"დინამოს", რომელიც გათამაშებას 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ბოლო 10 საშინაო თამაში მოგებული ჰქონდა, მათგან უკანასკნელი სამი 5-ბურთიანი უპირატესობით. ბოლოადგილოსან "შუქურას" კი, სტუმრად, 2015 წლის ნოემბრის შემდეგ, მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს მოგებული. ბუნებრივია, გამოკვეთილი ფავორიტი მასპინძელი გუნდი იყო, მაგრამ თბილისელები წაგებას მე-3 დამატებულ წუთზე ენვერ ლილუაშვილის მიერ გატანილი გოლით გადაურჩნენ. 20 წუთით ადრე კი ანგარიში კობა შალამბერიძემ გახსნა.
"დინამოს" მოგებაც შეეძლო, მაგრამ გამათანაბრებელი გოლის გასვლიდან მალევე,