კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური დაიწყო და ორი მატჩი გაიმართა. ცხრილის ზედა ოთხეულში მყოფმა გუნდებმა ითამაშეს. საშინაო გამარჯვებები... ლიდერმა "იბერია 1999"-მა გორის "დილას" მოუგო, ხოლო ქუთაისის "ტორპედომ" "დინამო ბათუმს" აჯობა.

იბერია 1999 3:2 დილა

ლიდერმა კვლავ მოიგო. ეს იბერიელთა ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა, აი "დილა" კი ზაფხულის შესვენების შემდეგ ისე ძლიერად ვეღარ გამოიყურება. "დილა" მესამეზეა და 8 ქულით ჩამორჩება "იბერია 1999"-ს.

პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა. ბოლო წუთებზე გიორგი კოხრეიძემ პენალტი მოიპოვა და თავადვე ზუსტად შეასრულა. კოხრეიძემ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წლეულს მე-15 გოლი გაიტანა. აღვნიშნოთ, რომ არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი ასე დანიშნა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა "დილას" ფლანგელმა შემტევმა გიორგი გაფრინდაშვილმა მარჯვნიდან, საკმაოდ შორიდან დაარტყა, თბილისელთა მეკარე გიორგი მაკარიძეს ხელიდან გაუვარდა ბურთი და 1:1. გაფრინდაშვილის პირველი გოლი სეზონში.

რამდენიმე წუთში მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ, კომბინაციას მოჰყვა "დილას" მეკარე დავით კერესელიძის კარგი თამაში და მოგერიება, მაგრამ ოთარ მამაგეიშვილმა ზუსტად დაამატა. ეს ოთარის მეექვსე გოლია სეზონში.

70-ე წუთზე "დილამ" მეორედ გაათანაბრა, კერძოდ, ირაკლი ბუღრიძემ ცაციით შეასრულა.

თუმცა მალევე "იბერია 1999"-მა მესამედ გაიტანა და კვლავ წინ გავიდა: შეიკნე სილა წააქციეს, ამას მოჰყვა კიდევ ერთი პენალტი და ამჯერად იური ტაბატაძემ მიითვალა გოლი - 3:2. სხვათა შორის, მეკარე კერესელიძე ამჯერადაც შეეხო ბურთს, მაგრამ გოლისგან ვერ იხსნა გუნდი...

ტორპედო 1:0 დინამო ბთ

"ტორპედომ" სერბი ნიკოლა ნინკოვიჩის გოლით მოიგო. ეს ნინკოვიჩის მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში.

77-ე წუთი იყო, როცა სერბმა მარცხნიდან ჩააწოდა თუ დაარტყა. იქ ბიორნ იონსენმა ხელი შეუშალა მეკარე ლუკა ხარატიშვილს და ბურთიც კარში შევარდა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, იმავე ნინკოვიჩს თავისუფალი დარტყმა აუღო ხარატიშვილმა.

ორი წაგების მერე, "ტორპედომ" სამ შეხვედრაში შვიდი ქულა აიღო და ლიდერ "იბერია 1999"-ს სამი ქულით ჩამორჩება. "დინამო ბათუმი" კი მეოთხეზეა და 10 ქულით ჩამორჩება მესამეზე მყოფ გორის "დილას".

erovnuliliga.ge

Master
კალენდარს თუ ჩახედავთ,მარტივად აღმოაჩენთ რომ იბერია თითქმის ჩემპიონია...ტორპედო და დილა კონფერენს ლიგაზე,დინამო თასიდან ასევე კონფერენსზე.ბათუმი კი ყველაფრიდან ჩახსნილია.
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დილა" - "თელავი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "სამგურალი" - "იბერია 1999" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. II ტური. "იბერია 1999" - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" "სამგურალის" ყოფილი კაპიტანი დაიმატა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დილა" - "გარეჯი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. III ტური. "დილა" - "იბერია 1999" [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]