ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დისკვალიფიკაციის გამო "ჩიხურამ" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მოისაკლისა - მეკარე დინო ჰამზიჩი და მცველი თორნიკე გრიგალაშვილი. რაც შეეხება "კოლხეთს", ფოთელთა შორის დებიუტი ჰქონდა ახალ მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ შტელინს, ვისი ამოცანაცაა გუნდის კრიზისიდან გამოყვანა.

საჩხერელებმა ორჯერ ისარგებლეს ფოთელთა დაცვის უპატიებელი შეცდომებით, ორი გოლი გაიტანეს და ორივე - თავურით: ჯერ თორნიკე გორგიაშვილმა იხეირა, მერე კი გიორგი გაბედავამ შეაგდო.

ბევრი ელო
და, რომ "კოლხეთი" ამის შემდეგ ბრძოლას შეწყვეტდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. შტელინის (მთელი შეხვედრის განმავლობაში ამხნევებდა შეგირდებს) გუნდმა ალექსანდრ დერებჩინსკის გოლით ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა და მერეც ჰქონდა რამდენიმე შანსი.

რა თქმა უნდა, ფოთელთა რიგებში არაერთი პრობლემაა, მაგრამ არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ შტელინის ფაქტორმა გუნდში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც წინა თამაშთან შედარებით, ამის ნიშნები აშკარად გამოჩნდა.

და მაინც, "ჩიხურამ" დამსახურებულად გაიმარჯვა. საჩხერელებს უფრო მაღალი კლასი აქვთ და ეს გუშინდელ შეხვედრაშიც ნათლად დადასტურდა.

ასეთ შეხვედრებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საგოლე მომენტების გამოყენება. ამ კომპონენტში კი მასპინძლებმა აშკარად აჯობეს სტუმრებს. თუმცა თამაშის სცენარი ისეთი იყო, ვერ გამორიცხავდით, რომ ფოთელებს შინ ქულა წაეღოთ, მაგრამ... დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე დააკლდათ.

მატჩის სტენოგრამა
2' - გიორგი გაბედავას დარტყმა ფოთელთა კარს ასცდა.
9' - ერიკ ოტიენოს ჩაწოდების შემდეგ იგორ ბროვკომ შორეულ კუთხეში დაუმიზნა. "ჩიხურა" გადარჩა.
10' - გოლი! 1:0. ლევან კაკუბავამ ბრძოლა მოუგო მეურვეს და საჯარიმოში ჩააწოდა. მცველებმა თორნიკე გორგიაშვილი "დაკარგეს", ვისი თავურიც ზუსტი აღმოჩნდა.
26' - ბროვკო საჯარიმოში დაეცა. არბიტრმა ავაზაშვილმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
27' - ალექსანდრ დერებჩინსკიმ მცველს აართვა ბურთი და ძლიერად დაარტყა. ზურაბ მწყერაშვილმა ბურთი ფეხით მოიგერია.
37' - გოლი! 2:0. მორიგი ჩაწოდება ფოთელთა საჯარიმოში. გიორგი გაბედავამ ყველას დაასწრო და თავით გაიტანა.
48' - გოლი! 2:1. ვარლამ კილასონიას საჯარიმო. მწყერაშვილმა ბურთი მოიგერია. დასწრებაზე დერებჩისკიმ ითამაშა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
49' - ფონიავას მეკარე სეფიაშვილმა არ გაატანინა.
55' - გაბედავას დარტყმა და "კოლხეთი" გადარჩა.
70' - გიორგი ბუხაიძე შემოტრიალებით ურტყამს და ბურთს მცველები ეღობებიან.
78' - ამოს ნონდის დარტყმის შემდეგ "ჩიხურა" ძელმა იხსნა.

ეროვნული ლიგა. XXVI ტური
17.09. ივანწმინდა
ჩიხურა-კოლხეთი 2:1
გოლები: 1:0 გორგიაშვილი (10), 2:0 გაბედავა (37), 2:1 დერებჩინსკი (48)
ჩიხურა (4-1-4-1): მწყერაშვილი - ჩიკვაიძე, მირცხულავა, კაშია, კორიფაძე - კაკუბავა - ფონიავა (69. ივანიშვილი), სარდალიშვილი (82. მესხი), გორგიაშვილი (67. დობროვოლსკი), გაბედავა - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: კაპანაძე, განუგრავა, კვერნაძე, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, ვ. კილასონია, ოტიენო, კერძევაძე - ბროვკო (46. ჟიშკარიანი), ნონდი, ჯანელიძე (46. შალიკაშვილი), მაჩარია, დერებჩინსკი - ბუხაიძე (88. ბახია).
სათადარიგოები: შერმადინი, გურეშიძე, ბერაია, შალიკაშვილი, კოკაია
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილება: მაჩარია (50), დერებჩინსკი (71), ნონდი (90)
არბიტრი: გ. ავაზაშვილი

მომდევნო ტური
22 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
საბურთალო-შუქურა

23 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
დილა-სამტრედია

24 სექტემბერი, კვირა
ტორპედო-დინამო (თბ)

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 20
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული