12:34 18-09-2017
სამტრედია-ლოკომოტივი 2:1 - გაქცევა 9 ქულით [VIDEO]
AutoSharing Option
გიორგი დევდარიანის გუნდი "ეროსი მანჯგალაძეს" დანაკლისით ესტუმრა - თბილისელებს ტრავმების გამო ირაკლი კომახიძე და მამია გავაშელიშვილი აკლდნენ.
თამაში დაძაბული გამოდგა, თუმცა ფეხბურთელები კორექტულობას არ კარგავდნენ და გოლის გატანის შანსიც ორივე გუნდს ჰქონდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ვატო არველაძე - ეს 19 წლის ფეხბურთელი თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო უკეთესი და თავდაჯერებული ხდება. ამჯერადაც, მან რამდენიმე ისეთი გადაცემა გააკეთა, გულგრილი ვერ დარჩებოდი.
პირველ ტაიმში "ლოკომოტივს" ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ გიორგი გოროზიამ და ირაკლი სიხარულიძემ შანსებით ვერ ისარგებლეს. სიხარულიძემ ეს მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო და ბომბარდირთა დავაში 20-გოლიან ნიშნულს უწია. სხვათა შორის, მას დუბლის შესრულებაც შეეძლო...
ყველაფერი მეორე ტაიმში გადაწყდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - რევაზ თევდორაძის კარი ინტერს გიიმ აიღო. ამის შემდეგ დევდარიანმა თამაშის გასაძლიერებლად მოედანზე ლაშა გვილია და ლუკა კიკაბიძე შეიყვანა და მალე "ლოკომოტივმა" წონასწორობა აღადგინა.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ სტუმრებს კიდევ ორი რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ "ლოკომოტივი" პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებს - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, ფეხბურთელებს საკუთარი თავის არ სჯერათ.
"სამტრედიას" კი სწორედ ეს გამოარჩევს. მასპინძლებს გამარჯვების გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე მოუტანა გიის გოლმა. ეს ფეხბურთელი მოქმედი ჩემპიონისთვის უდავოდ კარგი შენაძენია. იმავეს ვიტყვით მაიკლ ოლაიტანზეც, რომელმაც პირველად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა - ნიგერიელს კლასი აშკარად ეტყობა.
საბოლოოდ, "სამტრედიამ" მოიგო, "ლოკომოტივს" 9 ქულით გაექცა და "ტორპედოსთან" ჭიდილს აგრძელებს. საინტერესოა, რომ გია ცეცაძის გუნდი ერთადერთია ეროვნულ ლიგაში, რომელსაც ჩემპიონატის მეორე ნახევარში არ წაუგია.
მატჩის სტენოგრამა
23' - გოროზიამ ბურთი სიხარულიძეს გაუთამაშა და მეკარესთან მარტო რჩებოდა, მაგრამ ბოლო წამს ფეხებში მცველი ჩაუწვა და სამტრედიელები გადაარჩინა.
39' - ნიკა საბანაძემ საჯარიმოსთან ბურთი ინტერს გიის გაუთამაშა და კარში დაარტყა - თევდორაძემ უხერხულად დარტყმული ბურთი მოიგერია.
41' - ვატო არველაძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა სიხარულიძე, რომლის თავურზე მეკარე მიგინეიშვილმა პოზიცია კარგად შეარჩია, ბურთი ხელში აიღო და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
49' - გოლი! საბანაძემ საჯარიმოსთან ბურთი მკერდით გააჩერა, კარში დაარტყა და ინტერს გიისგან რიკოშეტით ბადეში აღმოჩნდა - 1:0.
54' - მჭედლიშვილის მშვენიერი გადაცემის შემდეგ გიი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მშვენიერი შანსი გაანიავა - ბურთი კარს გადააცილა.
66' - გვალიამ შორიდან ძლიერად დაარტყა და მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
68' - გოლი! გეგა დიასამიძემ კარის წინ გადააწოდა სიხარულიძეს, რომელმაც მცველებს დაასწრო და შანსი გოლად აქცია - 1:1.
75' - სტუმართა უმწვავესი შეტევა: ნოდარ ქავთარაძემ საჯარიმოში ვატო არველაძე მოძებნა, რომლის ძლიერი დარტყმის შემდეგ სამტრედიელები მეკარემ გადაარჩინა.
78' - ნიკა სანდოხაძემ კარის აღება "მაკრატელათი" სცადა - ბურთს გიორგი რეხვიაშვილი გადაეფარა და გუნდი გადაარჩინა.
79' - არველაძემ ბურთი სამ მცველს შორის გააძვრინა და მეკარესთან პირისპირ სიხარულიძე დატოვა, მაგრამ მიგინეიშვილი კარიდან დროულად გავიდა და მომენტი განმუხტა.
90+3' - გოლი! სამტრედიელებმა ბოლო ძალებით შეუტიეს, ინტერს გიიმ ბურთი მაიკლ ოლაიტანს გაუთამაშა და ორ მცველს შორის მყოფმა ბურთს მოულოდნელად წვერი წაჰკრა - 2:1.
ეროვნული ლიგა. XXVI ტური
16.09. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ლოკომოტივი 2:1
გოლები: 1:0 გიი (49. საბანაძის პასით), 1:1 სიხარულიძე (68. დიასამიძის პასით), 2:1 გიი (90+3. ოლაიტანის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი - კასრაძე (81. მარკოზაშვილი), დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი (90+5. ახალაძე), გ. მანჯგალაძე, გიი - საბანაძე (67. ოლაიტანი).
სათადარიგოები: ი. სტურუა, ჯიქია, ბურკაძე, სამუშია
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - ჭანტურია (82. ჩიტეიშვილი), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა - ნ. ქავთარაძე, გოროზია (65. კიკაბიძე), სამურკასოვი (59. გვალია) - არველაძე, სიხარულიძე, დიასამიძე.
სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, ხიდეშელი, ღონღაძე, ლ. ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: ქავთარაძე (42), საბანაძე (52), სიხარულიძე (59), ჭანტურია (77)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
მომდევნო ტური
22 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
საბურთალო-შუქურა
23 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
დილა-სამტრედია
24 სექტემბერი, კვირა
ტორპედო-დინამო (თბ)
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 20
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
shenaxar samtrediis mtreriiiii gaigeee... samtredia agebs igebss sul landzgav gunds pexburtelebs mesveurebss cecadzes... unamuso kaci xar... erti bogmiani chasaprebuli bogmiani kacii.. da yurulashvili aravar kide gaigeeee... shen tu kaci xar da pretenziebi gaqvs midi da cecadzes utxarii... magram shen gundi kiar gadardebs... erti suli gaqvs rodis daishleba samtredia..shenairebi ro arian am qveyanashi imitoa kargad saqmeee..
2
2
Guadua shen xoar gajrialebs meti saqme aragaq yoveltvis ro landgav samtredias? Ram dagbogma umushevari darchi? Shen cecadzis pexis prchxiladac ar girxar wadi yana gatoxne. She bogmiano shen
2
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული