კერძოდ კი, მაისურებზე იქნება ინგლისური წარწერა: "რუსეთი ოკუპანტია". ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქგვერდმა" გაავრცელა.
"შევარდენი" დღეს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრას სტუმრად "ნორჩ დინამოსთან" თბილისში, "შატილის" სტადიონზე ჩაატარებს. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის "შევარდენი" 24 ქულით მე-7 ადგილზეა.