ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა

AutoSharing Option
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას გადაწყვეტილებით, "ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი დაინიშნა. მოსიაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე ზურაბ ჩაკვეტაძე შეცვალა.

მამუკა მოსიაშვილი 42 წლის არის. აქვს უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლება. მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გასხვისდა. კლუბის გასხვისების მიზნით აუქციონი ორჯერ გამოცხადდა. მეორედ "ტორპედო" აუქციონზე განახევრებული ფასით - 295 000 ლარად გაიტანეს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
დააბრუნეთ ძველი დიზაინი
ss
05 აგვისტო 2017 13:31
0
არიქა გაყიდოს მერიამ ტორბედო ჩქარა,თორემ ჩაჩუა გადაიფიქრებს და კერზო მფლობელი დაიკარგებაო,რა ეშველა ტორბედოს?უკეტესი გუნდია ვიდრე გაყიდვამდე იყო??? 6 თვე ქონდა ჩაჩუას ევროთასებისთვის გუნდის გასაძლიერებლად და რა ქნა? 1 წლის უთამაშებელი,თავისუფალი აგენტი კვირტია და 500-500 დოლარად კუტალია და კორობკა დაიმატა ფოთიდან.ეს იყო გაძლიერება გუნდის? ან მეპატრონის ინვესტიცია ახალშეძენილ გუნდში? ამათ ხალხის ფულის ჭამა უნდათ თუ არა,აბა გააუქმოს დაფინანსება ფედერაციამ,თუ გაჩერდება ჩაჩავა ქუთაისში? გაახილეთ ტვალები და მოვთხოვოთ ფედერაციას ხალხის ფულის მხოლოდ იფრასტრუქტურაზე დასაფეხბურთო აკადემიებზე დახარჯვა .შეწყდეს კერძო კლუბების(ბიზნესის) ხალხის ფულით დაფინანსება!!ან ხაშურის გამგებლის სპორტულ დირექტორად დანიშვნა რა უბედურებაა?აქედანაც ჩანს ჩაჩავას მიზნები.ივლისში იყო დაანინსებული ჩაჩავას მიერ პრესკონფერენცია და ტორბედოს სამომავლო მიზნების გაცნობა გულშემატკივრებისათვის.ესე დაპირებაც ჩაჩავასავით ბლეფი აღმოჩნდა.
mamulo
05 აგვისტო 2017 11:14
0
ეს კი ააღორძინებს ტორპედოს. მოიყვანეთ ვინმე განათლებული ევროპაში ნასწავლი მენეჯერი. ნუ ექნება საფეხბურთო განათლება თუნდაც მენეჯმენტს ხო გაგიმართავთ.
gia
04 აგვისტო 2017 23:13
0
მართლაც და დააბრუნეთ ძველი დიზაინი საიტის! ვის ბაძავთ აბდაუბდა worldsport.ge-ს სადაც ვერაფერს ვიგებ??? დააბრუნეთ რა მართლა რა მაიმუნობაა ან ვის მოუვიდა აზრად თავში დიზაინის შეცვლა
sportall.ge-ს აქტიური მომხმარებელი
04 აგვისტო 2017 16:52
0
ამისთანა ხალხი რომ არის ქართულ ფეხბურთში, იმიტომ მიდის საქმე ხუთიანზე. რა ხალხია შეხედე რა. ტიპიური ბირჟავიკი ჩაცუცუქულები.
odala
04 აგვისტო 2017 09:43
0
ვაჰ! გამგებლების დონეს ვერ გაცდნენ მაინც ეს კლუბები, გინდა გაასხვისე და გინდა ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში ანუ გამგებლების კლანჭებში დატოვე!
ალეკო
04 აგვისტო 2017 08:38
0
დააბრუნეტ ზველი დიზაინი ის ბევრად ჯობდა და ტან უპრო მარტივი იყო
gori
04 აგვისტო 2017 00:12
1
საქართველოში მითუმეტეს ქუთაისში ვერავინ გაიხარებს,ისეთი ჩასაფრებული ხალხია,მტელმა ქალაქმა იცის რომ ესენი ვინც არიან..მაქსიმუმ ერთ წელს გაძლებენ!
goga
03 აგვისტო 2017 23:53
0
რას დაამგვანეთ გვერდის დიზაინი, თავგზა ამებნა!!! პატრონი გყავთ!!!
გიორგი
03 აგვისტო 2017 22:27
1
დზაან ცუდი დიზაინია,დააბრუნეთ ძველი
giorgi
03 აგვისტო 2017 21:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული