ფოთის "კოლხეთის" პრესსამსახურის ცნობით, მათ გუნდში გიორგი მოისწრაფიშვილი გადავიდა:
"ფოთის "კოლხეთი 1913"-თან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა, რომელსაც სანაკრებო დონეზე სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში უთამაშია.
მან თამაში ჩვენს ქალაქში დაიწყო, ხოლო 10 წლის ასაკიდან თბილისის "დინამოს" აკადემიაში იქნა მიწვეული. 23 წლის გიორგის დიდი ნაწილი სწორედ "დინამოში" აქვს გატარებული, ერთი სეზონი "თელავში" იჯარით თამაშობდა და ასევე უასპარეზია ბელგიურ " ბევერენში".