ეროვნული ლიგა 2. I ტური: "თელავის" შესანიშნავი დებიუტი

AutoSharing Option
პირველ მარტს ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის 2 მატჩი გაიმართა.

მეორე ლიგაში აღზევებულმა "თელავმა" პირველი ლიგიდან დაქვეითებულ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

"თელავი" მთელი მატჩის განმავლობაში კონტრშეტევებზე თამაშობდა, რამაც შედეგიც გამოიღო და შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი ხარებაშვილი გახდა. ბოლოსკენ კი მასპინძლებს უპირატესობის ორამდე გაზრდის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მეკარემ ბათუმელები გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი
თელავი-დინამო (ბთ) 1:0
გოლები: 1:0 გიორგი ხარებაშვილი (51)

თელავი. 5-4-1: ლუკა სანიკიძე, ანტონ თოლორდავა (კ), ფირუზ მარაქველიძე, ილია ბერიაშვილი, აკაკი წყაროზია
(ნიკოლოზ ნოზაძე 63), ლაშა კუკუჯანაშვილი, გივი იოსელიანი, მირიან ჯიქია, ვასილ გოგოლიძე (ირაკლი რუხაძე 70), გიორგი ხარებაშვილი (ნიკოლოზ გალახვარიძე 90), გიორგი ნიქაბაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

დინამო (ბთ). 4-4-2: რომან ტაკიძე, მირზა ფარტენაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ქავთარაძე, ვალერიან თევდორაძე (კ) (გიორგი ჭანკოტაძე 67), ლევან შარიქაძე, გიორგი ჯანელიძე (ამირან აბუსელიძე 57), გიორგი ილურიძე, ლაშა ჩალაძე, ზაზა ჭელიძე, ჯოვინო ფლამარიონი (ვახტანგ კვარაცხელია 73)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

* * *

ფაქტობრივად, განახლებულმა "შევარდენმა" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"შევარდენს" აშკარად ეტყობოდა, რომ გუნდი შეუთამაშებელია. ასევე, მასპინძლებს რამდენიმე ლიდერი აკლდათ. თბილისელებისგან განსხვავებით, "სამგურალმა" ჩამოყალიბებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ქუთაისის "ტორპედოდან" გადმოყვანილმა გაბრიელ საღრიშვილმა დუბლი მიითვალა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

ტექნიკური ცენტრი "ბასა"
შევარდენი-სამგურალი 0:2
გოლები: 0:1, 0:2 გაბრიელ საღრიშვილი (3, 66)

შევარდენი. 4-4-1-1: გიორგი ნადირაძე, ბიჭიკო გედენიძე (გიორგი ჩიკვაიძე 75), ვარლამ კილასონია, შოთა გვაზავა (მიხეილ როსტიაშვილი 60), საბა მაისურაძე, ზვიად ქანთარია, დავით მთივლიშვილი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, დავით ოდიკაძე (კ), ნიკა მნათობიშვილი, სანდრო ბახია (ავთანდილ გუჯაბიძე 46)

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

სამგურალი. 4-4-1-1: ანდრე ნონოსი, თორნიკე კაკუშაძე, ბექა ბიბილაშვილი (კ), გოგი გოგიჩაიშვილი (ლუკა ჯანელიძე 91), უშანგი ბანძელაძე (თენგიზ ბრეგვაძე 79), ზაურ გოგუაძე, ნიკა შალამბერიძე, ივანე კილაძე, ცოტნე ხარაბაძე, გაბრიელ საღრიშვილი, მამუკა ღონღაძე (გაგა ჩხეტიანი 84)

მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიყავი შევარდენი სამგურალის თამაშზე,სამგურალმა აშკარად აჯობა და ყველაფერში დაჯაბნა ტო მეტოქე.პირველ ტაიმში მაგრად აპრესინგა,თან სწრაფი გოლიც შეუგდო.მომენტიც არ ქონიათ მასპინდზლებს ისეთი სახიფათო.
შრიოდერი
02 მარტი 2018 15:45
0
ორივე კლუბს ეტყობა საშინლად დაბალი კლასი,შეუთამაშებლობა ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია!
Jango
01 მარტი 2018 17:34
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0