ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა

AutoSharing Option
დავით ქოქიაშვილის ნაცვლად ბოლნისის "სიონის" მწვრთნელად ვარლამ კილასონია დანიშნეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს:

"ბოლნისის "სიონში" დავით ქოქიაშვილი ვარლამ კილასონიამ შეცვალა. კილასონიას გამოცდილი არმაზ ჯელაძე დაეხმარება. მთავარმა მწვრთნელმა დღეს, პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ვარლამ კილასონიასთვის "სიონი" უცხო გუნდი არ არის, 2015-16 წლებში მისი მწვრთნელი ის გახლდათ.

"სიონი" ეროვნულ ლიგა 2-ში 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-6 პოზიციაზეა. ჩვენი გუნდი მე-6 ტურის შეხვედრას 3 აგვისტოს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ გამართავს. ამ ტურიდან გულშემატკივარს საშუალება ექნება, ტრიბუნიდან
უგულშემატკივროს გუნდს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
რუსთავის ხელმძღვანელობა იტყუება და პოლიტკორექტულ განცხადებებს აკეთებს. კილასონია აღარ უნდა დაბრუნდეს რუსთავში თუ ხელმძღვანელობა არ შეიცვლება.
გულშემატკივარი
01 აგვისტო 2020 21:13
0
ოჰ ეს ქართული ფეხბურთი.... ღმერთო გვიშველე ოდესმე..
dima
31 ივლისი 2020 23:02
0
ეს სერიალი ხო ნანახი აქვს ყველას, კილასონია რუსთავის მწვრთნელის პოსტიდან მიდის პირადი პრობლემების გამო და მერე უცბათ სიონში ინიშნება. ბოლო სერიაში პირიქით ხდება, ელოდეთ ვარლამს ნოემბერში რუსთავის მწვრთნელად.დ.დ.
baba
31 ივლისი 2020 19:45
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0