17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მარტში, 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი - ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება

სარეიტინგო შინაარსის მქონე ტურნირს, ყაზახეთი უმასპინძლებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი, ალმათში 16 მარტს გაემგზავრება. 19 მარტს, ჩვენი გუნდი მასპინძელ ყაზახეთს დაუპირისპირდება, ხოლო 22 მარტს, ლიეტუვას შეხვდება.

U17 | შემადგენლობა

მეკარეები: სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ხუციშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ალიკა
გეთიაშვილიი (დინამო თბილისი), გიორგი ჭეხანი (გაგრა), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ლუკა ჯაბუა (დინამო თბილისი), გიგი ბულია (დინამო თბილისი), საბა ხოფერია (დინამო თბილისი), ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), გიორგი ხეცურიანი (სამგურალი), ნიკოლოზ ადუაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გელაძე (ლოკომოტივი თბილისი).

თავდამსხმელები:
თენგო ნებულიშვილი (იბერია 1999), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).

19 მარტი | ყაზახეთი V საქართველო | კაირათის აკადემია | 11:00
22 მარტი | ლიეტუვა V საქართველო | კაირათის აკადემია | 11:00

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული