კონტრაქტის თანახმად, 24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი "სამტრედიის" ღირსებას 2018 წლის ბოლომდე დაიცავს. ოლაიტანი 184 სმ სიმაღლისაა. ნიგერიიდან საბერძნეთში 2011 წელს გადავიდა. 2013 წელს პირეოსის "ოლიმპიაკოში" ჩაირიცხა, რომელმაც სამჯერ გაანათხოვრა - ასევე ბერძნულ "ერგოტელისში", ბელგიურ "კორტრაიკსა" და ჰოლანდიურ "ტვენტეში".
ოლაიტანი არის 2013 წელს თურქეთში გამართული ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.
მისმა გვარმა მსოფლიო მედია 2014 წელს მოიარა: 2 მარტს, "ოლიმპიაკოსის" ნიგერიელი თავდამსხმელი
მაშინ ექიმებმა 21 წლის ფეხბურთელი მანამ მოიყვანეს გონზე, სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. იმ ღამითვე მისი მდგომარეობა სტაბილური იყო...
ვნახოთ, რა სარგებელს მოუტანს ოლაიტანი საქართველოს ჩემპიონს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"