ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე აგარიში ბექა მიქელთაძემ 87-ე წუთზე გახსნა, მასპიძლებმა კი გათანაბრება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს. 91-ე წუთზე გურამ სამუშიამ ეფექტური დარტყმით, ულამაზესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
"დინამომ" 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. "სამტრედია" 43 ქულით მესამეზეა.
ტური 10 აგვისტოს, გორში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც "საბურთალომ" "დილას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა.