ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში წარუმატებლად გამოდის - 31 ტურის შემდეგ ბათუმის "დინამოს" 32 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

ბოლო ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" საშინაო წაგებით (1:2) გუნდმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. შედეგად, გუნდიდან მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვი დაითხოვეს, რომელმაც ბათუმის "დინამო"რამდენიმე თვის წინ ჩაიბარა. 44 წლის უკრაინელი სპეციალისტი მანამდე ქობულეთის "შუქურასა" და ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო აკადემიის სპორტულ დირექტორად მუშაობდა.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ სპეციალისტს გია ცეცაძე შეცვლიდა, რაც "ლელოსთან" თავად "სამტრედიის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უარყო.

"ბათუმის "დინამო"? არა,
არც შემოთავაზება ყოფილა და ამაზე არც გვილაპარაკია. საერთოდ, სანამ ჩემპიონატი არ დასრულდება, მანამდე არსად არ წავალ. 5 ტურია დარჩენილი და კოლეგებს ხელი არ მინდა შევუშალო", - ამბობს ცეცაძე.

ფროლოვის გაშვებაზე ინფორმაცია "ლელოს" ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ დაუდასტურა: "ფროლოვი თავისი სურვილით წავიდა. მიზეზი ბოლო პერიოდის წარუმატებელი თამაშები გახდა".

თუმცა, მან უარყო ინფორმაცია, თითქოს, ცეცაძის დანიშვნაზე იყო ლაპარაკი და ახალი მწვრთნელის ვინაობა გაგვიმხილა: "სეზონის ბოლომდე გუნდს ასლან ბალაძე გაწვრთნის, რომელსაც იური მამინაშვილი დაეხმარება. ორივე მათგანი გუნდში წლები მუშაობდა და იმედია, "დინამოს" ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანენ".

57 წლის ასლან ბალაძე 2-ჯერ იყო ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, მუშაობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ბოლო პერიოდში კლუბის სისტემაში მუშაობდა.

"ლელოსთან" კომენტარი ასლან ბალაძემაც გააკეთა: "მე ძალიან კარგად ვიცი, გუნდი რა მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია. ასეთ დროს მთავარ მწვრთნელად მისვლა უდიდეს სირთულეებს უკავშირდება, მაგრამ ბათუმის "დინამო" ჩემთვის ოჯახია, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი. ახლა აწონ-დაწონის დრო არ არის. ვისაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ სათვალით ცოტა გაუჭირდება მგონია.....
Dragonfly
25 ოქტომბერი 2017 19:31
0
))))
aburjga
27 ოქტომბერი 2017 14:05
0
სირცხვილია ბალაძე მეტის გირსი არ ხართ
kocho
26 ოქტომბერი 2017 15:17
0
ბათუმელი, მოდი ჩვენს ტრიბუნასთან თუ გაგაჩნია გაიკა და იქ გაქცემთ ყველა კითხვაზე პასუხს.გარტყმაში რომ არახარ ვინ არიან პირატები,იჯექი ჩუმად და ჭამე სემიჭკა
ტარიელ
25 ოქტომბერი 2017 14:20
0
ნუთუ მართლა ასე კატასტროფული მდგომარეობაა, როგორც ამას ბათუმელი წერს???
თუმცა ჩვენში ისეა საქმე გაუკუღმართებული, რომ გასაკვირი არაფერია. უგნურებს რჩებათ ქვეყანა!
შოდა
25 ოქტომბერი 2017 14:03
0
შენ ის ხარ ვინ ფედიჩკინის მოსვლამდე ჭამდა დინამოს ფულებს ხოო? ხოდა მოგენატრა არა ძველი დროო.
ქომაგი
25 ოქტომბერი 2017 13:52
0
ბათუმელო მოდი და ეგ პირადად გვითხარი,არაკაცულად პირს უკან რო იტყუები და ლანძღავ ხალხს
პირატი
25 ოქტომბერი 2017 13:46
0
ბათუმელო, ქალაქს ნუ ამოეფარები. სახელი და გვარი გვიბოძე :)
Pirati
25 ოქტომბერი 2017 13:43
0
Shen imdeni xeiri ramdenic chven 300 larad vdganvart tribunaze. Pirs ukan ver agixcer vinc xar. Arascored msjelob da icode rom piratebis arcerti cevri ar gebulobs tanxas komagobashi. Chven vkomagobt batumis yvela gunds da vamxnevebt ise rogorc shegvizlia. Danarcheni aset komentarebs rom cer minimum modi da gagvecani da migaxvedreb rom chven ar vart is xalxi vinc shen ggonivart.
dinamo bt
25 ოქტომბერი 2017 13:26
0
ღმერთი არ გაგიწყრეს ბატონო ასლან და გუნდი უმაღლესიდან არ გააგდო თორემ დამიჯერე ბათუმის დინამო კი არა ბათუმი დაგენატრება, აქ აღარ გაცხოვრებთ ბათუმელები. დარჩენილ 5 ტურში 3 უნდა მოიგო ყველა ვარიანტში საკუთარ თავს უნდა გადაახტე და ყველანაირ პრობლემაზე მაღლა უნდა დააყენო გუნდი 3 თამაშის მოსაგებად. წარმატებები ღმერთი თქვენსკენ.
roma
25 ოქტომბერი 2017 13:06
3
ასლანას რას ერჩით, აქამდე ვინც მიყვანე გუნდი ის არ უნდა დაგეყენებინათ ბათუმში და აწი თუ გავარდა რა ასლანას ბრალიაა. ის მაინც დაწერეთ, თუ დატოვე ლიგაში, სანაპიროზე ძეგლს დაგიდგამთო, თორე უკვე ლამის გავარდნილ გუნდზე მუქარა არაა სწორი მგონია
განდაგანა
25 ოქტომბერი 2017 16:34
0
ამაზე მეტი დაცინვა და აგდება ბატუმელების რაგა შეიძლება?იმენა სასტავი ჭამს ფულებს ცეცაძე რათ უნდათ?სხვას ხოარ მიცემენ ფულს ფედიჭკინებმა მუჯირებმა ბალაძე და მახარაძეებმა უნდა ჭამოს ფული და პახოდუ სასტავმა ხო უნდა იჩხიროს?პს 300 ლარად დაქირავებული გაჩუმებული პირატები ვიტო ბალესიკები და აწყვა საქმე
batumeli
25 ოქტომბერი 2017 12:34
10
ტრიბუნაზე გელოდებით. მოდი და გვითხარი ეგ პირში რომ 300 ლარს ვიღებთ და სახინკლე ჩვენზეა :)
!!!
25 ოქტომბერი 2017 15:56
1
Icnob vinmes piratebtagan vinc xelmdzgvanelobisgan 300 lars igebs, chumat yofnistvis?
Xvicha
25 ოქტომბერი 2017 13:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული