სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში, "სამტრედიამ" თბილისის "ლოკომოტივი" 2:1 დაამარცხა. გარკვეულწილად, ეს ალბათ ლოგიკურიც იყო, რადგან მოქმედი ჩემპიონის ორმა საყრდენმა ნახევარმცველმა ორივე გუნდის წევრებს შორის ყველაზე მეტი ირბინა.

- სამტრედია-ლოკომოტივი 2:1 - გაქცევა 9 ქულით [VIDEO]

ეს გუშინ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან შევიტყვეთ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ მატჩის დროს პირველად გამოიყენეს თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული "პოლარის სისტემა".

მიღებული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, ხსენებულ შეხვედრაში ყველაზე დიდი მანძილი სამტრედიელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა დაფარა
- 11,6 კმ. მასვე ეკუთვნის სპრინტების ყველაზე მეტი რაოდენობა - 67. დათუნაიშვილზე ოდნავ ნაკლები მაჩვენებელი (11,54 კილომეტრი) "სამტრედიის" მეორე საყრდენ ნახევარმცველს, გიული მანჯგალაძეს ჰქონდა.

სტუმართა შორის 11,19 კილომეტრით გამორჩეული ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე აღმოჩნდა და ამის გაცნობის შემდეგ ლოგიკური ხდება, რატომ გააქვს ყველაზე მეტი 27 წლის თავდამსხმელს - ვინც მეტს მოძრაობს, მცველებს და მეკარეს ყველაზე მეტ პრობლემებსაც ის უქმნის, დამდგარი მოთამაშე ვერაფერს გახდება.

"ზოგადად,  ვიცოდი, ბევრს რომ დავრბოდი, მაგრამ კარგია, ზუსტი მონაცემები რომ გავიგე მეც, გულშემატკივრებმაც და იმ კრიტიკოსებმაც, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველი ფეხბურთელები ზარმაცები არიან, მოძრაობა გვეზარება და დავღოღავთ.

დარწმუნებული ვარ, კარგ საფარზე რომ გვეთამაშა, მინიმუმ, კილომეტრით მეტი მაინც დამიფიქსირდებოდა.

საერთოდ, პრობლემა სისტემურია და არა - ჩვენი სიზარმაცე. დიდ ფეხბურთს დიდი ფული უნდა. შემთხვევითი იყო, აზერბაიჯანელებთან თურქი მსაჯი რომ დაგვინიშნეს? ან 10 წუთში სამი ყვითელი ბარათი რასაც ნიშნავდა, კარგად მივხვდით", - ამბობს დათუნაიშვილი.

მომდევნო ტურში "პოლარის სისტემა" "ტორპედო" - "დინამოს" შეხვედრაში დაითვლის ფეხბურთელთა მონაცემებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მართალია, ყველა თამაშზე უნდა გაიზომოს ეგ სტატისტიკა და ასევე საინტერესო იქნებოდა ევროპის მაგალითბეის მოყვანაც, ანუ საშუალოდ რამდენს დარბიან მაგალითად: ესპანეთში, გერმანიაში, ლატვიაში, ავსტრიაში, დანიაში...
ფეოლა
11:30 19-09-2017
0
ეს რა უბეუდრებაა ტურში მხოლდო 1 მატჩის გაზომვა?ადექით და ყველა მატჩს დააკვირდით,ამაში ფულის გაადხდა მართლა ღირს.
ისევ მახინჯი გზით მივდივართ....
Jango
11:10 19-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული