20:19 23-09-2021
"დედას მოგიტ...ავ" - ჩხუბი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
გაგრელთა მხრიდან გოლის ავტორმა გურამ სამუშიამ და ბოლნისელთა მცველმა ლაშა უგრეხელიძემ ბურთი ვერ გაიყვეს და ერთმანეთს ხელი ჰკრეს. ამის შემდეგ სამუშიამ მეტოქეს თავში წაუთაქა და პასუხიც ისეთი მიიღო, დეონტეი უაილდერს შეშურდებოდა – უგრეხელიძემ გურამი ნოქდაუნში გაუშვა…
დარტყმას კი ორივე მხრიდან გინება და ლანძღვა მოჰყვა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.
შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა. 25 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგა 2-ის ცხრილის სათავეში "სიონი" გახლავთ 59 ქულით. "გაგრას" 58 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
შავის ბრალია. სწორად უჯიკა თეთრმა