ზაალ ჩაჩავა: "ტორპედოს" უფრო მეტს დავახარჯავ, ვიდრე მევალება

AutoSharing Option
მკითხველმა იცის, რომ ქუთაისის "ტორპედო" მერისგან ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ გამოისყიდა. მან ივნისში ჩატარებულ აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის სანაცვლოდ 290 ათასი ლარი გადაიხადა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ჩაჩავამ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აიღო. ამას გარდა, საფეხბურთო აკადემიასაც უნდა მიხედოს.

ქუთაისელთა პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ ამ ვალდებულებებით არ დაკმაყოფილდება. ეს კომენტარი მან იმ ხმების გასაქარწყლებლად გააკეთა, თითქოსდა, რაკი ფეხბურთის განვითარების ფონდი ფულს იხდის, კერძო კლუბები თავიანთ კაპიტალს აღარ ხარჯავენ.

"მე ვალდებულება მაქვს, კლუბს წლიურად 500 000 ლარი დავახარჯო, თუმცა ეს "ტორპედოს" არ
ეყოფა და გაცილებით მეტის დახარჯვას ვაპირებ. მესაკუთრის ბუნებაა - როცა რაღაც შენია, გინდა, რომ ის საუკეთესო იყოს. ეს კი სწორედ დანახარჯს უკავშირდება", - ამბობს ჩაჩავა.

ქუთაისური კლუბის მეპატრონემ იმ პრობლემებზეც ილაპარაკა, რის გამოც "ტორპედოს" გადაცემის პროცესი ერთ წელიწადზე მეტხანს გაიწელა:

"ყოველთვის ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი. კლუბის პატრონობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდი დაარსდა. თავიდან იყო ლაპარაკი, რომ "ტორპედოსთან" ერთად საფიჩხიას ბაზაც უნდა გადმოეცათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

სტადიონის ქირაობის ხარჯს არ ვიხდით, ბაზაზე კი ვიხდით, მაგრამ - მინიმალურს. ბაზას ახლა ვარემონტებთ, ეს სამუშაოები 8 თვეში დასრულდება. სტადიონი კი ევროპაში ბევრ კლუბს არ აქვს და პრინციპში, ჩვენ ყიდვა არ გჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
აქაც კარგად ჩანს რომ მიზანი ფონდიდან მიღებული მილიონი ლარი და ბონუსებია ) სესხით 300,000 ლარად შეიძინა ტიპმა ტორპედო და 5 წელი გარანტირებული აქვს ყოველ წელს მილიონი ლარი )) კარგი ბიზნესია ))
dato
13:06 16-08-2017
0
კლუბის პატრონობით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდი დაარსდა"---მეც მაგას ვამბობ ზაალ! ბიუჯეტის (ხალხის)ფულის ჭამის შესაძლებლობა რომ გამოჩნდა,მერე შეგიყვარდა ფეხბურთი.რაც გუნდის მეპატრონე ხარ ვისით გააძლიერე ტორბედო? 2 უგუნდო და 2ც 500 დოლარად შეძენილი ფეხბურთელთ? ან ჩხეტიანი და მისი შტაბი რომ გასაშვებია ვერ ხვდები? ან ხაშურის ყოფილ გამგებელს რა უნდა ტორბედოში? და ამის მერე იძახი რომ გუნდზე გული შეგტკივა?ნაცარს ნუ გვაყრი თვალებში.
mamulo
11:30 16-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული