ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი კიევის "დინამოში", გიორგი ჩაკვეტაძე - "გენტში"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელები: ლუკა ლოჩოშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას უცხოურ კლუბებში გააგრძელებენ. ამის შესახებ "დინამოს" ოფიციალური საიტი იუწყება.

ლოჩოშვილმა კონტრაქტი უკრაინული ფეხბურთის გრანდ კიევის "დინამოსთან" გააფორმა, ჩაკვეტაძე კი ბელგიურ "გენტში" გადავიდა, რომელსაც სანაკრებო მატჩების შემდეგ შეუერთდება.

"დინამო" სატრანსფერო სარგებლის გარდა, მომავალში ამ ფეხბურთელების გასხვისებიდანაც მიიღებს დივიდენდებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხანდახან გადაატვალიერეთ ევროპის იმ ქვეყნებისცხრილები სადაც ეს ცვენი ბიჭები ირიცხებიან თორემ თამაში ძალიან ნაკლებად უწევთ და ეს გუნდებიც სადღაც ბოლო ადგილებზე არიან
ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა ითქვას
07 სექტემბერი 2017 16:47
0
გუადუა,დინამოს სტადიონი-18,ლოკომოტივი და პეტრიაშვილი-4,გორი და ბათუმიც -4,ზესტაფონშიც მოუწევს რამე თამაში,არც ქუთაისი საფარია მთლად ყანა.უკვე ქუჩდება,არა?დინამოს ფეხბურთელებისათვის ვგულისხმობ.30 თამაშამდე სეზონში ნორმალურ საფარზე,საკმაოდ ნორმალურია და განვითარებაც შეიძლება,თორემ შუქურას ფეხბურთელი სავარჯიშოდაც კი მეცოდება.კერძო მფლობელობის საკითხში მთლიანად გეთანხმები.ბათუმის რაგბის სტადიონი ბუნებრივ საფარიანია.დინამოს,ლოკომოტივის და საბურთალოს ფეხბურთელებს ნორმალური სავარჯიშო ბაზები აქვთ და მათზე ვამბობ,რომ ნაადრევი და თან მიზერულ ფასად გაყიდვა გვაზარალებს.თანაც გენტში რომელი ქართველი გაიზარდა?ისინი შენს ტალანტას არ უფრთხილდებიან,კიევის დინამოშიც აღარ არის ლობანოვსკი და აღარც უკრაინის ჩემპიონატია ისეთი,ადრე რომ იყო.
სოსო
01 სექტემბერი 2017 11:54
0
ასე თუ ისე ესენი ჩემპიონები მაინც გახდებიან და ჩემი მშობლიური სამტრედიის კლუბზე უკეთ გამოვლენ,ჩემპიონთა ლიგაზე 6-0 მაინც არ წააგებენ.
აი რას ნიშნავს როცა კლუბს აქვს აკადემია, ფული, კერძო მფლობელი,ადრე თუ გვიან მაინც უწევს თავისი ხარჯების ამოგება.
რა ცუდია რომ ზესტაფონი არაა ლიგაში და ფორმაში.
რა კონკურენცია უნდა იგრძნო კაცმა ბიუჯეტის ფულით მოსაზრდოვე კლუბებთან ან რა ხარისხს უნდა ელოდო ორგანიზებულობის?
კაცმა გასულ წელს 5-1 წააგო გაბალასთან და არ გაუშვეს. წელს 5-0 წააგო ყარაბახთან და არ გაუშვეს.
აბა გენაცვალეთ საკოლმეურნეო ჩემპიონატში სამეულში ყოფნა რომ წარმატებად მიაჩნიათ კლუბის "მესვეურებს" ეს მათი აზროვნების დონეზეც მეტყველებს.
სამტრედია კი ნარკომანივით გაეჩხირა საბიუჯეტო 1 მილიონ ლარზე,რომელიც გაისად უკვე 900 000 იქნება,აი ესაა რომ კლავს ფეხბურთს მეტი კი არაფერი.
Guadua
31 აგვისტო 2017 11:42
1
ასე აშენებენ ახალ და ამბიციურ გუნდს?ვაი თქვენ პატრონს!!!!!სამარცხვინო და მატყუარა და ინამუსო ადამიანების ხელშია ქართული ფეხბურთი!!!
mamuka
31 აგვისტო 2017 10:40
0
არ მჯერა,რომ ამ ბიჭების გაყიდვა სწორი გადაწყვეტილებაა,არც ფინანსურად და არც სპორტული კუთხით.ძალიან ადრე გაყიდეს და კიდევ ერთი წელი მაინც,დინამოში უკეთ გაიზრდებოდნენ.რით ვერ გაიგეთ,ეს ბავშვის წყალში გადაგდებაა,იმ იმედით,რომ ცურვას ისწავლის.ხოლო თუ დაიხრჩო,ვისი ბრალი იქნება?
დღევანდელი კვერცხის პოლიტიკა,ყველაზე ცუდი პოლიტიკაა.
სოსო
31 აგვისტო 2017 09:59
0
ჩემო ძამიკო. სოსო, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან საქართველოს საშინელ მინდვრებზე, საქართველოს ბიუჯეტის ფულზე მორგებულ კლუბებთან ძიძგილაობაში ეს ბავშვები ვერ გაიზრდებიან, სანამ აქვთ ტრენდი უნდა გაუშვა და გაიზარდონ.
სად გინდა ამათმა ითამაშონ სამტრედიის, ქობულეთის და ბათუმის პლასტიკის მინდვრებზე, საჩხერის ძლივს არსებულ ვითომ ბუნებრივზე,სადაც ინდაურების დადიან საყურებლად თამაშის? თუ ტორპედოს კამუფლიაჟივით აჭრელებულ მოედანზე?
სანამ ყველა კლუბი არ გახდება კერძო ორივე ლიგაში და სანამ ყველას არ ექნება როგორც მინიმუმ კარგი მინდვრები და განათება (არაფერს ვამბობ საცხოვრებელ სავარჯიშო პირობებზე) მანამდის როგორც კი 21 წლამდე ბავშვებზე მყიდველი არის თუნდაც მილიონად, უნდა გაუშვა და გზა დაულოცო. თვითონაც მოიგებ და ბიჭებიც.
Guadua
31 აგვისტო 2017 11:54
0
მე არაწორი გადაწყვეტილებები მგონია. დრო გვაჩვენებს.
haha
31 აგვისტო 2017 08:56
0
დანაკლისია, წარმატებები ბიჭებს. იმედია საევროპოდ ზამთარში გაძლიერებაც მოხდება
გურამი
30 აგვისტო 2017 21:06
5
კიევის "დინამო" არანაირი გრანდი აღარაა. ნებისმიერი უკრაინული გუნდი უგებს როგორც ლვოვის "კარპატს". ისედაც უკრაინაში ომის მერე ფეხბურთის დონე გასაცოდავდა. "დნიპრო" და "მეტალისტი" აღარ არსებობენ, ასევე "ტავრია" და დანარჩენებს ისედაც ჯართის ფასი ჰქონდათ მეტი არაფერი. უკრაინაში წასვლა ვისაც წინ გადადგმული ნაბიჯი ჰგონია, ძალიან ცდება. "გენტი" კი მხოლოდ სახელიღა არის დარჩენილი ამას სატურნირო მდგომარეობითაც მარტივად მიხვდებით.
................
30 აგვისტო 2017 20:24
3
ხო გაყიდეთ ყველა ვინც კი რამის გამკეთებელია და გახვალ ჯგუფურ ეტაპზეე აბა რას იზავთ.
Kartveli
30 აგვისტო 2017 20:10
0
დინამოსთვის ჩაკვეტაძის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება, არაბულის და ლობჟანიძის წასვლის შემდეგ გუნდს შიგადაშიგ აქვს პრობლემები, მაგრამ ამას დამატებული ჩაკვეტაძე ვფიქობ სერიოზული დანაკლისია დინამოსათვის
nika
30 აგვისტო 2017 20:08
0

სიახლეები პოპულარული