"სამგურალის" ყოფილი მცველი: ქართველებს ძალიან უყვართ რუსეთი და მოსკოვი

AutoSharing Option
2018 წლის ზაფხულში წყალტუბოს "სამგურალმა" მოსკოვის "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილი ერვინ ჯო ბოტაკა იობომა დაიმატა. მამით კონგოელმა და დედით რუსმა ცენტრალურმა მცველმა "სამგურალში" ნახევარი სეზონი გაატარა, შემდეგ კი რუსეთის მესამე ლიგის წარმომადგენელ მოსკოვის "ველესში" გადავიდა.

რუსულ გამოცემა sports.ru-სთან ინტერვიუში 20 წლის ბოტოკამ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, საქართველოში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

- როგორ მოხვდი საქართველოს ჩემპიონატში?
- როდესაც მოსკოვის "ტორპედოში" გადავდიოდი, მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩემ სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდას ითხოვდა. ამის გამო ტრანსფერი ჩაიშალა, მე კი საქართველოში წასვლა მომიწია.

- და რატომ მაინცდამაინც საქართველო? სხვა
რუსულ კლუბში ვერ გადახვიდოდი?
- არა, მაშინ კომპენსაცია იქნებოდა გადასახდელი. ასე ბევრი ფეხბურთელი იქცევა. მიდიან ლიეტუვაში, ლატვიაში, პორტუგალიაში. ასეთი ქვეყნების დაბალი ლიგების გუნდებს ფიფა მეოთხე კატეგორიის გუნდებად აფასებს, რაც ფინანსურად არამდგრად გუნდებს ნიშნავს და მათ ასეთი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ აქვთ. ქართული კლუბი აგენტმა შემირჩია.

- იქ მეორე ლიგაში თამაშობდი?
- ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლას ვგეგმავდი. ეს გუნდი ყოველ წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, მაგრამ ვერ მოხერხდა. ჯერ მეორე ლიგაში უნდა გადავსულიყავი, იქიდან კი - "ტორპედოში", მაგრამ ფინანსური და სხვა დაბრკოლებების გამო ეს ჩაიშალა.

- მოგვიყევი საქართველოს მეორე ლიგის შესახებ...
- იქ კარგი დონეა. საერთოდ, ქართველები ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ძალიან ტექნიკურები. პირველი ხუთეულის გუნდები კარგ ფეხბურთს თამაშობენ, დონე დაბალი არაა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საქართველოს მეორე ლიგაში თამაში ძალიან სასარგებლოა, პირველ ლიგაში კი რთული იქნება, იმიტომ, რომ იქ რუსეთის პირველი და მეორე ლიგებიდანაც გადადიან.

სეზონში მხოლოდ ჩემპიონატში 40 მატჩი გვქონდა, თასზეც ვთამაშობდით. თუ კარგ გუნდში ხარ - ევროპა ლიგაც იქნება. გამოდის, რომ სეზონში მინიმუმ 50 მატჩს თამაშობ. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა. რუსეთის პრემიერლიგიდან კი საქართველოში კარგი ხელფასის გარეშე არავინ წავა.

წყალტუბოს "სამგურალი", სადაც მე ვთამაშობდი, ქუთაისის "ტორპედოს" ფარმ-კლუბია. პირდაპირ "ტორპედოში" ვერ გადავიდოდი, იმიტომ, რომ ის მესამე კატეგორიის გუნდია, "სამგურალი" კი - მეოთხე კატეგორიის. 7 მატჩი ვითამაშე და ცხრილში 2-3 პოზიციით დავწინაურდით, შემდეგ კი მოსკოვში დავბრუნდი.

- მოგეწონა საქართველო, როგორც ქვეყანა? ლამაზია, არა?
- იქ ძალიან თბილი ხალხია. ბევრგან ვყოფილვარ სტუმრად. კლუბის ოპერატორთან ერთად მანქანით მივდიოდით. მას არც კი ვიცნობდი, თუმცა თავის სახლში დამპატიჟა და ხაჭაპური მაჭამა. ვიყავი ნათლობაში, სადაც ერთმა ადამიანმა მიმიყვანა, ვინც ბინის ქირაობაში მეხმარებოდა. მის გარდა იქ არავის ვიცნობდი, მაგრამ არავისგან მიგრძვნია ცუდი გამოხედვა.

ქართველებს ძალიან უყვართ რუსეთი და მოსკოვი. ყველა მეკითხებოდა, საიდან ჩამოვედი, მე კი ვპასუხობდი - "მოსკოვიდან". ამის შემდეგ ყველა ამბობდა "ო, მოსკოვი!". ჩემი აზრით, მოსკოვში ცხოვრება თუ არა, ჩამოსვლა მაინც ყველა მათგანს სურდა. მათ რუსეთსა და მოსკოვთან ძალიან თბილი და სასიამოვნო მოგონებები აკავშირებთ...

- მეორე ლიგაში უჩვეულო ადგილებში გითამაშია? როგორი სტადიონები იყო?
- ერთ გუნდს ვეთამაშებოდით სტუმრად, სახელი არ მახსოვს. გასახდელიდან ბოლო გამოვედი და ყველა მაჩქარებდა. სტადიონამდე გვირაბით უნდა მისულიყავი, ძალიან გრძელი გვირაბი იყო. შემდეგ კი, როცა გვირაბიდან გადიხარ, სტადიონის გარშემო მაღალი მთები დგას. ძალიან ლამაზია.

- რომელია შენი საყვარელი ქართული კერძი?
- ალბათ, ხაჭაპური, ტყლაპი და ჩურჩხელა. ტყლაპი ძალიან გემრიელი და ტკბილია, თუმცა ერთი მინუსი აქვს - კბილებში გეჩხირება.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
მე არ მიყვარს რუსეთი და მოსკოვი და ვისაც უყვარს, მას ცნობიერება აქვს გაუკუღმართებული არასწორი ფასეულობების გამო.
Status quo
06 აპრილი 2019 10:42
2
თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონიც დაუმახსოვრებია
გულშემატკივარი
05 აპრილი 2019 20:52
1
ნამდვილად თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე საუბრობს, სამგურალი და თელავი წინა სეზონში ორივე ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშობდნენ, ოზურგეთის მერცხალს ნამდვილად არ უთამაშია ლიგა 2-ში. გივი ჩოხელის სახელობის სტადიონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება
გულშემატკივარი
06 აპრილი 2019 16:45
0
გამარჯობა მეგობარო.
თალავის სტადიონზე საუბრობს?
ოზურგეთის მერცხალის სტადიონსაც აქვს გვირაბი... მანდაც ჩანს მთები
Homeros
06 აპრილი 2019 04:45
0
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მართალია გადაჯიშებულ ქართველებს ენატრებათ რუსეთი წყნარად იყვნენ კაის ჭამდნენ კაის სვამდნენ ეხლა შიმშილით იხოცებიან უბრალოდ ის არის სამწუხარო გასაგებია ლოგიკურია მაგრამ სამწუხაროა კუჭი რომ გირჩევნიათ ქვეყანას ამდენი უბედურობა მოგვიტანეს და რუსეთს მისტირით
NIGHT
05 აპრილი 2019 17:34
27
იმაში გეთანხმები, რომ ბევრი უბედურება მოგვიტანა რუსეთმა, მაგრამ გადაჯიშებული შენკენე მოიკითხე. ენატრებათ, იმიტომ რომ ადამიანად გრძნობდენენ თავს და ეს ცოტა არააა. სანამ ურა პატრიოტიზმს დაიწყებდეთ, ერთი ვინა ხარ და სად გიომია ეგა თქვი- ეს ერთი. მეორე- დასავლეთმა რა მოგვიტანა? ობიექტურად, ლოზუნგების გარეშე. თქვი არგუმენტირებულად, გისმენ!სტრატეგიული პარტნიორი ვიზასაც არ გაძლევს! მესამე ხარისხოვან ადამინაებას გვთვლის! არ უნდა ეხლა რუსეთუმე და სისულელები. ენას ძვალია არა აქ. იცოდე, რომ ისე ვერსად ვერ იქნება ქართველი, როგორც ამათთან იყო და ყველაფერი შედარებითია. ნეიტრალიტეტის და "ჩემით გავქაჩავის" არ მჯერა
DAY
06 აპრილი 2019 10:40
1
და რა ხდება ვინმეს რამე გიკვირთ. ეს პირიქით კიდე კარგ კომენტარს იძლევა. თუ ვინმეს გგონიათ რომ საქართველოში რუსეთი არ ენატრებათ?? 100% ამბობს, ნახევარი მოსახლეობა დღემდე რასსიას და მოსკოვებს მისტირის
გურამი
05 აპრილი 2019 17:05
8
კაციც ეს ყოპილა, დაგვიპასა პატივისცემა და ტბილად ილაპარაკა. იმერლები რო ტან გადაყვებოდნენ მაგას ტქმაცარუნდა!
ave
05 აპრილი 2019 16:56
0
გაუმარჯოს საქართველოს ყველა კუთხე კუნჭულს ! ყველგან გემრიელი, გულიანი დახვედრა ვიცით . არავინ მიწყინოს, პირველ რიგში გურულებმა(გურული ვარ) , თუმცა იმერეთი N 1 !!! გამასპინძლება, გემრიელი სუფრა... ღმერთმა გვადღეგრძელოს , მხოლოდ ერთურთის სიყვარულსა და მასპინძლობაში გვაპაექროს. ნაღდად არცერთ მხარეს არ გვეშლება სტუმრის სიყვარული, დაფასება და პატივისცემა... მაგრამ იმერეთი ჩემპიონია !
Homeros
06 აპრილი 2019 04:51
0
ეს ნაღდად საქარველოში იყო ჩამოსული, თუ სადმე სხვაგან იყო და საქართველო ეგონა??? „ქართველებს რუსეთთან თბილი და სასიამოვნო მოგონებები აკავშირებთ“ მაგარია. ამაზე დიდი სისულელე არ მომისმენია.
დიახ, არ ვარ რობოტი და ნუ წაიღეთ ტვინი
05 აპრილი 2019 16:14
46

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0