ეროვნული ლიგა. XXIII ტური: თბილისის "დინამომ" "ჩიხურას" 5 უპასუხო გოლი გაუტანა

AutoSharing Option
20 აგვსიტოს ეროვნული ლიგის XXIII ტურის ბოლო მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამომ" "დინამო არენაზე" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

პირველი გოლი 34-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. 53-ე და 55-ე წუთზე აკაკი შულაიამ და ბექა მიქელთაძემ "დინამოს" უპირატესობა 3-მდე გაზარდეს.

69-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "ჩიხურა" მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. ამის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. 74-ე წუთზე მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა.

82-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ მეხუთე გოლი "დინამოს" სასარგებლოდ და შეხვედრას საბოლოო წერტილი
დაუსვა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ თუ მწვრთნელია საკითხავია რატომ არ უშვებენ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გააფუჭა ახალგაზრდებს შანს არ აძლევს
Jaba
21 აგვისტო 2017 12:15
0
ბუნტი კი არა ჯანყია.ვერ ხვდები რომ ფრუიძე აფარჩაკებს გუნდს,ნუთუ საჩხერეში ერთი გულშემატკივარი არ არის ისეთი რომ ბიძინას მიუტანოს ამბავი და ეს ფეირ პლეის დამრღვევი მოკვეთოს ფეხბურთიდან.ბუნტი კი არა ეს ვაჯბატონი თამაშებს ცვლის და თასის აღებაძე ფიქრობს.დააკვირდით შეცვლებს არ აკეთებს ვიდრე ორ ან სამ ბურთს არ გაუშვებს.გორთანაც უნდა წაეგო მაგრამ ბიჭებს თამაში წაუვიდათ და მოიგეს.და ეს კაცი კითხულობს ლექციებს მწვრთნელთა ლიცენზიის კურსებზე,ვაი ჩვენს პატრონს!ისე პარასკევს ვარჯიშზე ფეხბურთელებმა უკვე შეატყვეს რომ ფრუიძეს დინამოსთან მოგება არ აინტერესებდა.თასს მაინც ვერ აიღებ ფრუიძევ, ღმერთი არ დაუშვებს.
fox
21 აგვისტო 2017 10:37
1
ჩიხურაში ან ფეხბურთელების ბუნტია ან არათანწყობადი ტიპების კლუბია და გადასახარისხებელია.
დინამოში ნიადაგ გამოცვლი და საფუძველ გამოცლილი კოვტალიუკი დღითიდღე ხმება და ჭკნება, მაგის წამალი მხოლოდ კოლხეთი იყო,გადაუხადეთ კოლხეთს 200 000 დოლარი რომ უკან წაიყვანოს კოვტალიუკი.
Guadua
21 აგვისტო 2017 10:07
1
არადა ევრო თასებზე საჩხერე ყველაზე ნაკლებად გვარცხვენს
saqme
21 აგვისტო 2017 12:22
0

სიახლეები პოპულარული