ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული 24 ტურის შემდეგ "მეშახტემ" მხოლოდ 14 ქულა დააგროვა, 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია. სწორედ ეს გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი.
ძოძუაშვილმა შეცვალა გიორგი ჭელიძე, რომელიც მანამდე "საბურთალო 2-ისა" და "შევარდენი 1906-ის" დამრიგებელი გახლდათ.
2014 წელს ძოძუაშვილმა დატოვა ქუთაისის "ტორპედო", ხოლო შარშან რეგიონული ლიგის ბინადარ სოხუმის "დინამოში" იმუშავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ვინმემ ამიხსნას, თბილისის მერანის დაფინანსება რა აზრი აქვს? რა გუნდია , არა ტრადიცია, არა არაფერი..სოხუმი გააკეთეთ მაგ მოთამაშეებით და ამოიყვანეთ ეროვნულ ლიგაში!!