ეროვნული ლიგა. XXXI ტური: ბათუმის "დინამო“ სახლში "ჩიხურასთან“ დამარცხდა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXXI ტურში ბათუმის „დინამომ“, რომელიც უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, საკუთარ მოედანზე უმოტივაციოდ მყოფი „ჩიხურა“ მიიღო და დამარცხდა (1:2).

მატჩის დებიუტში მასპინძელთა კაპიტანმა შონიამ ისარგებლა მცველების შეცდომით და რიკოშეტით ანგარიში გახსნა, მე-16 წუთზე კი გაბედავამ საპასუხო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ზღვისპირელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, შონიამ ბურთი ხარიხას გაარტყა, თევდორაძისა და მარცვალაძის დარტყმული ბურთები მეკარე მწყერაშვილმა მოიგერია, კონტრშეტევაზე კი სარდალიშვილმა ანგარიში 1:2 გახადა.

დარჩენილ 20 წუთში ბათუმელები ბევრს კი ეცადნენ ქულის გადარჩენას, მაგრამ მომენტები ვეღარ შექმნეს და კინაღამ
მესამე გოლი მიიღეს საკუთარ კარში, როდესაც გაბედავამ ბურთი ძელს გაარტყა.

ასე და ამგვარად, „ჩიხურა“ ამ გამარჯვების შემდეგ 46 ქულით კვლავ მე-6 ადგილზეა, ხოლო „დინამო“ 32 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა.

„დინამო“:ანატოლი ტიმოფეევი, მირზა ფარტენაძე, ბორის მახარაძე (86. გიორგი ქავთარაძე), თეიმურაზ შონია, ვალერიან თევდორაძე, ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი, ჯოვინო ფლამარიონი (75. თემურ ჩოგაძე), ოთარ მარცვალაძე (75. ნიკა კვალტალიანი)

„ჩიხურა“
:ზურაბ მწყერაშვილი, ბაქარ მირცხულავა, გიორგი გაბედავა, მიშიკო სარდალიშვილი (74. დენის დობროვოლსკი), გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი ივანიშვილი (84. ირაკლი ლექვთაძე), ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია, თორნიკე გორგიაშვილი (81. ბაჩანა ცხადაძე)

გოლები: თეიმურაზ შონია, 4 (1:0), გიორგი გაბედავა, 16 (1:1), მიშიკო სარდალიშვილი, 70 (1:2)

გაფრთხილება: მიშიკო სარდალიშვილი 15, შოთა კაშია 25, ჯოვინო ფლამარიონი 52, დიმიტრი ტატანაშვილი, 89
მკითხველის კომენტარები / 9 /
სად უნდა მოემზადონ სტადიონი აქვთ თუ ბაზა:)
ლაშა
23 ოქტომბერი 2017 00:11
0
ბატუმზე გული მწყდებაა რა ბატუმს ისეტი გულსჰემატკივარი ყავს ყოველტვის მაგალი მიზნებისთვის უნდა იბრზოდეს
toko
22 ოქტომბერი 2017 22:33
0
ვინ უნდა მოამზადოს ფლოროვმა?
gio
22 ოქტომბერი 2017 23:07
0
BATUMIS DINAMO SAERTOD TU EMZADEBA TAMASHIS CIN ...
OTAR
22 ოქტომბერი 2017 21:24
0
ერთი თამაში ფლოროვისა და მარცვალაძის გარეშე ათამაშეთ გუნდი.უკეთესად ითამაშებენ.ამ ორი კაცის მოყვანა დიდი შეცდომა იყო.ხომერიკს უკეთესი შედეგი ექნებოდა.
gia
23 ოქტომბერი 2017 14:57
0
ძმისგულო შეცდომა კი არა დანაშაული უფრო იყო. დარწმუნებული ვარ ხომერიკი რომ ყოფილიყო მწვრთნელი ნამდვილად უკეთესი შედეგი გვექნებოდა
roma
23 ოქტომბერი 2017 16:45
0
frolovi tu mcvrtnelia da agar kofila sashveli!!
kovel tamashze gadaxalisebuli shemadgenloba!!
taqtika gunds ar aqvs!! maset tamashs luboi 11 kaci itamashebs ..
shonia ras darbis sad darbis aravin icis!!
tevdoradze sochqare 500 metro saatshi!!
kvasovi burts ver ijers !!
37 clis kvirivelias arbenineben cxenivit kaci gadascves!!
mcheba shtabejdileba rom saertod varjishze taqtikur monaxazs arc ki ganixilaven..batumelebi ar imsaxureben aset gunds..
frolovi sad naxes ubralod sakvirvelia!!
atasi qarveli kai mcvrtnelia da ar sheidzleba daudzaxo da amushao??
an kide chaabaret mujirs qe mainc mondomebuli mainc iqneba !!
roma diasamidze
23 ოქტომბერი 2017 12:12
0
გაუძელით ბიჭებო კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა სტადიონისთვის,ხომ ხედავთ როგორ გვანებივრებენ ტენდერებით.ჩაიარა არჩევნებმა?არაუშავს არჩევნები კიდევ მოვა და კიდევ ბევრი ტენდერები გველოდება ბათუმელ გულშემატკივრებს:)
ggg
23 ოქტომბერი 2017 12:33
0
ფროლოვი გაუშვით სასწრაფოდ, ბათუმის დინამო არ იმსახურებს მერვე ადგილს, გუნდი გააძლიერთ მაგრამ არა მარცვალაძისნაირებით, დარწმუნებული ვარ წელს დინამო შეინარჩუნებს ადგილს მაგრამ მომავალში გაუჭირდება ამ შემადგენლობით. გუნდი გადაარჩინეთ უმაღლესიდან გავარდნას, ბათუმი ერთადერთი გუნდია ვისაც გულშემატკივარი ყავს და არ გაანადგუროთ ამ გუნდის პრესტიჟი, დამერწმუნეთ ასეთი თამაშით გუნდს მალე ერთი გულშემატკივარიც აღარ დარჩება და ის 25000 იანი სტადიონი ასაშენებელი კი არა პროექტიც გასაუქმებელი დარჩება.
roma
23 ოქტომბერი 2017 10:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული