"მწვანე ქუჩის ხულიგნები" - ქუთაისურ მატჩებზე მომხდარი ინციდენტები [VIDEO]

AutoSharing Option
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე "ცხელი წერტილია". ბოლო წლების მოვლენებს თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი ჩხუბი და არეულობა ქუთაისელთა არენაზე მომხდარა.

არადა, ქუთაისელი ქომაგი გამოსარჩევია თავისი გულშემატკივრობით და მატჩზე მაღალი დასწრებით. მაგალითად, ქუთაისში გამართულ "ქართულ კლასიკოებზე" საშუალოდ 10 000-მდე გულშემატკივარი ესწრება, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი "გულშემატკივრებიც", რომლებიც სიტუაციას განგებ ძაბავენ და სახელს უტეხენ იმ ქომაგს, ვისაც "ტორპედო" მართლა უყვარს. ალბათ, ასეთებს ზედმეტად მოუვიდათ ფილმ "მწვანე ქუჩის ხულიგნების" ყურება და თავი ის უკანასკნელი გულშემატკივარი ჰგონიათ, რომელმაც მაინცდამაინც
ტრიბუნებზე აგრესიით უნდა დაიცვას ქუთაისის "ღირსება"...

ბოლო მოვლენა 24 ოქტომბერს, "ტორპედო"-"დინამოს" მატჩის წინ მოხდა, როდესაც ქუთაისელი გულშემატკივრის ნასროლმა ქვამ "პირველი არხის" ტექნიკოსი დააზიანა.

ჩვენ გავიხსენეთ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბოლო წლებში მომხდარი ინციდენტები.

* * *
ყველაზე დიდი არეულობა 2014 წლის 9 მარტს მოხდა, "ტორპედოსა" და "დინამოს" დაპირისპირების დროს. მატჩის 59-ე წუთზე, მოედანზე შემოსასვლელი ჭიშკარი გაიღო და გაზონზე აგრესიული ფანების "არმია" შეიჭრა. ფეხბურთელები და მსაჯები ფანების გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ვითარება უმართავი გახდა. ამ აგრესიული ჯგუფის დაწყნარებას "ტორპედოს" ფეხბურთელები შეეცადნენ, მაგრამ უშედეგოდ - სხვადასხვა საგნით "შეიარაღებული" ვაიგულშემატკივრები საპირისპირო ტრიბუნაზე განთავსებული "დინამოს" ფანკლუბისკენ დაიძრნენ და მათ სხვადასხვა ნივთი დაუშინეს.



* * *
2013 წლის 5 ივლისს, ქუთაისის "ტორპედომ" ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე "ჟილინას" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ტრიბუნებზე ძალიან დაიძაბა სიტუაცია. საქმეში პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა რამდენიმე ფანი დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს...



* * *
2016 წლის 26 ნოემბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. თუმცა ინციდენტი მალევე განიმუხტა, მატჩი კი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
- "ტორპედოსა" და "დინამოს" გულშემატკივრებს შორის მატჩის დროს დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

* * *
30 აპრილს საქართველოს ეროვნული ლიგის IX ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მეორე ტაიმში მოედანზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შევარდა. ის ჯერ სტადიონის ერთ ბოლოში გაიქცა, შემდეგ მოედნის ცენტრში დაბრუნდა და სავარაუდოდ, მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ის ჯერ ქუთაისელთა მეკარე როინ კვასხვაძეს გამოელაპარაკა, შემდეგ კი თბილისის "დინამოს" ფანკლუბთან მივიდა და მისი წევრები უცენზურო სიტყვებით მოიხსენია... საბოლოოდ ფანი სამართალდამცველებმა დააკავეს და მოედანს განარიდეს.

Sportall.Ge

* * *
ქუთაისში მხოლოდ ქუთაისელები არ ჩხუბობენ. 29 ივნისს, ევროპა ლიგის შესარჩევში ბათუმის "დინამოსა" და ბიალისტოკის "იაგელონიას" გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ბათუმელი და პოლონელი ფანები ერთმანეთს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მატჩის დაწყებამდე დაუპირისპირდნენ.



* * *
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საინტერესო ფლეშმობების მოწყობაც იციან. "ტორპედო"-"ლოკომოტივის" მატჩის დროს სტადიონზე მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა. ქუთაისელი ფანები არ დაიბნენ და ფეხბურთელებს მოედანი კრეატიულად გაუნათეს.



* * *
ინციდენტები მხოლოდ ფეხბურთს არ ახასიათებს. 2014 წელს დაპირისპირება საკალათბურთო მატჩის დროს მოხდა. მაშინ ერთმანეთთან "ქუთისისა" და "დინამოს" ფანებმა იჩხუბეს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
კლავიატურის ბრძენები ტრიბუნებზე აღარ აქვთ წინააღმდეგობის გაწევის თავი და ახლა გახდა სირცხვილი ესეთი ქომაგობა. თქვენც გინდათ რო ასეთი ფანკლუბი ყავდეს თქვენ გუნდებსაც მარა იმასაც ხვდებით რო ასი წელი არ გეღირსებათ და იონლაიშიკეთ ახლა სხვა რა დაგრჩათ.
guga
16:29 28-09-2017
5
zalian kargi axalgazrdebi arian....eseni afxizleben mizinebul qartul fexburts... asetebi kvela gunds unda hkavdes...ganaxat rogor emzadebian droshebit, plakatebit, sakvirebit, barabnit tamashistvis...isini kvelgan dakvebian torpedos... gshuuuurt, rom ar gaqvt aseti tqvens qalaqebshi... asevea qutaisi sakalatburto gundzec... es kvelaferi zens ragac xibls stadions... da vigacam qva isrola, vigacam ichxuba nu abralebt torpedos fanklubs... miacekit bicheboooo... mova chveni dgec... skeptikosebo da mocinaamdegeeebo uceb arc iuve sheqmnila, arc reali, arc manchesteri da kidev bevrikomponentia sachiro maqamde da mtavari klubis mflobelebis shesazlebloba finansuri. vici ver midixart usaxsrobis gamo evropashi tamashebze, magram interneti xom gaqvt da gaxsenit ra xdeba tundac germaniashi tamashis dackebamde da shemdeg... saqartvelo amat kvelas ukvars... tbiliselebic da batumelebic da ase shemdeg... es ubralod mugamia da azarti rac alamazebs fexburts... magalitad dagmarxavt, gaganadgurebt, gadauvlit da ase shemdeg es xom pirdapiri mnishvnelobit natqvamebi araaa.... daanebet tavi parketidan chkuis rigebas... gaixedet chkviano damrigeblebo matarebeli chamodga tqvensken qutaisidan gamogigzavnes....
tengizi
15:22 27-09-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული