"კოლხეთს" "შუქურასთან" ჩაშლილი მატჩი წაგებად ჩაეთვალა

AutoSharing Option
23 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის საგანგებო სხდომა.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში სტადიონის მოუმზადებლობის გამო ჩაშლილი დღევანდელი მატჩი ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურას" შორის და სადისციპლინო კოდექსის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: "კოლხეთს" ჩაეთვალა 0:3 წაგება და დაჯარიმდა 2500 ლარით. აგრეთვე, კლუბს სეზონის ბოლომდე მიეცა პირობითი სასჯელი.

- რატომ გადაიდო კოლხეთი-შუქურას მატჩი?

მომზადებულია ELIGA.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ, ბიჭებო, ყოჩაღ! ოპერატიულად მოქმედებთ, როცა "საქმეს" სჭირდება. ფოთში ძლივს სტადიონს დაუბრუნდა ხალხი და თქვენ ეს პოზიტივი ჩანასახშივე მოკალით! აფერუმ, თქვენ! საქართველოს სხვა ქალაქებში ხომ სრულ წესრიგშია საფეხბურთო სტადიონები და ნაკლს ვერ პოულობთ. ბათუმში რაგბისთვის დახაზულ სტადიონზე რამდენჯერ ჩატარებულა საფეხბურთო მატჩი (ამოწიეთ არქივი), მაგრამ მაშინ არავის უფიქრია ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება. მეტი რომ არ ვთქვათ, ერთობ საეჭვო ფაქტია.
nodari
11:11 24-10-2017
1
გასაგდებია კოლხეთის ხელმძგვანელობა,სეზონის დასაწყისში რა გუნდი იყო,ოტიენო,დაფე,კოვტალიუკი,ჯანელიძე,ბოლქვაძე,კერძევაძე,ჟიშკარიანი,მოგვიანებითსიკაჩი ამ ბიჭებს რომ ვერ ათამაშებს ის მწვრთნელი უნდა გაეშვათ პირველ წრეშივე,გუნდს ლიდერის პოტენცია ქონდა და ეხლა ვარდება,არც დისციპლინა,არც იგბალი,რამდენი პენალტი გააცუდეს
barbare
10:41 24-10-2017
0

სიახლეები პოპულარული