თელავი 0:1 გაგრა
კონკურენტების დაპირისპირება... გაგრამ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, თელავში 1:0 იმარჯვა. ცხრილში ადგილები შეიცვალა: ახლა "გაგრაა" მერვეზე და "თელავი" მეცხრეზე.
ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა გაიტანა ცაციით ძლიერი დარტყმით. ეს პაპუაშვილის მეოთხე გოლია სეზონში.
თელავში დებიუტი ჰქონდა ბერძენ მთავარ მწვრთნელს, ხარალამბუს ხრისტოდულუს.
ტორპედო 2:0 კოლხეთი 1913
წლეულს ქუთაისელთა და
74-ე წუთამდე გოლი არ იყო გასული. ანგარიში კი ცოტნე ფაცაციამ გახსნა, რომელმაც ლაშა შერგელაშვილის-ფელიპე პირესის კომბინაცია დაასრულა ზუსტი დარტყმით. ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა გაიტანა. ეს იონსენის მე-14 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაშიც ლიდერია.
"ტორპედო" ზედა სამეულშია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, "კოლხეთი 1913" კი მეექვსე ადგილზეა.
იბერია 1999 3:0 დინამო ბთ
იბერიელებმა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს და თან ყველა შეხვედრაში 3 გოლი გაიტანეს: 3:0, 3:1, 3:0, 3:0... აი, "დინამო ბათუმს" კი ცუდი სერია აქვს, მოქმედ ჩემპიონს ზედიზედ რვა შეხვედრაა არ გაუმარჯვია. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოს 23 მაისს მოიგეს: სტუმრად "დინამო თბილისთან".
პირველი ტაიმი სრულდებოდა, როცა მასპინძლებმა პირველი ბურთი გაიტანეს. ცოტნე კაპანაძემ ჩააწოდა, იური ტაბატაძემ მეკარის ბაქანთან შემოაბრუნა ბურთი და იქ შეიკნე სილამ ცარიელ კარში შეაგორა - 1:0.
მეორე გოლი კურიოზულ სიტუაციაში გავიდა. კუთხურის მერე არეულობა შეიქმნა, ბათუმელები თითქოს გადარჩნენ, მათი მცველი ნიკოლოზ მალი ბურთს იგერიებდა, მაგრამ მოარტყა დერეკ აგიაკვას და ასე ასხლეტით შევარდა კარში - 2:0. ეს აგიაკვას პირველი გოლია საქართველოში.
ბოლოს კი გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა. კონტრშეტევაზე თორნიკე ახვლედიანმა ითამაშა კარგად, გრძელი პასი გააკეთა და ბათუმელთა მეკარე როინ კვასხვაძე ცდილობდა ჩაჭრას, მაგრამ გიზო მამაგეიშვილმა მოიპოვა ბურთი და ზუსტადაც დაარტყა - 3:0.
erovnuliliga.ge