თურქეთში, ქალაქ სიდეში, "მერანმა" ორი კვირა დაჰყო და ხუთი ტესტ-მატჩი გამართა ("დინამო“ (21) კიევი - "მერანი“ 3:1, "შახტარი“ (21) დონეცკი – "მერანი“ 0:2, "დინამო“ ვრანი - "მერანი“ 2:1, მიედზ ლეგნიცა - "მერანი“ 1:0, "ვოლინი“ – "მერანი“ 1:0).
შეკრებაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიხეილ მახვილაძის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი გახლდათ. "მერანის" თავკაცის თქმით, გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა
რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 1-ელ მარტს დაიწყება. "მერანი“ კი თავის მატჩს 3 მარტს გამართავს. მარტვილელები "მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბ "გაგრას“ დაუპირისპირდებიან.
მომზადებულია მერანის facebook-გვერდის მიხედვით