11:22 19-10-2017
სამტრედია-დინამო (ბთ) 3:0 - ჩემპიონი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]
AutoSharing Option
ცხადია, საკადრო პრობლემების გამო, "სამტრედიას" თავიდან თამაში გაუჭირდა. მაგრამ მასპინძლებმა მეტოქის წინააღმდეგობა იოლად დაძლიეს და თამაში სასურველ კალაპოტში გადაიყვანეს, ხოლო ახალაძემ თავი ულამაზესი გოლითაც დაგვამახსოვრა.
ბოლო ორი მატჩია, კონსტანტინ ფროლოვი ბათუმელებს 3-4-3 განლაგებით ათამაშებს. მაგრამ ის გუნდი მაინც ვერ და ვერ ააწყო, რაზეც "დინამოს" გულშემატკივრები ოცნებობენ.
ძნელი სათქმელია, რა იყო მიზეზი, მაგრამ სტუმრები "უკბილოდ" გამოიყურებოდნენ და ენერგიისგან დაცლილებს ჰგავდნენ. ალბათ, ეს მოკლე პერიოდში ჩატარებული მატჩების ბრალიცაა...
სამტრედიელთა პირველი გოლი, რომელიც მაიკლ ოლაიტანმა გაიტანა, სტუმრებმა გააპროტესტეს - მათი აზრით, ნიგერიელი თავდამსხმელი თამაშგარეში იმყოფებოდა.
მომენტი სადავო იქნებოდა, დავით რაჟამაშვილის პასის დროს ინტერს გიის ბურთისთვის ქუსლი რომ მიერტყა. მაგრამ ისე ჩანდა, რომ გიიმ ეს ვერ შეძლო - თუ ასეა, მაშინ ოლაიტანი თამაშგარეშე არ იყო.
მართალია, ბათუმელებმა მეორე ტაიმში მდგომარეობის გამოსწორება სცადეს და მწვავედაც შეუტიეს, მაგრამ სხვაობის შემცირება ვერ შეძლეს, დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომის გამო კი მესამე გოლიც გაუშვეს.
ეპიზოდებში, მოედანზე ვითარება იძაბებოდა, უმთავრესად - ქართველებსა და ლეგიონერებს შორის. თამაში დიდი ჩხუბის გარეშე კი დასრულდა, მაგრამ ლეგიონერების მიმართ გამოვლენილი აგრესია გაუგებარია. ისინი ხისტად თამაშობდნენ და არა - უხეშად.
საბოლოოდ, "სამტრედიამ" 3:0 მოიგო და ქულებით (ერთი დღით) ქუთაისის "ტორპედოს" გაუთანაბრდა. ბათუმელები კი 32 ქულით ისევ მე-8 ადგილზე არიან და გადათამაშების ზონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ.
5" - მარცვალაძე სახიფათოდ უტევდა, მაგრამ წინ მცველი გადაეღობა.
7" - გრიგალაშვილმა შორიდან არაზუსტად დაარტყა.
14" - რაჟამაშვილის მშვენიერი გადაცემა ოლაიტანის მისამართით, მაგრამ სამტრედიელთა ლეგიონერმა დროულად ვერ დაარტყა და მომენტი დაკარგა.
18" - გრიგალაშვილი ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და კარშიც დაარტყა, მაგრამ ეს სუსტად გამოუვიდა და ბურთი მეკარე მიგინეიშვილის იოლი ნადავლი გახდა.
19" - რაჟამაშვილის დარტყმული ტიმოფეევმა იოლად აიღო.
25" - გოლი! რაჟამაშვილი საჯარიმოში აწვდის. ბურთს ვერც გიი იღებს, ვერც მგელაძე იგერიებს და კარის წინ მარტო დარჩენილ ოლაიტანს გოლი გააქვს. მაგრამ პასის დროს გიიმ ბურთს ქუსლი ვერ მიარტყა, ოლაიტანი კი თამაშგარეშე არ იყო. ასე რომ - 1:0.
31" - გოლი! საბანაძის შეტევა შონიამ ჩაშალა, მაგრამ მის მიერ მოგერიებული ბურთი ახალაძემ 20-ოდე მეტრიდან დაუხანებლად გაგზავნა კარში და პირდაპირ "ცხრიანში" მოარტყა. ულამაზესი გოლი - 2:0.
36" - ქავთარაძე და ბალდე შელაპარაკდნენ, მაგრამ სიტუაცია მალევე განიმუხტა.
51" - არბიტრმა სათადარიგოთა სკამიდან ბათუმელთა სპორტული დირექტორი მალხაზ მახარაძე გააძევა.
53" - ჩოგაძემ ბურთი საჯარიმოში გრიგალაშვილს გააყოლა, რომელიც გოგიაშვილს გაექცა და 5 მეტრიდან დაარტყა - სამტრედიელები მიგინეიშვილმა გადაარჩინა.
54" - ამჯერად მცველებს მარცვალაძე გაექცათ, მაგრამ სიზუსტემ მასაც უმტყუნა.
62" - გოლი! გიიმ ძალიან სწრაფად წამოიწყო შეტევა, საჯარიმოს კუთხესთან საბანაძე მოძებნა, რომელიც ცენტრისკენ დაიძრა და ზუსტად დაარტყა - 3:0.
66" - მარცვალაძემ ისევ მწვავედ შეუტია, მაგრამ ნდონგი მჭიდროდ დაუდგა და ახლოდან დარტყმის საშუალება არ მისცა.
73" - გიიმ მცველები ეფექტურად ჩამოიცილა და დაუხანებლად დასცხო კარისკენ, თუმცა არაზუსტად.
73" - ჩოგაძემ კარის აღება მახვილი კუთხიდან სცადა. მიგინეიშვილი ბურთს იოლად დაეუფლა.
82" - გიის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ.
89" - სამუშია საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, მაგრამ სუსტად დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა.
18.10. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დინამო (ბთ) 3:0
1:0 ოლაიტანი (25. რაჟამაშვილის პასით), 2:0 ახალაძე (31), 3:0 საბანაძე (62)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, ნდონგი, ბალდე - კასრაძე, ახალაძე (80. მარკოზაშვილი) - რაჟამაშვილი, გიი (90+2. ბურკაძე), ოლაიტანი (86. სამუშია) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ჯიქია
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
დინამო (3-4-3): ტიმოფეევი - ფარტენაძე, მგელაძე, ქორიძე - ტვილდიანი, ვარშანიძე (46. ჩოგაძე), შონია, სუხიაშვილი - გ. ქავთარაძე (67. თევდორაძე), მარცვალაძე, ე. გრიგალაშვილი (76. კვანტალიანი).
სათადარიგოები: შოვნაძე, მახარაძე, რუხაძე, ფლამარიონი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილებები: ბალდე (37), ქავთარაძე (37), კასრაძე (56), ტვილდიანი (84)
არბიტრი: პ. მაჭარაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
რატომ დილა ტამასჰობს ბატუმის დინამოს სჰემდეგ ,ეს არა სცორია ,დილამ სულ იცის ანგარისჰი .გააკეტ პირიკიტ...
1
0
დაშალეთ ეს ბანძების გუნდი!
1
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული