
32 წლის ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა "რეალის" დატოვებას არ გეგმავს, - იტყობინება COPE-ს ჟურნალისტი მიგელ ანხელ დიასი.
დიასის ცნობით, კურტუა 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას აპირებს. მადრიდულმა კლუბმა ტიბოს მიმართ საუდის არაბეთის გუნდების დაინტერესების შესახებ არაფერი იცის, რის თაობაზეც ადრე გავრცელდა ინფორმაცია.
ამ სეზონში კურტუამ ლა ლიგის 11 მატჩში 7 გოლი გაუშვა.