ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" სეზონი კარგად განაახლა. "იაგელონიასთან" ევროპალიგაზე წაგება გუნდმა არ შეიმჩნია და საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო. რაც მთავარია, ბათუმელებმა მშობლიურ ქალაქში იმარჯვეს, რის გაკეთებასაც კარგა ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ...

შევიტყვეთ, რომ კლუბი დატოვა მიხაილ გორელიშვილმა, ვისაც ზღვისპირელებთან ხელშეკრულება დაუსრულდა. ბათუმური ამბების გასაგებად "ლელო" კლუბის პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს დაუკავშირდა...

- "დინამომ" დამაჯერებლად განაახლა საქართველოს ჩემპიონატი. ალბათ, ზედიზედ ორი გამარჯვებითა და თამაშის ხარისხით კმაყოფილი ხართ...
- თამაშის ხარისხი უკეთესი რომ არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გუნდში
ახალი მწვრთნელისა და ახალი ფეხბურთელების მოსვლამ შედეგი გამოიღო. რაც მთავარია, გავტეხეთ ნავსი და ბათუმში მოვახერხეთ მოგება! გუნდი მშობლიურ ქალაქში ემზადება და ამანაც იქონია გავლენა.

- რა შეცვალეს ახალმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა?
- ჩვენი თამაში უფრო კომბინაციური გახდა. ფაქტია, "დინამო" ახლა უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე, თუნდაც, ცოტა ხნის წინ.

- ალბათ, გუნდმა უკვე დაივიწყა "იაგელონიასთან" მარცხი, თქვენ კი ჯერაც ვერა...
- ევროთასებზე ჩატარებულ ვერც ერთ შეხვედრას ვერ დაივიწყებ. ისინი სარკეში გახედებენ. მეორე თამაშში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. კაცის გაგდებამ ჩვენზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა, მთლიანად აგვრია.

- რა გასწავლათ "იაგელონიასთან" იმ ორმა მატჩმა?
- ჩვენ ახალგაზრდული მენეჯმენტი გვყავს. პოლონეთის ჩემპიონატი ჩვენთან შედარებით მაღალი დონისაა და ეს ლოგიკურია, მაგრამ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, არ უნდა გავჩერდეთ...

- როგორც გავიგეთ, გუნდი დატოვა მიხაილ გორელიშვილმა...
- დიახ, ასეა. მას ხელშეკრულება დაუსრულდა.

- კიდევ ხომ არ მიდის ვინმე?
- არა, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ადგილზეა, წასვლას არავინ აპირებს.

- ახალწვეულები ხომ არ იქნებიან?
- არ არის გამორიცხული. თუ ვინმეს მოვიყვანთ, ეს მხოლოდ სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით მოხდება.

- შესაძლო ახალწვეულები ლეგიონერები ხომ არ იქნებიან?
- შეიძლება, ლეგიონერებიც იყვნენ და ადგილობრივებიც...

- უმაღლეს ლიგაში დარჩენა გასაგებია, მაგრამ ვეჭვობთ, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს თქვენი მიზანი...
- რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მიზანია, ყველა მატჩში წარმატებით ვითამაშოთ. როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლესში დარჩენისთვის ვერ იბრძოლებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
saitis dzveli formati jobda...
1234
04 აგვისტო 2017 21:51
0
დინამო ბათ . ერტ ერტი უზველისი გუნდია უ სტადიონოთ
otar
04 აგვისტო 2017 08:59
0
DINAMO BATUMI TBILIS DINAMOS SHEMDEG UZVELESI GUNDIA
OTAR
04 აგვისტო 2017 06:00
0
ბათუმი სამეულის გუნდია გასავარდნი ქოულეთი და გორია და ეგ გარდაუვალია ფოთი იბრძოლებს და დარჩება უმაღლეს ლიგაში, ნუმე ასე ვხედავ :)))
ოპააა
03 აგვისტო 2017 14:47
0
"ეროვნული ლიგის" მონაწილე გუნდებიდან ოთხი არა ქართული სახელწოდებისაა, თუ ეროვნულობაზეა საუბარი მაშინ სამტრედია ამჟამად პირველზე უნდა იყოს.
ყვირილელი
03 აგვისტო 2017 10:59
0
როცა ბათუმი დინამო გქვია პირველ რიგში სახელი შეიცვალე.
გიორგი78
03 აგვისტო 2017 08:00
0
ბათუმში სტადიონი აშენდება? -საეჭვოა
vax-vax
02 აგვისტო 2017 22:55
0
jurnalist gaficeb yvelafers ,fedichkinma amdeni shedzlo esaubra tu shen daamate?:)
batumeli
02 აგვისტო 2017 17:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული