ეროვნული ლიგა. XXI ტური. ჩემპიონმა წარმატებული სვლა ბათუმში განაგრძო

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, "სამტრედიამ", ევროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო.

გია ცეცაძის გუნდი, 21-ე ტურში, იმ ბათუმის "დინამოს" ეწვია, რომელთანაც ბოლო 2 შეხვედრა მშრალად ჰქონდა მოგებული. ბათუმელებს, თავის მხრივ, მე-3 წრის ორ თამაშში 6 ქულა ჰქონდათ აღებული.

"სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-5, ბათუმის "დინამოსთან" კი ზედიზედ მესამე თამაში ნიკოლოზ საბანაძის ერთადერთი გოლით მოიგო. სტუმართა მე-10 ნომერმა, 69-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შედეგიანად დაუხვედრა.

"სამტრედია", 21 ტურში მოპოვებული 42-ე ქულით, მე-3 ადგილზეა, ხოლო "დინამო", 23 ქულით, მე-7 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
DASANANI 0-1,KULA VER EIXET ,SAMARCXVINOA,,,
OTAR
06 აგვისტო 2017 02:02
1
გამარჯვება კარგია, ვულოცავ სამტერდიას, მაგრამ ხარისხია ორგანიზებულობის მოსამატებელი.
დასუსტებულმა ბათუმმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ჩემპიონს.
იმედია რომ 12 აგვისტოს სამტრედია კიდევ ერთხელ იზეიმებს თბილისის დინამოზე გამარჯვებას და ეს ლამაზი მოვლენა იქნება 2 დინამოს ერთიმეორეს მიყოლებით დამარცხება.
Jango
06 აგვისტო 2017 00:36
0
ბათუმთან ხარისხიანი თამაში სულ გვიჭირს ეს უკვე ათეული წლებია ტრადიციად ჩამოყალიბდა სტუმრად თამაშს ვგულისხმობ
ჯდ
07 აგვისტო 2017 13:06
0
არ მინდა რო დინამო გახდეს ჩემპიონი. დილა გორის ქომაგი ვარ, მაგრამ ისეთი ფარჩაკია დილა ამსეზონში რო აღარ მივალ სტადიონზე გორის. ხო და რის თქმა მინდა მიდი სამტრედია მიდიიიი!!!! ამოგვყაარე ჯავრი გორელებს დინამოზე. სამტრედია ჩემპიონნ......!!!!!!!
ოპააა
06 აგვისტო 2017 14:53
1
DASANANI 0-1 ,KULA VER AVIXET ,SAMARCVINOA ,RA GVESVELEBA...
OTAR
06 აგვისტო 2017 00:24
1
DASANINI 0-1 ,ES SAMARCVINOA KULA VER EVIXET...
otar
05 აგვისტო 2017 23:55
1

სიახლეები პოპულარული