეთში უკეთე დონეზე თამაშით და სულაც ტოტალური ფეხბურთი ან დაცვითი ფეხბურთი ნიდერლანდების და იტალიის მოგონილია და ათეული ვარსკვლავებით :კროიფიდან და ფსკერიდან დაწყებული...ეხლაც ჰყავთ თითქმის ტოპ შემტევი, უნივერსალი -დამცველები
rigiti
დღევანდელი ქართული ფეხხბურთი არის "კვარა"! ის არის ქართული ფეხბურთის ელჩი მსოფლიოს ფეხბურთში!!! მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა! (პირადად მე არ მომწონს და ვისურვებდი რომ 5-6 ფეხბურთელი გვყოლოდა კვარას დონის)
მალხაზ ჯობავა
ზედმიწევნით სწორი დახასიათება! ხვიჩა არის ვარსკვლავი ფეხბურთში, საზოგადებრივად მართალ და სწორ პოზიციაზე მდგომი, და საქართველოზე და თავის სამშობლოზე, უზომოდ შეყვარებული!
Რერო
ხვიჩა კარგი ბიჭია მაგრამ ხანდახან ისიც ვერ ერკვევა საკითხში.მთავარია სიმართლემ გაიმარჯოს. დღეს ჩვენი მთავრობა უზარმაზარი წნეხის ქვეშაა გარე მტრებისგან,რომლებიც შიგნიდან რევენ ქვეყანას. ევროპა გვეუბნება თუ არ გააუქმებ გამჭირვალობის კანონს,ლგპგ პროპაგანდის საწინაარმდეგო კანონს,მიშას არ გაუშვებ ვითომ ციხიდან საზღვარგარეთ და არ დაუწესებ სანქციებს რუსეთს არ მიგიღებო ევროკავშირში და რა უნდა ქნას ეხლა მთავრობამ დაიხუროს ქუდი და ამ ლაწირაკებს გადააწვევიოს დედაქალაქი? კვარა კარგი იქნება თუ მიხვდები შენი იმ კომენტარით ვის უჭერ მხარს.
მერაბი-1960
ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ეს ბიჭი დასაცავი. ისიც ვიცი, რომ იდეალური არავინაა, მაგრამ ამდენი კრიტიკა კიარადა ლანძღვაც სოც. ქსელებში? ეს ის ბიჭი არაა, ფეხბურთი რომ გააცოცხლა ჩვენს ქვეყანაში? სად ვიყავით წლების განმავლობაში ,გახსოვთ? ბევრს არ გახსოვთ, იმიტომ რომ ფეხბურთს შიგადაშიგ უყურებთ. როდესმე ენერგიას ზოგავდა, გინახავთ? მე ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი ასეთი ნიჭიერი და ასეთი მენტალიტეტის ფეხბურთელი გვყოლოდეს. წარმატებები ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს
ჯეჯე
ხვიჩას შემოევლოს ჩემი თავი. ❤️ ხვიჩამ დააბრუნა ფეხბურთი საქართველოში და მოგვცა ამაყად ყოფნის საშუალება.
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა