ზაალ ჩაჩავა: "ტორპედოს" უფრო მეტს დავახარჯავ, ვიდრე მევალება

AutoSharing Option
მკითხველმა იცის, რომ ქუთაისის "ტორპედო" მერისგან ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ გამოისყიდა. მან ივნისში ჩატარებულ აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის სანაცვლოდ 290 ათასი ლარი გადაიხადა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ჩაჩავამ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აიღო. ამას გარდა, საფეხბურთო აკადემიასაც უნდა მიხედოს.

ქუთაისელთა პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ ამ ვალდებულებებით არ დაკმაყოფილდება. ეს კომენტარი მან იმ ხმების გასაქარწყლებლად გააკეთა, თითქოსდა, რაკი ფეხბურთის განვითარების ფონდი ფულს იხდის, კერძო კლუბები თავიანთ კაპიტალს აღარ ხარჯავენ.

"მე ვალდებულება მაქვს, კლუბს წლიურად 500 000 ლარი დავახარჯო, თუმცა ეს "ტორპედოს" არ
ეყოფა და გაცილებით მეტის დახარჯვას ვაპირებ. მესაკუთრის ბუნებაა - როცა რაღაც შენია, გინდა, რომ ის საუკეთესო იყოს. ეს კი სწორედ დანახარჯს უკავშირდება", - ამბობს ჩაჩავა.

ქუთაისური კლუბის მეპატრონემ იმ პრობლემებზეც ილაპარაკა, რის გამოც "ტორპედოს" გადაცემის პროცესი ერთ წელიწადზე მეტხანს გაიწელა:

"ყოველთვის ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი. კლუბის პატრონობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდი დაარსდა. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ "ტორპედოსთან" ერთად საფიჩხიას ბაზაც უნდა გადმოეცათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

სტადიონის ქირაობის ხარჯს არ ვიხდით, ბაზაზე კი ვიხდით, მაგრამ - მინიმალურს. ბაზას ახლა ვარემონტებთ, ეს სამუშაოები 8 თვეში დასრულდება. სტადიონი კი ევროპაში ბევრ კლუბს არ აქვს და პრინციპში, ჩვენ ყიდვა არ გჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
აქაც კარგად ჩანს რომ მიზანი ფონდიდან მიღებული მილიონი ლარი და ბონუსებია ) სესხით 300,000 ლარად შეიძინა ტიპმა ტორპედო და 5 წელი გარანტირებული აქვს ყოველ წელს მილიონი ლარი )) კარგი ბიზნესია ))
dato
16 აგვისტო 2017 13:06
0
კლუბის პატრონობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდი დაარსდა"---მეც მაგას ვამბობ ზაალ! ბიუჯეტის (ხალხის)ფულის ჭამის შესაძლებლობა რომ გამოჩნდა,მერე შეგიყვარდა ფეხბურთი.რაც გუნდის მეპატრონე ხარ ვისით გააძლიერე ტორბედო? 2 უგუნდო და 2ც 500 დოლარად შეძენილი ფეხბურთელთ? ან ჩხეტიანი და მისი შტაბი რომ გასაშვებია ვერ ხვდები? ან ხაშურის ყოფილ გამგებელს რა უნდა ტორბედოში? და ამის მერე იძახი რომ გუნდზე გული შეგტკივა?ნაცარს ნუ გვაყრი თვალებში.
mamulo
16 აგვისტო 2017 11:30
0
ეს ხალხი მხოლოდ ლაპარაკობს და კეთებით არავინ არაფერს არ აკეთებს. ხურციძეს და ბერიაშვილს რომ დაიმატებ ამით შენს პროფესიონალიზმს ხაზს აშკარად უსვამ .
SHACKSONA
15 აგვისტო 2017 23:38
1
ანტის მინდა მოვუწონო კომენტარი,მართალი ხარ,მკვდრების გაცოცხლება უნდათ და ვითომ ვინმეთი გადძლიერდნენ..ისე ეს ეგრეთწოდებყლმა ფანებმა ურჩიენ ისინი წყვეტნენ სატრანსფერო პოლიტიკას,როგორც მიცვალებული ხურციძე ჩამოიყვანეს ტრიუმფით..სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...
jarji
15 აგვისტო 2017 21:51
0
გიორგი ბერიაშვილის დამატებით გინდა საუკეთესო გახადო კლუბი? სასაცილოა, სამტრედიიდან გამოუშვეს და ტორპედომ შეიფარა, მაგარი ტრანსფერებია... ევროპის ლიგა ჩვენია მომავალ წელს ზაალ, აბა რა ეგრე.
anti
15 აგვისტო 2017 20:38
1
რას დაახარჯავს?სადააქვს რომ დაახარჯოს?სესხი აიღეს ბანკიდან დაიომით გადიან ჯერ...
gia
15 აგვისტო 2017 18:05
1
იყიდე რასამბობ ზაალ იმიტომ არ პრწყინავს გუნდიი?!აზრიი?რა შეემატა გუნდ ეს იკითხე თორემ,რო იყიდე ეს კი ყველამ იცის,მე თქვენს ადგილას ვინც მეპატრონეები ხართ ასე ვიზავდი,მეჭკუის მასწავლებელი არ ვარ,მაგრამ მიკვირს და გამკვირვებია რა აზრი აქვს ყიდვას თუ გუნდი არ გეყოლება მეორე გუნდზე ძლიერი და წარმატებული?მე ასე მოვიქცეოდი,მაგ:გუნდს ისეთს გავხდიდი,რომ საქ ჩემპიონარში,რომ არ აგებდეს,გამოჩნდება მეორე გუნდი ძლიერი მე უფრო გავძლიერდებოდი და ასე შემდეგ ამით ის გამოვიდოდა,რომ წამგებიანი არ იქნებოდა ჩემი ფულის ხარჯვა და შედეგად ჩემპიონატი იქნებოდა ძალიან ძლიერი და ხალხიც სტადიონებს დაუბრუნდებოდაა.......
vai tqvens patrons
15 აგვისტო 2017 17:51
2
დავიჯერო ვისოლზე მეტი ფული აქვს?, ისინი გააგდეს ე.წ გულშემატკივრებმა სულ აგინდებდნენ რაც გააკეთეს არაფერს უფასებდნენ ვითომ ვალდებული იყვნენ.
არქიფო
15 აგვისტო 2017 17:47
6
ფული ფულიი ,სერიოზული ფულია საჭიროო წარმატებისთვის მისაღწევად
ვაი შენს პატრონს
19 აგვისტო 2017 09:04
0
ეს თუ არ გაიქცეს მალე...რა...რად უნდა ამნდენი ბაქი ბუქობა...ან რისი დამხარჯავია...დაგვანახე დაგვანახე
torpedista
15 აგვისტო 2017 17:06
0
1000%-იანი თქვა უჩა სოსიაშვილმა ხარჯებზე და მონაწილეობაზე.
კერძო მესაკუთრეს უბრალოდ სინდისი უნდა გქოდეს როცა სახელმწიფო შენს კლუბს ეხმარება იმაზე 2 ჯერ მეტი ფულით ვიდრე შენ ახარჯავ,მაშინ შენ მესაკუთრე კი არა ხარ, სახელმწიფოა შენი კლუბის თანამესაკუთრე ფაქტიურად, ხოლო თუ გინდა რომ მესაკუთრედ იგრძნო თავი,2-ჯერ მეტი უნდა დახარჯო ვიდრე სახელმწიფო გეხმარება.
ახლა კი წარმოიდგინე ზაალ რომ მომავალი წლიდან არ იქნება ეს დახმარება, როგორ ფიქრობ მაგ შენი ვალდებულებით 500 000-ს საიდან დაამატებ კიდევ 1 მილიონს? არა მგონია რომ ასეთი ხარჯებისათვის მზად იყო,ან ვინმე დაგეხმაროს, სხვანაიარდ კი კლუბი მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს,ეს იყო მიზანი და მისია "საკუთრებაში კლუბის ყიდვის" ?
გამოიღვიძეთ
15 აგვისტო 2017 16:54
0
გეთანხმებიი:
vai tqvens patrons
15 აგვისტო 2017 17:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული