გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების "კლაკსვიკთან" 1:6 წაგებაზე კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის "დღის კურიერის" ეთერში ვეტერანმა დინამოელმა რევაზ ძოძუაშვილმა გააკეთა:

"ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია, რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი ქალაქისთვის, კლუბისთვის, თუ მსოფლიო დონის ფეხბურთისთვის. გუშინ "დინამომ" მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა. როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ, ანუ მოწინააღმდეგის გუნდიდან მწყემსი სამ ბურთს გაიტანს, რა უნდა გაგვიკვირდეს.

ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია. არ არის გამორიცხული, რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთის
იმ სიბრძნის კანონებს არ გავაყვებით, რომელიც იყო საქართველოში".

მკითხველის კომენტარები / 23 /
24.09.2020"კლაკსვიკი" ფარერები - "დინამო" თბილისი 6-1 24.09.2020"გრანადა"- "ლოკომოთივი" თბილისი 2-0 27.09.2020 ატლეტიკო მადრიდი - გრანადა 6-1 როგორ არ გაგეცინება...?
ამბობენ გრანადასთან თბილისის ლოკომოტივმა კარგად ითმაშაო,დიდი ბრძოლა გაუმართა ესპანეთის ლა ლიგის წევრ გუნდსო.90 წუთის განვმალობაში ერთხელაც რომ ვერ დაარტყამ მეტოქის კარისკენ - ამას კარგი თამაში არ ქვია მეგობრებო. როგორ შეიძლება ამის შემხედვარე კაცმა აქო და ადიდო,ფეხბურთი ჩვენთან საქართველოში??? რა კარგი იქნებოდა მე რომ ვცდებოდე,მაგრამ არა მგონია.1981 წლის მერე,ქართული გუნდების მიერ ბევრი გვინახავს,ასეთი დროებითი გაფაფხურება
....
11:03 28-09-2020
1
ეს იყო ბატების თამაში,
გიორგი
16:40 27-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული